ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51171

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აღლაძის თხოვნა, მისი იანვრის ხელფასიდან 20 მან. გადაეცათ მისი ძმის, გიორგი აღლაძისთვის თბილისში, მისთვის კი გაეგზავნათ 20 მანეთი, ასევე 15 მან. – სკოლის მერხებისა და საკლასო დაფის შესაღებად.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ძველი სენაკის საოჯახო კომიტეტმა, რომ სენაკის სკოლა გადაეცათ ქუთაისის სათავადაზნაუროსათვის. გამგეობამ დაადგინა, რომ ქუთაისის თავადაზნაურობისათვის და საადგილ-მამულო ბანკისთვის მიეწერათ სენაკის სკოლის ვითარება და ეთხოვათ შეეტყობინებინათ გამგეობისთვის თუ რას მოიმოქმედებდნენ სენაკის სკოლის მატერიალურად უზრუნველყოფისათვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ალექსანდრე მდივნის დავალებით, ლუარსაბ ბოცვაძემ და გრიგოლ ბურჭულაძემ გადაამოწმეს ქართული რვეულების მოწოდების პირობები და დიტიატკოვსკის ამხანაგობას დაავალეს რვეულების დამზადება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა ბუნდოვანი სურათების შესახებ. მისი გადმოცემით, როცა ლუარსაბ ბოცვაძე მუშაობდა კავკავის სკოლის გამგედ სამკითხველოებისთვის სურდა ბუნდოვანი სურათების შეძენა, რომლებიც ადგილობრივ გამგეობის დახმარებით შეუძენია და ასევე დაუხარჯავს წიგნებიდან შემოსული თანხაც, რის გამოც დასდებია საზოგადოების ვალი 254 მანეთი. ი. გოგებაშვილი სთხოვს გამგეობას, რომ გადაუხადონ მას, მისი კუთვნილი 25 თუმანი და ლუარსაბ ბოცვაძე გაათავისუფლონ ვალიდან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენებაში აღნიშნეს, რომ ძმებმა ბოზარჯიანცებმა დედის სახელზე საზოგადოებას შესწირეს 10 თუმანი. გამგეობამ მათ წერილობითი მადლობა გამოუცხადა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 20 სექტემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებაზე გერონტი ქიქოძე გამგეობის წევრად აირჩიეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვარს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ „მოამბე", „ცისკარი" – კარბელაშვილის სტატიით და საანგარიშო ბარათი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვარს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ რამდენიმე საბავშვო წიგნი, ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონები, „ჯეჯილი“ და „ცნობის ფურცელი“.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მომავალი წლის ანგარიშის შესამოწმებლად სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძე, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი, იოსებ რომანოზის ძე მრევლიშვილი და გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძე დიასამიძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ფოტოსახელოსნოსთვის ბინის დაქირავების საკითხი მინდობოდათ ნიკოლოზ ცხვედაძესა და დავით კარიჭაშვილს, რომელთაც უნდა ექირავათ ხარაზოვის ქვრივის სახლი. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გუდაუთაში მცხროვრები საზოგადოების წევრთა თხოვნა, რომ სურდათ გაეხსნათ საზოგადოების განყოფილება. გამგეობამ მათ თხოვნაზე თანხმობა განუცხადა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება, რომ იასონ კერესელიძეს განუზრახავს მესხეთში წასვლა და იქ მცხოვრები მაჰმადიანებისთვის ქართული წიგნების დარიგება, რის გამოც გამგეობას სთხოვს წიგნებით დახმარებას. გამგეობამ მას 1 თუმნის წიგნები გადასცა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სამტრედიის განყოფილების თხოვნა, რომ სურდათ ას თუმნამდე კრედიტის გახსნა განყოფილებასთან არსებული წიგნის მაღაზიებისთვის ღია ანგარიშით. გამგეობამ დაადგინა, რომ მათ უნდა წარმოედგინათ მაღაზიის შემოსავალ-გასავალი, ვაჭრობის რაოდენობა და ცნობები მაღაზიის შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1911

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 15 ნოემბერს გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა ჩასულიყო სენაკში და ადგილზე გაერკვია სკოლის შესახებ ინფორმაცია. დ. კარიჭაშვილმა 1-ელ დეკემბერს წარუდგინა გამგეობას მოხსენება სკოლის შესახებ, რის შემდეგაც გამგეობა დაეთანხმა მას, რომ სკოლა დროებით მოეთავსებინათ დაქირავებულ სახლში, ხოლო სკოლისთვის საჭირო ხარჯები გადაეხადათ იმ ფულიდან, რომელიც დამზღვევ საზოგადოებისგან მიიღო სენაკის სკოლის სამზრუნველომ, დანარჩენი 3000 მანეთი კი შეენახათ საკრედიტო დაწესებულებაში, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდნენ სკოლის საქმეს. გამგეობამ ასევე დაადგინა, რომ სკოლის მომავალი მდგომარეობის შესახებ მიწერ-მოწერა გაემართათ ბანკთან და თავადაზნაურობასთან.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 26 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ექიმი ღამბაროვის შეტყობინება სამარიდან, რომ სამარასთან ახლოს გარდაიცვალა პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ახალციხის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეობის თხოვნა წინა წელს დანიშნული 80 მანეთის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა საბურთალოზე მცხოვრებმა პირებმა, რომ სურდათ სკოლის გახსნა, რომლის სახელი და ხელმძღვანელობა უნდა ყოფილიყო საზოგადოებისა, ხოლო დანარჩენს თავად უზრუნველყოფდნენ. გამგეობამ დაადგინა, რომ გახსნილიყო სკოლა საბურთალოზე და ასევე სკოლის ზრუნვის ვალდებულება აეღოთ იქ მცხოვრებლებს. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს გიორგი იოსელიანის მოხსენების განხილვა დაავალეს. გოგებაშვილს კავკავის სკოლის რევიზიის საკითხი უნდა გადაეწყვიტა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 აგვისტოს პეტრე სურგულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, ივანე ჯავახიშვილისთვის, რომელმაც დაიწყო საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს წერა, ჰონორარის ნაწილი მაშინვე გადაეცათ, რადგან მას ფული სჭირდებოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა 10 თუმანი მასწავლებელთა სალაროს დასაარსებლად, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას მოსთხოვა, ეს თანხა გადაეცათ ქართული გიმნაზიის გამგებლის, ალექსანდრე მდივანისთვის, რომელმაც შეადგინა პედაგოგიური საზოგადოების წესდება და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 იანვარს შალვა თაბუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრებმა მისწერეს, რომ 25 მაისს გამართულ სხდომაზე მათ წევრთა შორის სამუშაო გაანაწილეს. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს აქვსენტი ფაღავამ და ნიკოლოზ ბუკიამ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იპილიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ნოემბერში ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე ბათუმის სკოლის მასწავლებელი იყო.