ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50775

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ თბილისის პირველ საკვირაო სკოლის საბჭოს განუზრახავს სკოლასთან ბიბლიოთეკის დაარსება და გამგეობას სთხოვენ წიგნებით დახმარებას. გამგეობამ მათ 2 თუმნის წიგნები გაუგზავნა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს აკაკი წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა იმ კითხვების სია, რომლებიც უნდა განეხილათ 15 იანვარს, განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის წევრი თეოფანე საბას ძე ჩიქოვანი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1894

ტიპი: სტატუსი

1894 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველი სექტემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტროგრადის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ დავით ნიკიტინს ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.

1885

ტიპი: სტატუსი

1885 წელს ნიკოლოზ დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წელს ოლღა გურამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება საკანცელარიო ნივთებზე ფასის შემცირების შესახებ.

1892

ტიპი: სტატუსი

1892 წელს რაფიელ ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წელს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებებს ავადმყოფობის გამო ვერ ესწრებოდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 36 კრება. აქედან, 30-ის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ხონში, მათხოჯში, გორდაში, ნაოღალევში (მარტვილი), ნახუნავოსა და სალხინოში ჰქონდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა განაცხადა, რომ ფოტოგრაფიის საქმეების წარმართვა მათი საზოგადოებისთვის ხელის შემშლელი იქნებოდა და მისი წინადადებით, ფოტოგრაფიის შენობა და ინვენტარი იჯარით უნდა გაეცათ. ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ უპასუხა, რომ იჯარით გაცემის საჭიროება არ იყო, საზოგადოების საქმეების გაფართოება კარგი იქნებოდა და შტატიც გაიზრდებოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობა, რომლის თავმჯდომარეც იყო ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა, ეხმარებოდა ხარაგაულის, ძირულის, ღორეშის, საქარის, მუხურის, ჩხარის, საზანოს, წევისა და ყვირილის სამკითხველოებს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს 18 ნოემბერს სტუდენტმა კონსტანტინე კასრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნსაცავიდან შინ წასაღებად ერთი თვით იოანე ბატონიშვილის შედგენილი წიგნი სთხოვა. უარი უთხრეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 13 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალექსანდრე შარიქაძე, ანეპოდისტე კიმოთეს ძე შენგელია, შალვა გიორგის ძე შარაშიძე, არკადი კონსტანტინეს ძე ჩანჩალიშვილი და ვასილ ბიჭის ძე ჩხაიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1890

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1890 წელს იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 25 ნოემბერს პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა ახალციხის სახელმწიფო ბიბლიოთეკის გამგეს გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თხოვნა, მიეწოდებინა ცნობები ბიბლიოთეკის შესახებ 1900 წლის ანგარიშში შესატანად.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ნინო გიორგის ასულ ზალდასტანიშვილის, ივანე ალექსანდრეს ძე ზუბაძის, დავით ანტონის ძე თოიძის, შალვა ტროფიმეს ძე თაბუკაშვილის, დავით ქაიხოსროს ძე იაშვილის, თამარ ილიას ასულ იმერლიშვილის, გიორგი ილიას ძე კიკნაველიძის, პანტელეიმონ ივანეს ძე კირვალიძის, ლეონ ივანეს ძე კანდელაკისა და არჩილ იოსების ძე კანდელაკის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ საზოგადოების აგენტის, თომა მთავრიშვილის ანგარიში შეეტანათ გამგეობის წლიურ ანგარიშში. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.