რეგისტრირებული ფაქტები47756
სორტირება თარიღი კლებადობით
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 9 ივნისს სამუზეუმო კომიტეტის კრებას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ქრისტეფორე ციცქიშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე. კრებაზე გადაწყვიტეს, იასონ ციციშვილის წინადადება ფიქრის გორაზე სახლის აშენებასთან დაკავშირებით იმ პირობით მიეღოთ, თუ მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებად დარჩებოდა და მუზეუმს მოხმარდებოდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა იმ სურათების სია, რომელიც გამომცემლობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უძღვნა: „განდეგილის“ ორი სურათი, „ოთარაანთ ქვრივის“ ორი სურათი, „კაცია-ადამიანის“ სამი სურათი, „გლახის ნაამბობის“ ორი სურათი, „აჩრდილის“ ერთი სურათი, „კაკო ყაჩაღის“ ორი სურათი, „მეფე დიმიტრი თავდადებულის“ ორი სურათი და „გლეხთა განთავისუფლების პირველ დროის სცენების“ ერთი სურათი.
1911
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თითქმის ოცი წელი ცდილობდა სამუზეუმო შენობის აგებას. ამ გეგმის განხორციელება დავით სარაჯიშვილის ქველმოქმედების წყალობით შესაძლებელი გახდა და რამდენიმე წელიწადში მუზეუმი უნდა აშენებულიყო. ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1911
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და საისტორიო საზოგადოებას ცალ-ცალკე მუზეუმები ჰქონდათ. ორივე საზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, საქართველოს ერთი კარგად მოწყობილი მუზეუმი უნდა ჰქონოდა, ამიტომ გადაწყვიტეს ორივე საზოგადოების მუზეუმის გაერთიანება. ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1911
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნის მოვალეობას დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის შემდეგ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე ასრულებდა.
1911
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნის მოვალეობას სერგო კაკაბაძის შემდეგ ოთხი თვე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ასრულებდა.
1911
ტიპი: ავტორობა
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ შეერთებული მუზეუმის მართვა-გამგეობა ახალ ორგანოს ეთავა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების გამგეობას სთხოვა მუზეუმის ნივთები, თანხები მისთვის გადაეცა და მართვა-გამგეობაც მისთვის ჩაებარებინა, თუმცა საზოგადოებამ ეს წინადადება არ მიიღო. ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებას ჰქონდა საკანცელარიო მაღაზია, სამტრედიის, ჯიხაიშისა და საჭილაოს სამკითხველოები და ნებართვა სოფელ ეწერში ბიბლიოთეკის გახსნაზე.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის ივნისში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ფილიალებს, დაწესებულებებსა და კერძო პირებს დაუგზავნა შეტყობინება, რომელიც იუწყებოდა, რომ 30 აგვისტოსთვის – ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების მეოთხე წლისთავისთვის – დაგეგმილ ძეგლის კურთხევას აფერხებდა უსახსრობა: კერძოდ, ექსპერტთა გამოანგარიშებით, ძეგლის დასრულებას 3 754 მანეთი და 85 კაპიკი სჭირდებოდა, ფონდში კი მხოლოდ 600 მანეთი იყო დარჩენილი. გამგეობა სთხოვდა შეტყობინების ადრესატებს, ორი კვირის განმავლობაში ეცნობებინათ, თუ ვინ რამდენი თანხის გაღებას შეძლებდა, რათა დროულად შესდგომოდნენ საქმეს (ხელმომწერნი: თავმჯდომარის ამხანაგი – ალ. მდივანი, გამგეობის წევრები: შიო დედაბრიშვილი, შ. მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი).
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დახმარების თხოვნით მიმართა ლოგინად ჩავარდნილმა ნინო ჯამბაკურ-ორბელიანმა, რომელსაც ექიმის გამოწერილი წამლის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორს სთხოვა ქ. თელავში დაწყებითი სკოლის გახსნის ნებართვა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე, გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი და ივანე პაატაშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს შეატყობინა, რომ 1911 წლის სექტემბერში საზოგადოება აპირებდა ქ. თელავში დაწყებითი სკოლის გახსნას. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.
1911
ტიპი: პირადი ურთიერთობა
იაკობ გოგებაშვილი 1911 წლის 10 მაისს შედგენილი ანდერძის წერილის დამატებაში თითო თუმნის ოდენობის ყოველთვიურ შემწეობას უნიშნავს თბილისში, ვერაზე, მცხოვრებ თავის ღრმად მოხუცებულ რძალს – პელაგია გაბრიელის ასულ გოგებაშვილისას, რომელზეც მოანდერძე სიცოცხლეშიც ზრუნავდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 მაისის ანდერძის წერილის საჭირო დამატებაში იაკობ გოგებაშვილი სთხოვს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ დისწულის ვაჟს – ანდრია ახალბედაშვილს, თუ ღირსი იქნება, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დაუნიშნონ სტიპენდია უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 მაისს შედგენილი ანდერძის წერილის საჭირო დამატებაში იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს, ყოველთვიურად თითო თუმანი აძლიონ მის დისწულს, ანა იოსების ასულ ახალბედაშვილისას, რათა მან შეძლოს თავისი ვაჟის, ანდრიას გიმნაზიაში სწავლის საფასურის გადახდა.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ძველი გამგეობა გადადგა. ახლად არჩეულმა გამგეობამ მუშაობა 5 ივნისს განაახლა. წლის განმავლობაში გაიმართა 25 სხდომა, გაირჩა 78 საქმე, გადაიდო – 10.