ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ხმოსანმა ნიკოლოზ ხუდადოვმა თბილისის გამგეობაში შეიტანა განცხადება ნაძალადევში ქალაქის ადგილების იჯარით აღებასთან დაკავშირებული უწესრიგობის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვმა ნაძალადევში მიწის იჯარის მაღალი საფასურის პროტესტის ნიშნად გამგეობაში საჩივარი შეიტანა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქუთაისის გუბერნიის სასოფლო-სამეურნეო საჭიროებათა საგუბერნიო კომიტეტის ეკონომიკური სექციის თავმჯდომარედ პავლე თუმანიშვილი დაინიშნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს საჭილაოს სკოლის გამგემ ვლადიმერ ელიავამ ქალთა სამრევლო სკოლის სასარგებლოდ საცეკვაო საღამოს გამართვისთვის ელისაბედ ნიჟარაძესა და შუშანიკ გალდავაძეს გაზეთ "ცნობის ფურცლის" მეშვეობით მადლობა გადაუხადა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ვერაზე მდებარე საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისამ მოზარდი ქალებისთვის ხელსაქმის სასწავლებელის ცალკე განყოფილება გახსნა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ვერაზე მდებარე საკვირაო სკოლაში, რომლის ხელმძღვანელიც იყო ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, 150 კაცი დადიოდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისამ ვერის საკვირაო სკოლის შესანახად 100 მანეთის ნაცვლად 200 მანეთის შემწეობის მიღების თხოვნით ქალაქ თბილისის გამგეობას მიმართა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს დიდუბის ღამის თავშესაფარში მიხეილ კლიმიაშვილმა ბიბლიოთეკა დააარსა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქალაქ თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა სტამბის დაარსება, რისი ხარჯთ-აღრიცხვის შედგენა დაევალა სტეფანე ჭრელაშვილს.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს იურიევის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ ზ. ცხვედაძემ გადაწყვიტა, კიდევ ორი წლით დარჩენილიყო უნივერსიტეტში ოფთალმოლოგიის შესასწავლად.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წელს ფოთიდან თბილისში ჩავიდა ქალაქ ფოთის მოურავი ნ. ი. ნიკოლაძე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ ფოთის გამგეობის მდივნად დაინიშნა კონსტანტინე იოსების ძე გამყრელიძე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქის საქმეთა საგუბერნიო საკრებულოში საბჭოს წარმომადგენლად არჩეული ვ. ს. მიქელაძე კავკასიის მთავარმართებელმა დაამტკიცა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს კავკასიის შიდამრეწველობის კომიტეტის განკარგულებით არტემ ფირალოვი ბაქოს გუბერნიაში ხალიჩების ქსოვის საკითხის შესასწავლად გაიგზავნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ფრანგული ჟურნალისათვის "Revue des traditions populaires" თედო სახოკიამ 800-ზე მეტი ქართული ანდაზა თარგმნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს სოფ. პერევისის სკოლის მასწავლებელმა ივანე წერეთელმა გაზეთ „ცნობის ფურცელს“ სთხოვა, დაებეჭდათ ცნობა, რომ ჭიათურის შავი ქვის მწარმოებელთა საბჭომ მათ სკოლას 100 მანეთის წიგნები გაუგზავნა. წიგნების 25% უღარიბესი ბავშვებისთვის დასარიგებლად იყო განკუთვნილი, 25% – ნახევარ ფასში გასაყიდად, ხოლო 50% გაიყიდებოდა სრულ ფასად, მიღებული თანხა ისევ საბჭოს გადაეცემოდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს კონდრატე ინასარიძე იყო ფოთის უძრავი მამულების შემფასებელი კომისიის თავმჯდომარე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თავად-აზნაურთა თეატრში გაიმართა საოპერო წარმოდგენა დედათა სკოლის სასარგებლოდ. გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე ფრეზემ შესწირა 5 მანეთი, ივანე სვეჩინმა – 10, ნიკოლოზ ხერხეულიძემ და ზაქარია ერისთავმა 75-75, კონსტანტინე მუხრან-ბატონმა –15 მან.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თავად-აზნაურთა თეატრში გაიმართა საოპერო წარმოდგენა დედათა სკოლის სასარგებლოდ. მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა და მისმა მეუღლემ 200 მანეთი შესწირეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თბილისის გუბერნატორს მოურავის მოადგილე მ. ს. შესტაკოვმა მოურავად არჩეული ალექსანდრ არღუთინსკი-დოლგორუკოვი, ასევე სტეფანე ჭრელაშვილი თანამდებობებზე დასამტკიცებლად წარუდგინა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს საეპარქიო სასწავლებელში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად დანიშნეს კიევის სასულიერო აკადემიის იმ წლის კურსდამთავრებული ტრიფონ ჯაფარიძე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქალაქის საბჭოს მდივანმა სტეფანე ჭრელაშვილმა მოხსენება მოამზადა იმის შესახებ, რომ ქალაქს სჭირდებოდა საკუთარი სტამბა, რადგან სასტამბო საქმეებზე ბევრი ფული იხარჯებოდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ნინო ვაჩნაძემ გამომცემელ მათე ნიკოლაძის წიგნის მაღაზიის დახმარებით გამოსცა „ზრდილობა, ცხოვრების ცოდნა, მართებულად ქცევის წესები". წიგნი ღირდა 3 შაური.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს განსვენებული ავქსენტი ცაგარლის სახ. ფონდის გასაძლიერებლად რედაქციამ ნიკო წუწუნავასგან მიიღო განჯის ქართველების მიერ შეკრებილი 43 მანეთი და 50 კაპ., რომელიც გადაეცა დრამატულ საზოგადოებას.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს აკაკი წერეთელმა გადაწყვიტა თავისი „თავგადასავლის" გამოცემა. მსურველებს შეეძლოთ, წიგნი წინასწარ შეეკვეთათ.