ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7-8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ელისაბედ ჭავჭავაძისა და მეფუტკრე დანიელ მასლოვის დეპეშები, რომლებიდანაც შეიტყო საგურამოში მომხდარი ტრაგედიის – მოსე და ევა მემარნიშვილების მკვლელობის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 7 ივნისს ყაჩაღები შევიდნენ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლში, პურის მცხობელი სოფიო უნდილაშვილი ხანჯლით შეაშინეს, დახოცეს მოურავი მოსე მემარნიშვილი და მისი მეუღლე ევა მოძღვრიშვილი-მემარნიშვილისა და წაიღეს ფული, ვერცხლის ნივთები, თოფი, რევოლვერი.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გაბრიელ ეპისკოპოსის ბიბლიოთეკის გამგის თხოვნა დახმარების თაობაზე. საზოგადოების გამგეობამ მას უსახსრობის გამო უარი უთხრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ზაქარია ჭიჭინაძის მოხსენება ბათუმში ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ფილიპე გოგიჩაიშვილის მოხსენება გამგეობის წევრობისგან გათავისუფლების თაობაზე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ივანე რატიშვილის მოხსენება სვანურ-ქართულ-რუსული ლექსიკონის გამოცემის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს ბათუმისა და სენაკის სკოლების რევიზია დაავალა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს მაქსიმე მარკოზაშვილის მოხსენება ყალამშიის სკოლის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 19 მაისს ხონში წარმოადგინეს „ცხოვრების გმირი“, რეჟისორი – ნიკო სოლომონის ძე გვარაძე.

1907

ტიპი: სტატუსი

1907 წლის 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ფილიპე გოგიჩაიშვილის თხოვნა გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 2 მაისს პეტერბურგში ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო საბჭოს სესიაზე წარმოთქვა სიტყვა სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 27 აპრილიდან 1914 წლის 10 მაისამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდმა იმერეთის საეპარქიო სამრევლო-საეკლესიო სკოლების სამაზრო განყოფილების თავმჯდომარედ დანიშნა.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 24 აპრილამდე ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა სიძე – ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზი.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 16 აპრილს ილია ჭავჭავაძემ სამადლობელ წერილი გაუგზავნა სიმონ ესაძეს მის მიერ შედგენილი წიგნის „კავკასიის მართვა-გამგებლობის ისტორიული ჩანაწერის“ მიძღვნისათვის.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ფილიპე გოგიჩაშვილის განცხადება სალიტერატურო კრებულის გამოცემის შესახებ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს იაკობ გოგებაშვილის განცხადება „დედა ენის“ ოცდამეორე გამოცემის შესყიდვისა და მისთვის ძველი გამოცემების საფასურის გადახდის შესახებ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის მოხსენება წიგნის მაღაზიის გადატანასთან დაკავშირებით.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების განყოფილებათა დაარსების შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს პეტრე სურგულაძის მიმართვა, გამგეობა დახმარებოდა ქართველ მასწავლებელთა საზოგადოებას, რომელიც რუსეთის მასწავლებელთა კავშირის კრებაზე წარმომადგენელს გზავნიდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ია ეკალაძის თხოვნა საზოგადოების სალიტერატურო კრებულში მისი თარგმანების დაბეჭდვის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მიხეილ ქუთათელაძის თხოვნა კრედიტის გახსნის შესახებ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის აპრილის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძემ დაასრულა მოხსენება სიკვდილის დასჯის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის აპრილის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საბჭოს სესიაზე წასაკითხ მოხსენებაზე სიკვდილით დასჯის გაუქმების აუცილებლობის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 მარტს თბილისის გუბერნიის საზოგადოებათა საქმეების სამმართველოს დადგენილებით, დაკმაყოფილდა მოთხოვნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე) წესდების შეცვლის თაობაზე.