რეგისტრირებული ფაქტები47368
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) 1912 წელს სამკითხველოსთვის 105 მანეთისა და 41 კაპიკის ჟურნალ-გაზეთები შეიძინა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) ზესატაფონის დამწვარი თეატრის შენობის ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკიდან შეძენის წინასწარი ნასყიდობის ქაღალდის შესრულებაში 277 მანეთი და 95 კაპიკი გადაიხადა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) გასავალი 698 მანეთსა და 74 კაპიკს შეადგენდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) თეატრის გასაძლიერებლად ჩატარებული წარმოდგენების შემოსავალმა 82 მანეთი და 77 კაპიკი შეადგინა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) სასარგებლოდ გამართულმა სეირნობების შემოსავალმა 208 მანეთი და 60 კაპიკი შეადგინა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) შემოსავალი 698 მანეთსა და 74 თეთრს შეადგენდა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლის 8 აგვისტოს ილია ოქრომჭედლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მოსკოვის აგენტობაზე უარი უთხრა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ილია ოქრომჭედლიშვილს მოსკოვის აგენტობა შესთავაზა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ნინო კონსტანტინეს ასულ ნატროევისას დუშეთის აგენტობა შესთავაზა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლის 4 აპრილს ოლღა ნიკოლოზის ასული მესხიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ახალციხის აგენტობაზე დასთანხმდა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლის 4 აპრილს ნინო კონსტანტინეს ასული ნატროევისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას დუშეთის აგენტობაზე დასთანხმდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ოლღა ნიკოლოზის ასულ მესხიშვილს ახალციხის აგენტობა შესთავაზა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილს ახალქალაქის აგენტობა შესთავაზა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლის 25 ივნისს ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ახალქალაქის აგენტობაზე დასთანხმდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 18 აპრილს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას შაქრო ივანეს ძე ვახვახოვის თელავის აგენტად დანიშვნა შესთავაზა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 18 აპრილს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ნიკოლოზ ვარდიევის თელავის აგენტად დანიშვნა შესთავაზა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) მიერ გამართული სეირნობების შემოსავალი 150 მანეთს შეადგენდა, წიგნის მაღაზიის გაყიდვების –25 მანეთს, თეატრის ფონდის კი – 87 მანეთსა და 77 კაპიკს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებას (თავმჯდომარე – ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა) ადგილობრივმა სამეურნეო ბანკმა 50 მანეთი შესწირა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების შემოსავალი 470 მანეთსა და 88 კაპიკს შეადგენდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებას (თავმჯდომარე – ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა) 5 ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა: დაბა ყვირილაში, დაბა ჩხარში, დაბა ბელაგორში, ღორეშასა და მუხურში.
1909
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს თეოფანე ბეჟანის ძე ნანეიშვილი, ანასტასია ანდრიას ასული ჭაჭიაშვილი, სოფიო გიორგის ასული მასალკინისა, ფეოდოსია ბესარიონის ასული მაჭავარიანისა და ნინა ცქიტიშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების მზრუნველთა საბჭოს წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე, ბიქტორ ალფეზის ძე გაჩეჩილაძე და ვლადიმერ გრიგოლის ძე კანდელაკი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების სარევიზიო კომიტეტის წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე, მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე და ნესტორ სიმონის ძე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.