ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50091

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ სტეფანწმინდაში სასწავლებლის არარსებობის დროს პედაგოგი პავლე ღუდუშაური თვეში 10 შაურად და უფასოდაც ასწავლიდა ყმაწვილებს ყველა იმ საგანსა თუ ხელობას, რომლებსაც ქალაქის სკოლების დაწყებით კლასებში ასწავლიდნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხრიდან გაწეულ ფინანსურ ხარჯებს ხელი მოაწერეს საზოგადოების წევრებმა: ნიკოლოზ ცხვედაძემ, ალექსანდრე ჭყონიამ, დავით კარიჭაშვილმა და ივანე ზურაბიშვილმა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ თონეთში მცხოვრებ კონსტანტინე ყავრიშვილს დაეწვა სახლები და მარანი, რამაც ის ჯამში 6 000 მანეთით დააზარალა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია აზერბაიჯანში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს, თბილისში, აზერბაიჯანში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაიას ელოდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნიკო კურდღელაშვილს თბილისში ჟურნალ „სიმების“ გამოცემის ნება დართეს.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ანტონ ლასხიშვილი სტუდენტი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ანეპოდისტე აბრამიშვილი, კალისტრატე ჩიქვინიძე და ოჰანეზ ბარიგალიანცი სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრებად ჩაეწერნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში თბილისის გზათა სამინისტროს კომისარმა ამიერკავკასიის რკინიგზის სასწავლო განყოფილების ხელმძღვანელის ა. ტ. სნარსკის ადგილზე დიმიტრი ათაბეგი დანიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა თბილისის ნოტარიუს გიორგი ლუარსაბის ძე მაჭავარიანის განცხადება სავაჭრო სამრეწველო საკომისიო სახლის დაარსების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში ქართველ მწერალთა კავშირის თაოსნობით გამართულ დავით კლდიაშვილის 30 წლის იუბილეზე დაიდგმებოდა მისი ერთმოქმედებიანი პიესა „უბედური“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში ქართველ მწერალთა კავშირის თაოსნობით გამართულ დავით კლდიაშვილის 30 წლის იუბილეზე ივანე გომართელი წაიკითხავდა მოხსენებას იუბილარის შემოქმედების შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი ქართველ მწერალთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ (რუსთაველის გამზ.21) გაიმართებოდა ქართველ მწერალთა საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე მაყაშვილის პირველი ქართული საღამო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ აკოფოვს 16 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 იანვარს ბესარიონ ჩომახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, დიდი ჯიხაიშის სამკითხველოსთვის ჟურნალ-გაზეთები გაეგზავნათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ წერს, რომ 1919 წლის დეკემბერში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მიერ სამხედრო მინისტრის თანამდებობის აღდგენა სასურველი მოვლენა იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „ალექსანდრე ასათიანის სიტყვა, წარმოთქმული 1919 წლის 30 დეკემბერს, დამფუძნებელი კრების სხდომაზე“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ალექსანდრე ასათიანმა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საპასუხოდ სიტყვა წარმოთქვა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის გამგეობის წევრი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვარს, თელავში, საგანგებო კომისიის მიერ კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოებთა გახსნას დაესწრნენ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის გამგეობის წევრები: სერგი გორგაძე და იროდიონ სონღულაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 თებერვალს, 19 საათზე, სახაზინო რკინიგზის სამმართველოში ინჟინერ გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით საუღელტეხილო რკინიგზის გაყვანის შესახებ თათბირი გაიმართა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 თებერვალს, 12 საათზე, მსახიობ ვალერიან შალიკაშვილის წლისთავის აღსანიშნავად წირვა და პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ილია, მიხეილ, პეტრე, გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქალაქ თბილისში მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით და ორი ფლიგელი: ორსართულიანი, ერთსართულიანი – სარდაფითა და შენობებით, ასევე 436 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილში ნათქვამია, რომ 5 ოქტომბერს სოფ. აბაშიძისამ ქართულ თეატრში წარმოადგინა პიესა „მშვიდობით ოცნებავ!“, რომელიც ქართულ სცენაზე იქამდე არასდროს დადგმულა.