ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელ მაისს ეგნატე თომას ძე ნინოშვილის მიერ გამართულ ღონისძიებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილს ლექცია უნდა წაეკითხა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 24 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი მაკო მიხეილის ასული საფაროვ-აბაშიძისა ავად იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 23 აპრილს მსახიობი ნიკოლოზ სიმონის ძე გოცირიძე თელავის თეატრში მიიწვიეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 11 აპრილს ქართველ ხელოვანთა საზოგადო კრებაზე გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, დიმიტრი ირაკლის ძე შევარდნაძე, გიორგი ივანეს ძე გაბაშვილი, იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე, მოსე ივანეს ძე თოიძე, ალექსანდრე რომანოზის ძე მრევლიშვილი და პეტრე გრიგოლის ძე მამრაძე გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 აპრილს ახალი კლუბის დარბაზში ქართულ კულტურის მოყვარეთა საზოგადოების თაოსნობით გამართულ ღონისძიებაზე დავით ილარიონის ძე კასრაძეს უნდა წაეკითხა ლექცია „უხელო რაფაელნი და მათი ცისფერი ყანწები“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 აპრილს გიორგი ნონიას ძე ჯაბაურის თაოსნობით სახალხო სახლში წარმოადგინეს „ქრისტინე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ვანო გიორგის ძე საათაშვილის თხზულება „დანგრეული ოჯახი“, მიძღვანილი გიორგი ალექსანდრეს ძე ქუჩიშვილისადმი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 აპრილს სახალხო სახლში ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა შექსპირის 5-მოქმედებიანი ტრაგედია „ჰამლეტი“, თარგმნილი ივანე გიორგის ძე მაჩაბლის მიერ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო სიხარულიძის წერილი „აკაკის პატარა კახი ხაშურის სცენაზე“.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი საადგილმამულო ბანკში მუშაობდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილმა „ივერიის“ რედაქციაში დაიწყო მუშაობა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „თამარ დიდი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის სტატია „თამარ მეფე და დიდუბე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გრიგოლ ორბელიანის ლექსი „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის თხზულება „თამარ მეფე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გედევანის ძე გომართელის სტატია „ერობა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 მარტს არტისტული საზოგადოების დარბაზში დაგეგმილ ლიტერატურულ დილაზე კიტა აბაშიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „აკაკი და ილია“, ივანე გომართელს – „აკაკი“.

1913

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1913 წელს ჭლექით დაავადებული იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი საქართველოში დაბრუნდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ასლან კალანდაძემ იროდიონ ევდოშვილის ლექსები და პოემები გამოსცა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „თამარ მეფე და ქართველი ქალი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავას სტატია „ქართული ისტორიის ოქროს ხანის მწერლობა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სვიმონ ფაშალიშვილის ლექსი „შუაღამისას“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ილია ფერაძის ლექსი „სად ხარ, ახლა, ქრისტევ, სად ხარ?“.

1887

ტიპი: განათლება

1887-91 წლებში იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი 1873 წელს სოფელ ბოდბისხევში დაიბადა.