ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50502

1883

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1883 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე, ჯერ კიდევ მოწაფე, გამოვიდა რევოლუციურ ასპარეზზე. იგი 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პარტიას და 3 წელი იჯდა ციხეში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ოქტომბერს მთავრობის სასახლეში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე ბუდუ მდივანი მუშათა დელეგაციას ჯერ დაჰპირდა მიღებას, 3 საათი აცდევინა და შემდეგ მეორე დღეს დაიბარა. სასახლიდან გამოსულ დელეგატებს ჩეკისტები შემოერტყნენ, დაიჭირეს და სარდაფში ჩაყარეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქში არავინ იცოდა დელეგაციის ბედი.