რეგისტრირებული ფაქტები50433
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სამაზრო ზედამხედველობა შედგებოდა ორი წევრისაგან მაზრის უფროსისა და მომრიგებელი კაცისაგან, საჭიროებისამებრ კი ჩაერთვებოდა მაზრის უფროსის თანაშემწე. დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ სამაზრო ზედამხედველობის საკითხები მხოლოდ მაზრის უფროსს გადაეწყვიტა, რადგან მას თავისი თანაშემწე წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და მომრიგებელი კაცის აზრს ყურადღებას არც კი მიაქცევდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, სამაზრო ზედამხედველობის ინსტრუქციის 31-ე მუხლი გულისხმობდა, რომ საგლეხო მმართველობის ზედამხედველების უმთავრესი მოვალეობა იყო მაცხოვრებლებისთვის ესწავლებინათ კანონი და განემარტათ მისი არსი, მნიშვნელობა, გამოყენება და აღმოეფხვრათ კანონდარღვევა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სამაზრო ზედამხედველობა შედგებოდა ორი წევრისაგან მაზრის უფროსისა და მომრიგებელი კაცისაგან, რომლებიც თანასწორად ვალდებულები იყვნენ ყურადღება მიექციათ გლეხების მმართველობის საქმიანობისთვის და საჭიროების შემთხვევაში მესამე წევრად მოეწვიათ მაზრის უფროსის თანაშემწე.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიების გლეხების მმართველობის ზედამხედველების სამართავად შედგენილი ახალი პროექტის მიხედვით, ისინი დაექვემდებარებოდნენ ორ ინსტანციას: „გლეხთა მმართველობის სამაზრო ზედამხედველობას“ და „საგუბერნიო მოხელეობას“.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ გლეხების მმართველობის ზედამხედველები ექვემდებარებოდნენ მხოლოდ გუბერნატორს და გლეხების საგუბერნიო გამგეობას, რაც ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიებისთვის შედგენილი ახალი პროექტის მიხედვით შეიცვალა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიებისთვის დაიწერა საგლეხო მმართველობის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი გუბერნიებისთვის თარგმნა, რათა გუბერნატორის თავმჯდომარეობით შედგენილ კომისიას განეხილა, თუ რამდენად მისაღები იყო თბილისის გუბერნიებისათვის ცვლილებები.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სხვადასხვა საზოგადოების წევრები თუკი დაესწრებოდნენ წლიურ კრებას, ერთობლივი ძალებით შეძლებდნენ საქმის წინ წაწევას, გაძლიერებას, სხვა არააქტიური წევრები დაინახავდნენ ამ ყველაფერს და მოინდომებდნენ გააქტიურებას. ეს თუ ასე არ მოხდებოდა, მაშინ საზოგადოების საქმე წარმატებულად ვერ წარიმართებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იესეს ძე ჩუბინოვი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე იყო გიორგი თუმანიშვილი.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის პირველ ნოემბერს პეტერბურგში ბოროზდინი გარდაიცვალა. ის საქართველოში 14 წელი ცხოვრობდა და სამეგრელოს მთავრის, ნიკოლოზ დადიანის აღმზრდელი იყო. მას ეკუთვნის წიგნი „მოგონებანი ამიერკავკასიაზე“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ბაბალოვი ივანე მაჩაბლის დაკარგვის ამბავს იძიებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ოლღა ბახუტაშვილი-შულგინას ბენეფისი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეუდგა ვასილ ბარნოვის თხზულებათა გამოცემას, I ტომი გამოვიდოდა თებერვლის ბოლოს, მასში მოთავსებული იყო მოთხრობები: „ალუჩა“, „ყვავილებში“, „მეჩვენა“, „თებერას დანიშნული“, „ისნის ცისკარი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიამ შეიძინა ნიკო ნიკოლაძის 500 000 მან.ღირებულების ძვირფასი წიგნსაცავი ფოთში, სადაც გაიგზავნა დამფუძნებელი კრების წევრი გაბრიელ ცისკარიშვილი და ბიბლიოთეკარი რომანოვი. წიგნსაცავი შეიცავდა 6 - 7 ათას ტომს. ამავე კომისიას გადაეცა კავკასიის ოლქის სამხედრო შტაბის წიგნსაცავი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი (არადელი) იშხნელის ძმა იყო მიხეილ იშხნელი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ელენე ჯინოშვილისას 118 მანეთი გადასცეს.