რეგისტრირებული ფაქტები50775
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის 1898 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. ბიბლიოთეკას 1898 წლის 1-ლ იანვარს ჰქონდა 136 მან. 24 კაპ., შემოსავალი იყო 1 218 მან. 24 კაპ., გასავალი – 207 მან. 20 კაპ., ანგარიშში ნაშთი ნაჩვენები ჰქონდა 311 მან. 04 კაპ., რომელიც იმ შემთხვევაში გამოვიდოდა, წინა წლიდან რომ არ დარჩენოდა ნაშთი. 1899 წლის 1-ლი იანვრისთვის ნაშთი უნდა ყოფილიყო 447 მან. 28 კაპ. გამგეობამ დაადგინა, რომ ბიბლიოთეკის გამგეს აეხსნა აღნიშნული გარემოება. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ საზოგადოების განყოფილებებისათვის საჭირო იყო შემოსავალ-გასავლის წიგნი, საკვიტანციო წიგნი და სხდომის ჟურნალები.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ სექტემბრის თვეში გერგეთის სკოლის პედაგოგებს საზოგადოებისთვის 2-ჯერ უთხოვიათ 82 მანეთის წიგნების გაგზავნა, თუმცა გამგეობას ეს საკითხი დროის სიმცირის გამო ვერ განუხილავს, ამიტომ კანცელარიას გერგეთის სკოლისთვის გაუგზავნია შედარებით ნაკლები თანხის წიგნები.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ თავმჯდომარის მინდობილობით გერგეთის სკოლის ბავშვების გამოცდას დაესწრნენ ყაზბეგის ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლები ზაქარია აღნიაშვილი და დათიკო მინდელი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ნავთლუღის სკოლის გამგის თხოვნა, რომ სკოლისთვის საჭირო ინვენტარისა და ნივთების შესაძენად ესაჭიროებოდათ გარკვეული თანხა. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდენო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის განავრცელებელი საზოგადოების წევრი ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი ასწავლიდა ბათუმის სკოლაში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარმოადგინეს ანა ივანეს ასული ჯმუხაძის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N78.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე მგელაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე და იპოლიტე ვართაგავა. სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი გამგეობის წევრთა შორის შრომის განაწილების შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოროცდამეხუთე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე მგელაძე, იპოლიტე ვართაგავა და სერგი გორგაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ სენაკის სკოლის სამზრუნველოს წევრებად აირჩია კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე, ილია ჩიქოვანი, ვასილ წერეთელი, მელქისედეკ ფაღავა, სამსონ ყიფიანი, გიორგი ქავთარაძე და პეტრე ყიფიანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ, იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად, საზოგადოება ვალდებული იყო, გოგებაშვილის სახელმძღვანელოებიდან შემოსული თანხით მისი ძმისშვილის, შალვა გოგებაშვილისთვის უმაღლესი სასწავლებელი დაემთავრებინათ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართეს იაკობ გოგებაშვილის ნების ამსრულებლებმა: სოფრომ მგალობლიშვილმა, ვალერიან გუნიამ და ანდრია ღულაძემ, რომ სესხად მიეცათ მათთვის 200 მანეთი, განსვენებულის ზოგიერთი საქმის მოსაწერიგებლად. გამგეობამ მათ თხოვნაზე უარი განუცხადა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის მასწავლებელ ისიდორე რამიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა წიგნები, რომლებიც აკლდა. თხოვნას თანდართული ჰქონდა ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების სია. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე მგელაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე და იპოლიტე ვართაგავა. სხდომაზე წარმოადგინეს მარტყოფის ბიბლიოთეკის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდა 2-3 თუმნით დახმარება. გამგეობამ მათ ფულით დახმარებაზე უარი განუცხადა და სთხოვა წარმოედგინათ იმ წიგნების სია, რომლებიც სჭირდებოდათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე მგელაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე და იპოლიტე ვართაგავა. სხდომაზე წარმოადგინეს ბათუმის განყოფილების თხოვნა, რომ ესესხებინათ მათთვის 3000 მანეთი. გამგეობამ დაადგინა: მიეწერათ ბათუმის განყოფილების გამგეობისთვის, რომ რადგან მთავარ გამგეობას არ ჰქონდა საკმარისი თანხა გასასესხებლად, მათ თხოვნას განიხილავდნენ საზოგადოების წევრთა საერთო კრებაზე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე მგელაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე და იპოლიტე ვართაგავა. სხდომაზე გამგეობას მიმართა ნავთლუღის სკოლის გამგემ, რომ სკოლისთის საჭირო ნივთების შესაძენად ესაჭიროებოდა თანხა. გამგეობამ მას 3 თუმანი გადასცა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ბურჭულაძემ გიორგიწმინდის სკოლის მდგომარეობის შესახებ გააკეთა მოხსენება, რომლის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, რომ, რადგან სოფელში არსებობდა დირექციის სკოლა ორი მასწავლებლით, საზოგადოების სკოლა უნდა დაეხურათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მაღაზიის ხარჯი 98.223 მან., ასევე წიგნების ანგარიშში შიო დედაბრიშვილს გადასცეს 39 მან., გრიგოლ ბურჭულაძეს გიორგიწმინდაში წასასვლელად — 8.50 მან., ალექსანდრე ხახანაშვილის საფლავზე მოაჯირისა და ჯვარზე წარწერისთვის გადაიხადეს 30 მან.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის დეკემბერში გამართული „ფინჯანი ჩაის“ შემოსავალი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებისთვის (თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა) 11 937 მანეთი იყო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-ლიდან 22 თებერვლამდე საზოგადოებას შემოუვიდა 1466 მან. 89 კაპ., დაიხარჯა 1213 მან. 40 კაპ. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების გამგეობის წევრი ალექსანდრე ჭყონია.