რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე მდივანმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ კავკავის სკოლის პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძეს სკოლისთვის 18 მანეთის წიგნები ესაჭიროებოდა. თუმცა მან გამგეობას ერთი თუმანი გამოუგზავნა წიგნების საფასურად და სთხოვა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, აღნიშნულ თანხად დაეთმოთ სკოლისთვის საჭირო წიგნები, რაზეც გამგეობა დაეთანხმა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა, შემწეობად ჩათვლოდა ის 10 ცალი „დედა ენა“, რომლებიც ზაფხულში სოფელ ჭალაში ბავშვებისთვის წერა-კითხვის სასწავლებლად წაიღო. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ისიდორე რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ ბათუმის სკოლისთვის „ცნობის ფურცელი“ დაებრუნებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ლავრენტი აგლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ თონეთის სკოლისთვის გაეგზავნათ 25 ცალი „დედა ენა“, 40 ფანქარი, 25 სათლელი, 40 კალამი, 20 ქაღალდი და 10 მერხი. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 20 იანვარს გიორგი კურდღელას ძე უთურგაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო ყრილობაზე მმართველობის წევრად აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 მაისს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტსა და საიმპერატორო არქეოლოგიურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა ან ერთდროული დახმარება სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 ივნისს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 ივნისს ანდრია ივანეს ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1880
ტიპი: ორგანიზაცია
1880 წლის 20 იანვარს იონა მეუნარგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო ყრილობაზე მმართველობის წევრად აირჩიეს.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: ლავრენტი ცუცქირიძე, გრიგოლ მაისურაძე, იოსებ გიორგაძე, ივანე სოლომონის ძე ბოკერია და გ. ცაგარელი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: ლევან ყანჩაველი, პლატონ ფოჩხუა, ვერა ვეფხვაძე, გიორგი ყანჩაველი და არსენ თოდრია.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 20 იანვარს მ. ე. წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო ყრილობაზე მმართველობის წევრად აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივლისში ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ ბათუმში გრიგოლ მასუმოვისგან მიიღო ხაზინადარ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მიერ ტელეგრამით საჩუქრად გამოგზავნილი 10 თუმანი მუყაითი შრომისათვის.
1916
ტიპი: მფლობელობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარეც 1916 წლის 26 სექტემბრიდან გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე იყო, ერთი ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: ლავრენტი ღლონტი, რომან მაღრაძე, ფარნაოზ ჯაში, თეოფილე კაჭახიძე და ალექსანდრე შაველიძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: ალექსანდრე ესაკია, ტიმოთე შენგელია, არ. ჩიხრაძე, კოწია მჟავია და გაბრიელ ბორჩხაძე.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის 15 მაისს რაფიელ ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: ბრონისლავა კალატოზიშვილი, ელენე გიორგის ასული ბერძნიშვილი, ელენე სიმონის ასული ჩერქეზიშვილი, დავით სოკრატის ძე სულიაშვილი და აბრამ კალანდაძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: თინათინ ნიკაგოსოვისა, ვლადიმერ გიორგის ძე ნახუცრიშვილი, ანა ხახუტაშვილი, სოფიო გერასიმეს ასული ნარეკლიშვილი და დიონისე კალატოზიშვილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: სოფიო მთვარელიძე, თამარ იოსების ასული მთვარელიძე, ევდოკია ხახუტაშვილი, თეოდორა ქვარიანი და ანა ყიასაშვილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: ანა ჩქარეული, ელენე ჩქარეული, ივანე კობიაშვილი, ანასტასია გიორგის ასული ზაალიშვილი და სიმონ თომას ძე ელიავა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: არჩილ მინდიაშვილი, ილია ოქრუაშვილი, ვლადიმერ გრიგოლის ძე კანდელაკი, პორფილე პავლეს ძე ბაღათურია, დიმიტრი ალექსის ძე ჯაფარიძე და ლიუდმილა მასხარაშვილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: ილია კვაჭანტირაძე, შალვა კალანდაძე, ეკა ჩალაძე, ეკა სანებლიძე და კოლია ტატუნაშვილი.