ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50553

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ ბაგრატ ჭუმბურიძე, ვ. სუხიაშვილი, კონ. კანდელაკი, გ. მენთეშაშვილი, შალვა მაღლაკელიძე და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დამლევს პარმენ ჭიჭინაძე სამხედრო მინიტრად დანიშნეს. ამხანაგებს იმედი ჰქონდათ, რომ მტკიცე ხასიათისა და ენერგიის გამო საქმეს კარგად გაუძღვებოდა, მაგრამ უწყების გაცნობა ვერც მოასწრო, რადგან მოსკოვის დიქტატორთა ჯარებმა დაიპყრო საქართველო. მან იცოდა, რომ ბოლშევიკები არ დაინდობდნენ, მაგრამ საქართველოში დარჩა და თავის სოფელში ცოლ-შვილთან ერთად გაჭირვებით ცხოვრობდა. სწამდა, რომ საერთო საქმისთვის ასე აჯობებდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო რევოლუციურ სამხედრო შტაბში მუშაობდნენ გრიგოლ ლორთქიფანიძე, კოლია ქარცივაძე, კოწია სულაქველიძე, დავით ქავთარაძე (უცხოეთში გარდაიცვალა), ზაქარია გურული, ნოე ჩხიკვაძე და სხვ.