ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50775

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს მელქისედეკ ბესარიონის ძე კალანდარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს სოფიო კონსტანტინეს ასული კალანდარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების წევრი გახდა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს სვიმონ ექვთიმეს ძე კალანდარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს ილია ლაზარეს ძე კალამეიცევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს დავით გაბრიელის ძე კედუნსაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ფილიმონ პოლიევქტოსის ძე კარბელაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ედიშერ ლუკას ძე კარსანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს იოსებ ისაკის ძე კასრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე კასრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხელთუბნის, წინარეხის, გომარეთისა და ბათუმის სკოლების მასწავლებელთაგან გამოგზავნილი ცნობები საზოგადოების წლიური ანგარიშისათვის. გამგეობამ დაადგინა, წლიური ანგარიშის შედგენისას ეს ცნობები მხედველობაში მიეღოთ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს კიევის კომერციულ ინსტიტუტში არსებული ქართული კულტურული წრის გამგეობის თხოვნა, რომ უფასოდ გაეგზავნათ მათთვის წიგნები. გამგეობამ მათ 5 მანეთის წიგნები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუბში გაუხსნიათ აკაკის სახელობის უფასო წიგნსაცავი და სამკითხველო, სადაც შეგროვებული ჰქონიათ 600 მანეთის აუკინძავი წიგნები და გამგეობას სთხოვენ დახმარებას წიგნების აკინძვაში. გამგეობამ უსახსრობის გამო მათი თხოვნა ვერ დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს ჩოხატაურის უფასო სამკითხველოს გამგეობის თხოვნა, რომ ბიბლიოთეკის ახალი შენობისთვის ნივთების შესაძენად ესაჭიროებოდათ ფულადი დახმარება. გამგეობამ ჩოხატაურის ბიბლიოთეკის გამგეობას უსახსრობის გამო დახმარებაზე უარი განუცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს ჟურნალ „განათლების“ რედაქტორის განცხადება, რომ სურს იაკობ გოგებაშვილის სახსოვრად გამოსცეს კრებული, რისთვისაც ესაჭიროება ფულადი დახმარება. გამგეობა მიესალმა რედაქტორის განზრახვას, მაგრამ უსახსრობის გამო ფულად დახმარებაზე უარი განუცხადა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენების განხილვა წინარეხის სკოლის მასწავლებლის ხელფასის თაობაზე შემდეგი სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, შალვა მიქელაძე, ფილიპე მგელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და იპოლიტე ვართაგავა. სხდომაზე წარმოადგინეს დაბა ოჩამჩირეში მცხოვრები ქართველების თხოვნა, რომ სურთ გახსნან საზოგადოების განყოფილება. მათ თხოვნაზე ხელი აქვს მოწერილი 40 ადამიანს და ასევე წარმოდგენილი აქვთ საწევრო თანხა 120 მანეთი. გამგეობამ დააკმაყოფილა მათი თხოვა და დაადგინა, რომ გაეხსნათ საზოგადოების განყოფილება დაბა ოჩამჩირეში.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გრიგოლ ბურჭულაძის მოხსენება საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ, რომლის თანახმად, მან მოითხოვა პედაგოგ არისტოკლე რამინიშვილის გადაყვანა შრომის სკოლაში და ფულის გადადება მერხებისა და სასწავლო ნივთების შესაძენად. გამგეობამ მასწავლებლის გადაყვანაზე უარი განაცხადა, ხოლო სკოლისთვის ლინელიუმის დაფა შეიძინა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება წინარეხის მასწავლებლისთვის გამგეობის ხაზინიდან ხელფასის მიცემის შესახებ, საზოგადოებისთვის დაბრუნების პირობით, რადგან დროულად ვერ ღებულობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ყალამშის სკოლის მასწავლებლის თხოვნა, რომ სკოლის შენობისთვის გადაედოთ კიდევ 10 თუმანი. გამგეობამ გრიგოლ ბურჭულაძეს დაავალა წასულიყო ყალამშაში და გომარეთში სკოლების დასათვალიერებლად.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ საზოგადოების მაღაზიების ხარჯი გადაიხადა, წიგნების ანგარიშში კი მ. გაჩეჩილაძეს გადასცა 139. 71 მან., ბეგლარ ახოსპირელს — 23. 83 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად მასწავლებელ მაქსიმე მარკოზაშვილს ატენის სკოლაში მისვლისთანავე გაუვრცელებია ხმა, რომ სკოლა უფასო იყო და ამის შემდეგ სოფლის მოსახლეობას გაუშვია ბავშვები სკოლაში სასწავლებლად და ასევე წარმოდგენილია მეორე ცნობაც, რომ ატენის მოსახლეობას კომლზე უნდა გადაეხადა წელიწადში 2 მანეთი.