რეგისტრირებული ფაქტები50062
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რაჟდენ არსენიძე, რომელმაც განცხადება გააკეთა გენერალ-გუბერნატორის დადგენილების, „უცხო პირების ქვეყნიდან გაძევების“ შესახებ და დამსწრე საზოგადოებას ნათლად აუხსნა, რომ ეს დადგენილება არ შეეხებოდა მშრომელთა მასას. ძირითადად დადგენილება შეიძლება მძიმედ დაწოლოდა უსაქმურ გენერლებსა და სხვებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი გვაზავა, რომელმაც განაცხადა, რომ საჭირო იყო საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, რადგან მრავალი შინაური მტერი ცდილობდა არეულობის შემოტანას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ საჭიროების შემთხვევაში გენერალ-გუბერნატორს მკაცრი ზომები უნდა მიეღო უსაფრთხოების მიზნით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გრიგოლ ვეშაპელი, რომელმაც განაცხადა, რომ როცა საქართველოში მოემგზავრებიან რუსეთის კრედიტორები, თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, დაეცვა წესიერება, რათა რომელიმე ფრაქციას არ დაეწყო გენერალ-გუბერნატორობა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ივლისს ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ივლიანეს ძე ჭეიშვილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აკაკი ფაღავა, რომელმაც განაცხადა, რომ იმ დროისთვის საქართველოში ბევრი ისეთი პირი იყო, რომელთაც საქმე საერთოდ არ ჰქონდათ და ქვეყნისთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ. სწორედ ასეთებზე მიიღო გენერალ-გუბერნატორმა დადგენილება ქვეყნიდან გაძევების შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, რომელმაც განაცხადა,რომ გენერალ-გუბერნატორის ახლად შემოღებული კანონი ეხებოდა იმ პირებს, რომლებიც საქართველოში უსაქმურად იმყოფებოდნენ და მომენტს ელოდებდნენ, რომ გადატრიალების გზით თანამდებობები დაეკავებინათ.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 7 დეკემბერს ნოე ცინცაძე პარიზიდან მიუნხენში ჩავიდა და ვიზის საკითხი შალვა მაღლაკელიძესთან ერთად მოაგვარა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 აპრილს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ აღმოსავლეთ საქართველოს სახალხო სკოლების მე-3 რაიონის ინსპექტორს გაუგზავნეს ბელათის სკოლის ყოფილი მასწავლებლის პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილის თხოვნა ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 თებერვალს, მთავარგამგე ჭუმბურიძე და საქმის მწარმოებელი ჩიმაკაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს უგზავნიან პეტრე ალღუზაშვილის თხოვნას ა.წ. 1 იანვრიდან გორის მაზრის სახალხო სკოლის მასწავლებლათა ოქმიდან ამონაწერითურთ და სთხოვენ გამოარკვიოს საქმე. ასევე, თხოვნასთან ერთად გაუგზავნონ ცნობა, მთხოვნელ ალღუზაშვილს აქვს თუ არა მასწავლებლობის უფლება და წოდება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 მარტს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლ. ჩიმაკაძემ აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს 19 თებერვლის N188-ის პასუხად პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილის შესახებ აცნობეს, რომ მას მასწავლებლობის ფორმალური უფლება ჰქონდა და თუ სხვა დამაბრკოლებელი მიზეზი არ არსებობდა, შესაძლებელი იყო რომელიმე გიმნაზიაში ან სასწავლებელში მასწავლებლად დაენიშნათ, მაგრამ მასწავლებლის მიწვევის უფლება ერობას ჰქონდა და ამიტომ, მას სამსახურისთვის თავისი საბუთებით შეეძლო ერობისთვის მიემართა. ასევე მათ სკოლების ინსპექტორს დაუბრუნეს ალღუზაშვილის საბუთები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის ნოე ცინცაძის N 83 ბრძანებით, თბილისის ქალთა მე-7 წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მასწავლებელ ანა გიორგის ასულ ალშიბაიას პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა თბილისის ყოფილ სათავადაზნაურო ქალთა გიმნაზიაში ნამსახური წლები. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 მარტს, მთავარგამგე გ.ნათაძე და საქმის მწარმოებელი ნიკ.აბესაძე, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს, 28 თებერვლის #317, მათი ქაღალდის დასამატებლად სთხოვენ, მასწავლებელ ა.ალშიბაიას აცნობონ რამდენი წლის ჯამაგირის სათანადო პროცენტი აქვს შეტანილი საპენსიო კარის გასაძლიერებლად. ეს ცნობა საჭიროა ხსენებული მასწავლებლის სამსახურის ჩათვლისთვის.
1881
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ანა გიორგის ასული ალშიბაია, ფრანგული ენის მასწავლებელი დაიბადა 1881 წლის 28 ივნისს. ის იყო მართლმადიდებელი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, გაიმართა ხელოვანთა კრება აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე), რომელსაც დაესწრო კონსტანტინე მაყაშვილი.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 4 სექტემბერს სათავადაზნაურო გიმნაზიის კომიტეტმა ანა გიორგის ასული ალშიბაია ქალთა გიმნაზიის უფროს კლასებში ფრანგული ენის მასწავლებლად მიიწვია.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე) გაიმართა ხელოვანთა კრება, რომელსაც დაესწრო ზაქარია ფალიაშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში გრიგოლ ვეშაპელმა განაცხადა, რომ ქართულ და ჩრდილო კავკასიელთა ენებს ენათმეცნიერები ცალკე მდგომად ანუ იზოლირებულ ჯგუფად განიხილავენ. ამ იზოლაციამ ლინგვისტიკიდან პოლიტიკაშიც გადაინაცვლა, ამიტომ საჭირო იყო სხვა ქვეყნებთან სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის დამყარება.
1919
ტიპი: ავტორობა
ქართველი პოლიტიკოსოსა და პუბლიცისტის – გრიგოლ ვეშაპელის – განცხადებით, ვიდრე დარიალის კარიბჭესთან ქართული დროშის გვერდით, ნაცვლად მეზობელი მთიელებისა, გადამთიელ კაზაკ-მოსკოველთა დროშა ფრიალებს, კავკასიაში ვერ შეიქმნება პოლიტიკური წონასწორობა და ვერც საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა იქნება მყარი.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წელს ნოე ცინცაძემ შალვა მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ რადიოს პროგრამირების დირექტორად ნიკოლაევსკის დანიშვნას აპირებდნენ. გაიოზ მაღლაკელიძე კი მისი მოადგილე იქნებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „კლდის“ რედაქტორი, ეროვნული პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი კრების წევრი – გრიგოლ ვეშაპელი – „ვოლნი გორეცის“ თხოვნით აფასებს ჩრდილო კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს: ქართველი პოლიტიკოსის აზრით, საქართველომ ქმედითი მონაწილეობა უნდა მიიღოს მთიელთა თავისუფლების აღდგენაში, რადგან კავკასიაში მცხოვრებ მრავალეროვან ხალხთაგან „კავკასიელები“ მხოლოდ ქართველები და მთიელები არიან, ანუ ისინი, რომელთა რასა და ენაც მხოლოდ კავკასიაშია და რომელთა ბედიც განუყოფლადაა ერთმანათთან დაკავშირებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე ბერძნიშვილმა თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის N 46 ბრძანებით, 10 ოქტომბრიდან მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის N 172 ბრძანებით, ქალთა მე-4 გინაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი 15 დეკემბრიდან თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბრძანებას ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 26 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ნოე ცინცაძესა და ევგენი გეგეჭკორს უნდა შეხვედროდა. დაჰპირდა, რომ მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხს შეატყობინებდა.