ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანი დავით ვაჩნაძე გადასახადთა მომატების წინააღმდეგ გამოვიდა და მოითხოვა, საკითხი განსახილველად საფინანსო კომისიას გადასცემოდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე ქ. თბილისის საბჭოს ხმოსანი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანი პართენ გოთუა გადასახადების მატებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სკითხად მიიჩნევდა. რადგან ორი გადაწყვეტილება – სატარიფო პალატისა და დამფუძნებელი კრებისა ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, ქალაქის გამგეობის აზრიც გაყოფილი იყო. (ბიუჯეტი 7 მილიონამდე თანხაზე დგებოდა, რასაც საფინანსო კომისიას უნდა შეჰკითხვოდნენ). ხმოსნები ითხოვდენენ საკითხის საფინანსო კომისიისთვის განსახილველად გადაცემას, რომელსაც უახლოეს ვადაში უნდა წარმოედგინა თავისი მოსაზრება.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს (მინისტრი ნოე რამიშვილი) ეკატერინოვკიდან შეატყობინეს, რომ მოკლეს ცნობილი ყაჩაღი ფაშა ყარამან ოღლი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილის „სასოფლო მეურნეობა, კახეთის მევენახეობისა და მეღვინეობის მდგომარეობა“, მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესზე წაკითხული მოხსენება.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. თბილისის სასკოლო კომისიამ ანა სოლოღაშვილისა ქალთა N1 გიმნაზიის სამეურნეო ნაწილში თავის რწმუნებულად დანიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ყოველთვიურ ჟურნალ „ცისარტყელას“ N2-ში დაიბეჭდა აკაკი პაპავას და ვარლამ რუხაძის კრიტიკული წერილები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ყოველთვიურ ჟურნალ „ცისარტყელას“ N2-ში დაიბეჭდა დ. თურდოსპირელის მინიატურა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობის ბოლო სხდომაზე სახალხო სახლში ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარმა წაიკითხა მოხსენება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის თავმჯდომარეობით სახალხო სახლში გაიმართა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობის მე-5 და უკანასკნელი სხდომა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეების წარმომადგენელთა ყრილობამ გაბრიელ ცისკარაშვილს დაავალა სოფელ ძველი დმანისის (ბორჩალო) საჭიროებათა შესწავლა და შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრა დამფუძნებელი კრების წინაშე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობა დაეთანხმა მომხსენებელ შალვა ქარუმიძეს და რეზოლუციის გამოტანა პრეზიდიუმს დაავალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე მომხსენებელი შალვა ქარუმიძე ითხოვდა მწყემსებისათვის შეღავათების მიცემას სამხედრო ბეგარაში გაწვევის დროს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობამ მწარმოებელი კოოპერატივების საგამსაღებლო კავშირის თავმჯდომარე ივანე გიორგის ძე ციციშვილის მოხსენებების დებულებები მიიღო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში მოსე ჯანაშვილი ქუთაისში დაცული მე-10 საუკუნის ხელნაწერის „მაკარის ცხოვრების“ პალეოგრაფიულ წარწერებთან დაკავშირებით სიძველთა საცავის გამგე ტრიფონ ჯაფარიძეს სთხოვს, ორივე წარწერა გადაიღონ „ნათელ-წერით“ და გამოგზავნონ თბილისში, საეკლესიო მუზეუმის მისამართზე, სადაც წარწერების სრულ წაკითხვას შეძლებენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატმა გრიგოლ ვეშაპელმა აღნიშნა, რომ ხალხთან დასაახლოვლებლად საუკეთესო საშუალება დამფუძნებელი კრების საქმიანობა იყო და არა პროპაგანდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს სხდომაზე სოციალ-დემოკრატმა გრიგოლ ურატაძემ დამფუძნებელ კრებას მოახსენა, რომ პროპაგანდის კომისიამ დაადგინა, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის განკარგულებაში გადადებულიყო 2 000 000 მან. საპროპაგანდო ხარჯებისთვის.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მე-4 სომხური გიმნაზიის მასწავლებელი ვასილ დავითის ძე მამულოვი განათლების სამინისტრომ დანიშნა საქართველოში სომხური სასწავლებლების საოლქო ინსპექტორად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი აწარმოებდა ქუთაისის გუბერნიის შ. ს. ს. დაწესებულებათა რევიზიას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძეს საველე სასამართლომ შეატყობინა, რომ გიორგი გუჯეჯიანის საქმე გადაეცა სახალხო გვარდიის გორის რაზმის უფროს პოლკოვნიკ გოგი ხიმშიაშვილს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ გამოითხოვა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჭიათურის რაიონის თავმჯდომარის, გიორგი გუჯეჯიანის საქმე, რომელსაც ადგილობრივმა საველე სასამართლომ კატორღა მიუსაჯა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგჭკორმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო თერგის ოლქში საქართველოს კონსულ ზურაბ მაჩაბლისგან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა რომიდან, იტალიაში საქართველოს მისიისგან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარე ფათალი ხან ხოისკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა იტალიის წარმომადგენელი პოლკოვნიკი გაბა.