რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი წერილით ზაქარია ჭიჭინაძე გამოეხმაურა „ივერიის“ მე-80 ნომერში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს მან პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკა თავისი ჩასწორებებით დაბეჭდა. ის უარყოფდა ამ ფაქტს და რედაქციას მიმართავდა, თუ სურდათ, შესადარებლად მიუტანდა დედანსაც და ნაბეჭდ მასალასაც.
1918
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 25 ნოემბერს ამიერკავკასიის კომისარიატის დადგენილების თანახმად შაქარზე დაწესდა მონოპოლია, შედეგად 1918 წლის პირველი იანვრიდან შეიცვალა მისი ფასი – საცალო გახდა 60 რუბლი, ფუთი – 56 რუბლი და 80 კაპ. დოკუმენტს ხელი მოაწერა ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორმა. დაამოწმა ფინანსთა მინისტრმა ქრისტეფორე კარჩიკიანმა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი) შეძენილი ჰქონდა შემდეგ მწერალთა ხელნაწერების გამოცემის უფლება: გიორგი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ვაჟა-ფშაველას, შიო არაგვისპირელის, ვასილ ბარნოვის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიასი, დუტუ მეგრელის, მელაიასი, ნიკო ლომოურის, ბაჩანასი, ლალიონის, მოსე ჯანაშვილის სამეცნიერო ლექსიკონის, დავით კარიჭაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის და მრავალი სხვა წიგნის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვარს საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში თელავის განყოფილების მიერ დაბეჭდილი კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოებები საგანგებო კომისიამ გახსნა. კომისიაში შედიოდნენ: ქართული მუსიკალური საზოგადოების გამგეობის წევრი ალექსანდრე ახმეტელი, სამუსიკო კოლეგიის მდივანი ილია აბაშიძე, თელავის სამუსიკო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ციხისთავი, კომპოზიტორის მეგობრები – დავით პავლიაშვილი და ივანე ბიწკინაშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში ალაგირის ქართული სცენისმოყვარეთა წრის წევრებმა ნატალია ლობჟანიძემ, სერგო იოსების ძე ჭეიშვილმა და ოქრო ლობჟანიძემ მსახიობ ვიქტორ მატარაძის დასახმარებლად ათ-ათი შაური გაიღეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ სტეფანწმინდაში სასწავლებლის არარსებობის დროს პედაგოგი პავლე ღუდუშაური თვეში 10 შაურად და უფასოდაც ასწავლიდა ყმაწვილებს ყველა იმ საგანსა თუ ხელობას, რომლებსაც ქალაქის სკოლების დაწყებით კლასებში ასწავლიდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხრიდან გაწეულ ფინანსურ ხარჯებს ხელი მოაწერეს საზოგადოების წევრებმა: ნიკოლოზ ცხვედაძემ, ალექსანდრე ჭყონიამ, დავით კარიჭაშვილმა და ივანე ზურაბიშვილმა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ თონეთში მცხოვრებ კონსტანტინე ყავრიშვილს დაეწვა სახლები და მარანი, რამაც ის ჯამში 6 000 მანეთით დააზარალა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია აზერბაიჯანში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს, თბილისში, აზერბაიჯანში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაიას ელოდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნიკო კურდღელაშვილს თბილისში ჟურნალ „სიმების“ გამოცემის ნება დართეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ანეპოდისტე აბრამიშვილი, კალისტრატე ჩიქვინიძე და ოჰანეზ ბარიგალიანცი სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრებად ჩაეწერნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის იანვარში თბილისის გზათა სამინისტროს კომისარმა ამიერკავკასიის რკინიგზის სასწავლო განყოფილების ხელმძღვანელის ა. ტ. სნარსკის ადგილზე დიმიტრი ათაბეგი დანიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში ქართველ მწერალთა კავშირის თაოსნობით გამართულ დავით კლდიაშვილის 30 წლის იუბილეზე დაიდგმებოდა მისი ერთმოქმედებიანი პიესა „უბედური“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში ქართველ მწერალთა კავშირის თაოსნობით გამართულ დავით კლდიაშვილის 30 წლის იუბილეზე ივანე გომართელი წაიკითხავდა მოხსენებას იუბილარის შემოქმედების შესახებ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი ქართველ მწერალთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ (რუსთაველის გამზ.21) გაიმართებოდა ქართველ მწერალთა საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე მაყაშვილის პირველი ქართული საღამო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ აკოფოვს 16 მანეთი გადაუხადეს.