რეგისტრირებული ფაქტები51171
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ სვიმონ მჭედლიძის თხოვნა, საზოგადოების მაღაზიაში კრედიტის (30 მანეთის ოდენობის) გახსნის შესახებ. მჭედლიძე საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ყოველთვიურად ხუთ-ხუთ მანეთს შეიტანდა და ვალს გადაიხდიდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მისი თხოვნა დაეკმაყოფილებინა.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვასილ ივანეს ძე ქადეიშვილის თხოვნა საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნების საკომისიოს მიცემის შესახებ. მან პირობა დადო, რომ გაყიდვისთანავე თანხას საზოგადოებას ჩააბარებდა.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბიბლიოთეკარის თანაშემწე ოლღა დემურიშვილის განცხადება სამსახურიდან განთავისუფლებისა და ერთდროული დახმარების შესახებ. პრეზიდიუმმა დემურიშვილს მისცა 41 მანეთი (11 მანეთი სალიკვიდაციო, 30 მანეთი დახმარების სახით).
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძის თხოვნა საზოგადოების გამოცემების 30%-იანი ფასდაკლებით დათმობის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა თავართქილაძისთვის საზოგადოების გამოცემები მიეცა 25%-იანი ფასდაკლებით, 500 მანეთის ფარგლებში.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის 15 მაისს ივანე მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალექსანდრე დიმიტრის ძე არაბიძე, იაკობ უჩანის ძე ბოხაია, სერაფიონ ექვთიმეს ძე ბერაძე და ვასილ პავლეს ძე ბახუტაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ გრიგოლ ანდრიას ძე ბორჩხაძე და მიხეილ ბესარიონის ძე ბახტაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: კაპიტო გლახუნას ძე ბერძენიშვილი, გიორგი გრიგოლის ძე ბეჟაშვილი, დიმიტრი ივანეს ძე ბაქრაძე და ისაკ ზაალის ძე ბედიანი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით ბარბარე აბულაძე, დიმიტრი ნიკოლოზის ძე აღნიაშვილი, პეტრე ანდრიას ძე ახალკაციშვილი, ვასილ გიორგის ძე ახობაძე და ეპიფანე ნესტორის ძე ალშიბაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 20 იანვარს თედო ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო ყრილობაზე მმართველობის წევრად აირჩიეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ანა მიხეილის ასული დიასამიძე, სიმონ თომას ძე ელიავა, ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილი, ანა მიხეილის ასული ედილაშვილი-საძაგლიშვილისა და სტეფანე თევდორეს ძე ელიაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მიხეილ გრიგოლის ძე დუნდუა, იასონ საყვარელის ძე დოლიძე, ნინო დიმიტრის ასული დაფქვიაშვილი და ნინო დიმიტრაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ მარკარ დოლიძე, მიხეილ დიმიტრის ძე დაფქვიაშვილი, გრიგოლ სიმონის ძე დევდორიანი და თამარ დათაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მდივანმა იასონ ბაქრაძემ მთავარ გამგეობას ქუთაისის ფილიალის 1909 წლის ხაჯთაღრიცხვა და შემოსავლის 20% (177 მანეთი და 18 კაპიკი) გაუგზავნა.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 თებერვალს იასონ ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ ქუთაისის ფილიალის გამგეობა თანახმა იყო, მონაწილეობა მიეღო საზოგადოების საერთო უწყების გამოცემაში და მათზე დაკისრებული 75 მანეთი ნაწილ-ნაწილ გაეგზავნა მთავარი გამგეობისთვის.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის 15 მაისს ნიკო ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის 15 მაისს იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აკაურთის სკოლის (მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი) 30 მოსწავლიდან 18 პირველ კლასში სწავლობდა, 12 – II-ში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი და ნიკოლოზ ჩიგოგიძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ანასტასია ერისთავ-ხოშტარიამ თავისი წიგნების ჰონორარის სანაცვლოდ საზოგადოების გამოცემული წიგნები ითხოვა. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე კოწია თუმანიშვილმა ითხოვა, საზოგადოების მაღაზიის ნახევარი მიექირავებინათ. მას უარი უთხრეს.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებასთან დამხმარე სექციები არ არსებობდა. განყოფილების გამგეობას სასკოლო სექციის დაარსება საჭიროდ არ მიაჩნდა, გადაწყვეტილი ჰქონდა სკოლის მეთვალყურეობა ერთ-ერთი წევრისთვის მიენდოთ, რომელსაც მომავალ კრებაზე აირჩევდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ვასილ ბარნოვმა თავისი წიგნების ჰონორარიდან გარკვეული თანხა ითხოვა. მწერალს უკვე მიღებული ჰქონდა 150 000 მანეთი. გამგეობის წევრებმა დაადგინეს, მისთვის 100 000 მანეთი მიეცათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ვარლამ ბურჯანაძე, პავლე საყვარელიძე და ნიკოლოზ ჩიგოგიძე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს აკაკი როსტომის ძე წერეთელი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.