რეგისტრირებული ფაქტები47756
სორტირება თარიღი კლებადობით
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 25 აგვისტოს ოლიმპიადა მიქელაძისა, იობა ისაკაძე და ბარბარე დავითაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლის პედაგოგებად დაინიშნენ.
1911
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 25 აგვისტოს გამგეობას თხოვნით მიმართა ყალამშელმა მღვდელმა ნეოფიტე ომარაშვილმა, რომ არ დაეხურათ სოფელში მდებარე ერთადერთი სკოლა. გამგეობამ დაადგინა, რომ 5 მაისის დადგენილება სკოლის დახურვის შესახებ დაეტოვებინათ ძალაში.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს შეატყობინა, რომ 1911 წლის პირველ სექტემბერს ქ. თელავში დაწყებითი სკოლა იხსნებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს გაუგზავნა მასწავლებელ ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილის ნამსახურეობის სია და თბილისის პირველ ქალთა გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების ატესტატი. თელავის განყოფილების გამგეობა სთხოვდა სახალხო სკოლების დირექტორს ნება დაერთო შიუკაშვილისთვის დროებით შეესრულებინა მასწავლებლის მოვალეობა თელავის სკოლაში. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 19 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ გოგნიაშვილის ქვრივის, ნინო შიუკაშვილის ნამსახურობის ქაღალდის ასლი და ატესტატი გაუგზავნა, რათა სამასწავლებლო დირექციას შიუკაშვილი იმ სკოლის მასწავლებლად დაემტკიცებინა, რომლის გახსნასაც საზოგადოება თელავში აპირებდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ საჩხერის სამკითხველოს გამგეს, ვერა წერეთელს 40 მანეთი ვალი აპატია.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 18 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ განიხილა მარიამ ალექსანდრეს ასული ლორთქიფანიძის თხოვნა სოფელ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს გამგედ დანიშვნის შესახებ.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად სოფელ შრომაში სკოლის გახსნის საკითხი მეორეჯერ განიხილეს 1911 წლის 18 აგვისტოს, როცა შრომელებმა წარმოადგინეს ყველა საჭირო საბუთი სკოლის გახსნის შესახებ, რომელიც მათგან საზოგადოებამ მოითხოვა. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო ხარჯთაღრიცხვის შედგენამდე, თუმცა ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს შრომის სკოლა მათ არ გაუთვალისწინებიათ. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 18 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების სოფელ ღორეშას სამკითხველოს გამგე ნიკოლოზ ორჯონიკიძე, გამგეობის წევრები: სვიმონ ჭუმბურიძე, იოსებ ორჯონიკიძე, არისტოფანე რამინაშვილი და მაქსიმე გაჩეჩილაძე მთავარ გამგეობას სამკითხველოსთვის ქართულ წიგნებს სთხოვენ.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის საპროტოკოლო დადგენილების საფუძველზე შედგენილ 13 პუნქტიან ხელშეკრულებას ხელს აწერენ, ერთი მხრივ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და, მეორე მხრივ - იტალიის სამეფოს ქვეშევრდომი ლუჩიანო დე ბლასი (დეპლასი). ეს უკანასკნელი კისრულობს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასადგმელად საჭირო 5000 მანეთად ღირებული სამუშაობის წარმართვას ინჟინერ პეტრე მამრაძის პროექტითა და მისივე ზედამხედველობით. ნაკისრი ვალდებულების შესრულების თარიღად დათქმულია 29 აგვისტო (უკანასკნელი ვადაა 15 სექტემბერი). პირობის დარღვევის შემთხვევაში დე ბლასიმ წერა-კითხვის საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს მიღებული თანხა და გადაუხადოს პირსაგამტეხლო 500 მანეთი, რის შემდეგაც გამგეობა უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩიოს სხვა შემსრულებელი. წინამდებარე ხელშეკრულების ნოტარიალურად გაფორმებას მხარეები 1911 წლის 10 აგვისტომდე გეგმავენ.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კავკავის სკოლის განყოფილების გამგე მიხეილ გრიგოლის ძე შვილევმა სკოლის ახალ პედაგოგად მოსე ბურჯანაძის დანიშვნა შეატყობინა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 აგვისტოს ვასილ ბერელაშვილმა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1911
ტიპი: თანამდებობა
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილებას (თავმჯდომარე – ი. შვილევი) ატყობინებენ, რომ 1911 წლის 10 აგვისტოს დადგენილებით მთავარმა გამგეობამ ვარლამ ბურჯანაძე მიიჩნია კავკავის ქართული სკოლის უფროსი მასწავლებლის სასურველ კანდიდატურად.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 7 აგვისტოს ვლადიკავკაზიდან გაგზავნილ დეპეშაში იოსებ შვილევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის მთავარ გამგეობას სთხოვდა, კავკავის ქართულ სკოლაში უფროსი მასწავლებლობის სამი მსურველიდან – სერგეი რუხაძე, ტრიფონ შუბლაძე და ვარლამ ბურჯანაძე – ერთ-ერთი დაემტკიცებინათ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 5 აგვისტოს ინჟინერ პეტრე მამრაძეს, ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის ჩანაწერთა გასავლის ნაწილის მიხედვით, 1 100 მანეთი მისცეს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 1-ლ აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ბაქოს განყოფილების ხაზინადარი ვასილ ხუჭუა ფილიალის სახელით 100 მანეთს უგზავნის თბილისის გამგეობას ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად და შემომწირველთა სიის გამოქვეყნებას სთხოვს გაზეთში. შემომწირველთა შორის არიან: ს. კვიტაშვილი -10 მან., ა. ბერელაშვილი -10 მან, ა. ჯინჭარაძე (ჭინჭარაძე) -10 მან., ნ. ჯაყელი -10 მან., კ. ლორთქიფანიძე -10 მან, გ. ქებაძე -5 მან., ვ. ახვლედიანი -5 მან., ა. გოცირიძე -5 მან., ლ. გოცირიძე -5 მან., ა. ალხაზიშვილი -4 მან., პ. გელოვანი -3 მან., ვ. ხუჭუა -2 მან., მ. კალანდარიშვილი -2 მან., ლ. აბდუშელიშვილი -1 მან.50 კაპ., ვ. ჩიკვაიძე -1 მან.50 კაპ., დ. თედეშვილი -1 მან., მ. შენგელია -1 მან.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის აგვისტოში ქუთაისის საადგილმამულო ბანკის გამგეობამ და ზედამხედველმა კომიტეტმა იაკობ ფანცხავა თბილისში მიავლინა ამავე ბანკის თბილისის განყოფილების გამგედ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 31 ივლისს ყვარელში, იური ჭავჭავაძის სახლში, ილიას დღე გამართეს. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ შალვა დადიანი და ელო ანდრონიკაშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 27 ივლისს ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდმა ნანეიშვილის მიერ შეგროვებული 34. 80 მანეთი მიიღო.
1911
ტიპი: მფლობელობა
1911 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით მუზეუმის ასაშენებლად ვერაზე, ფიქრის გორაზე, 60000 მანეთად 4656. 75 საჟენი მიწა შეიძინა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 18 ივლისს თბილისის სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოების საბჭომ, რომლის თავმჯდომარე გრიგოლ ყიფშიძე იყო, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 100 მანეთი გამოუყო.