რეგისტრირებული ფაქტები46478
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 დეკემბერს, სასახლის წინ, სახალხო გვარდიის დღეს გაიმართება სახალხო კონცერტი, თბილისის შეერთებული ორკესტრებისა კ. ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საზოგადო კრება, სადაც მოხსენებით გამოვიდა კ. აფხაზი საქართველოს პარლამენტი და მისი მოქმედება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 აპრილს გამიდ-ბეიმ გადასცა აკაკი ჩხენკელის თხოვნა ვეჰიბ-ფაშას, რომელიც შეეხებოდა ტყვეების დაგეგმილ გამოსახლებას ბათუმიდან.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძეს მეუღლის, ელენე ტუსენ-შარაშიძის ჭრილობის შეხვევაში ეხმარებოდა ლანჩხუთელი ფერშალი ებრალიძე.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს დავით შარაშიძე ციხეში იჯდა ქუთაისში, მასთან ერთად იყო ებრალიძეც, ფერშალი რომელსაც დავითი შემდეგ საფრანგეთში შეხვდა.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 4 აგვისტოს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის შვილს, გოგის ოპერაცია გაუკეთეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ თბილისის მაზრის საერობო ხმოსანთა არჩევნებში ხმოსნებად აირჩიეს: კირილე ჭყონია, ანდრო ჭიაბრიშვილი, ლევან ასათიანი, დარჩო სუთიაშვილი, აშოტ გალუსტიანი, ივანე ხელაძე, მიხეილ ფ. წამალაშვილი, მიხეილ მ. იშხანოვი, ნიკო გვანცელაძე, ლევან ანტ. მამულაშვილი, მელქისედეკ ლებანიძე, გიორგი რატიშვილი, იოსებ ვაცაძე, არჩილ გ. ბილანიშვილი და ალექსანდრე ავ. არუთინოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის მაღაზიის გამგის, ივანე ავალიშვილის თხოვნა მაღაზიის ხარჯებისთვის ავანსად 3 000 მანეთის მიცემის შესახებ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილმა თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობას მისწერა, რომ გორის რაიონის მთავარგამგეობას სთხოვა სასწავლებელთა კრების დადგენილება – მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევის შესახებ, როგორც არასამართლიანი და უკანონო შეეცვალათ და მასწავლებლად დაენიშნათ. ის ითხოვდა 1919 წლის პირველ იანვარს კუთვნილი ანაზღაურება მიეცათ.
1931
ტიპი: გარდაცვალება
1931 წლის 18 ივლისს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ გარდაიცვალა ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია.
1931
ტიპი: ღონისძიება
1931 წელს დავით შარაშიძის ცოლის ძმამ რენემ ტუსენმა დავითის მშობლებს, ნინო ქიქოძესა და გიორგი შარაშიძეს საფრანგეთიდან საქართველოში ამანათი გამოუგზავნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ გვაუწყებს, რომ ქართულმა დრამატულმა საზოდადოებამ თბილისში თეატრის ასაღორძინებლად საფუძვლის ჩაყრა მოიწადინა. ამ მიზნით მან ზოგიერთი კერძო პირის მატერიალური დახმარებით გაზაფხულიდან რეჟისორად გ. ჯაბადარი მიიწვია და მას დრამატული ხელოვნების სტუდიის მოწყობა მიანდო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყებოდა, რომ თბილისის მაზრის საერობო ხმოსანთა პირველ ყრილობაზე კრების თავმჯდომარედ ლევან მამულაშვილი აირჩიეს, მის მოადგილედ – ისიდორე სტურუა და მდივნად – ნიკო გვანცელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ საერობო ხმოსანთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ქალაქისთავი ნიკოლოზ ელიავა, რომელმაც მიულოცა კრებას საერობო ხმოსანთა ყრილობის გახსნა და ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან 6 თვის შესრულება.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებს, რომ საქართველოს „გელშტორაგი“ შედგება სამი პიროვნებისგან. თავმჯდომარე არის კარპე მოდებაძე, ხოლო მდივნები ს. ავალიანი და ევგენი დარჩია. მათ ასევე მიჩენილი ჰყავთ ერთგვარი „ეკონომიკური პოლიტკომი“ პელაგეია კედრიაშავას ხელმძღვანელობით, რომლის ხელმოწერის გარეშე ვერცერთი საქმე ვერ გაკეთდება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, გაიმართა დიდი სალიტერატურო საღამო ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ სასარგებლოდ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გალაკტიონ ტაბიძემ, შალვა დადიანმა, ალ. ოჰანეზაშვილმა, ალექსანდრე მაისურაძემ, მ. დევიძემ, ელენე ანდრონიკაშვილმა, დარია ახვლედიანმა, თ. ბერიძემ, იოსებ გრიშაშვილმა, მარიჯანმა, ვ. კირვალიძემ, ივანე საათაშვილმა, გიორგი ქუჩიშვილმა, გ. შინატეხელმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რაჟდენ არსენიძე, რომელმაც განცხადება გააკეთა გენერალ-გუბერნატორის დადგენილების, „უცხო პირების ქვეყნიდან გაძევების“ შესახებ და დამსწრე საზოგადოებას ნათლად აუხსნა, რომ ეს დადგენილება არ შეეხებოდა მშრომელთა მასას. ძირითადად დადგენილება შეიძლება მძიმედ დაწოლოდა უსაქმურ გენერლებსა და სხვებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი გვაზავა, რომელმაც განაცხადა, რომ საჭირო იყო საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, რადგან მრავალი შინაური მტერი ცდილობდა არეულობის შემოტანას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ საჭიროების შემთხვევაში გენერალ-გუბერნატორს მკაცრი ზომები უნდა მიეღო უსაფრთხოების მიზნით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გრიგოლ ვეშაპელი, რომელმაც განაცხადა, რომ როცა საქართველოში მოემგზავრებიან რუსეთის კრედიტორები, თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, დაეცვა წესიერება, რათა რომელიმე ფრაქციას არ დაეწყო გენერალ-გუბერნატორობა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ივლისს ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ივლიანეს ძე ჭეიშვილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად დაამტკიცეს.