რეგისტრირებული ფაქტები47263
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, გიორგი კაციაშვილი, პავლე კურცხალია, ნიკოლოზ კიკნაძე, დეომიდე კილაძე, მიხეილ კასრაძე, ილია კვინიხაძე, ნიკოლოზ კაიშაური, პატრე კვირიკაშვილი, ალექსანდრე კვალიაშვილი და ვასილ კანტიძე ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 23 ნოემბერს სოფელ შემოქმედის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ყურადღებას აქცევდა, სკოლაში დარიგებულ წიგნებს მოსწავლეები გაფრთხილებოდნენ. მან რამდენიმე ეგზემპლარი აჩუქა ძალიან ღარიბ, მაგრამ კარგი ყოფაქცევის და ბეჯით მოსწავლეებს.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ კასრაძე, არსენ კალანდაძე, ფილიმონ კარბელაშვილი, ილია კაპანაძე, კონსტანტინე კალატოზიშვილი, ნესტორ კიკაჩეიშვილი, დავით კარიჭაშვილი, მიხეილ ლაზიევი, ნიკოლოზ ლომოური და გიორგი ლაზარაშვილი ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს გამგეობის მოქმედების 1920 წლის ანგარიში. დოკუმენტი შესამოწმებლად გადაეცა სარეცენზიო კომისიას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი, წევრები: ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი, თევდორე კიკვაძე.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ლევან მამულაშვილი, სოლომონ მდინარაძე, არსენ მამულაიშვილი, დარია მუსხელაშვილი, გიორგი მრევლიშვილი, ვერა მიქაბერიძე, ნიკოლოზ მახათაძე, ალექსანდრე მეტრეველი, მარიამ მაჩაბელი და ილია მაჩაბელი ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ჯამაგირის გაზრდა გადაწყვიტეს. 1-ლი ივლისიდან ექსპედიტორი 7 000 მანეთს აიღებდა, მაღაზიის მოლარე — 6 000-ს, მაღაზიის მსახური — 4 000-ს, ბიბლიოთეკარი — 5 000-ს, ბიბლიოთეკარის თანაშემწე — 4 500, ბიბლიოთეკის დამლაგებელი კი — 2 000 მანეთს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თევდორე კიკვაძის მოხსენება დ. კარიჭაშვილის განმარტების საპასუხოდ. განხილვა გარკვეული დროით გადაიდო.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მიწათმოქმედების სამინისტროსთან არსებულმა საიჯარო განყოფილებამ იანვრიდან სახლის ქირის, 15 000 მანეთის, ყოველთვიურად გადახდა სთხოვა. გამგეობამ ქირის მომატებული ტარიფით გადახდა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, გიორგი ლასხიშვილი, თეოფილაქტე ლაფერაშვილი, გიორგი ლომთათიძე, იოსებ მონადირაშვილი, პეტრე მამრაძე, გაბრიელ მეგრელიძე, სალომე მაღალაშვილი, ნინო მაჭუტაძე, ფილიპე მგელაძე და ნიკა მიქაძე ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: პეტრე მალაქიას ძე მახარაძე, ნესტორ მაჭარაშვილი, თეოფილე ფარსადანის ძე მღვდელაძე და გიორგი რომანოზის ძე მრევლიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს იაკობ გოგებაშვილის მოხსენება „დედა ენის“ ახალი გამოცემის შესახებ.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ვარლამ მგალობლიშვილი, იასონ მაყაშვილი, ალექსანდრე მითაიშვილი, ვასილ მანსვეტაშვილი, ალექსი მირიანაშვილი, ალექსანდრე მდივანი, მარიამ მეშჩერსკაია-ციციშვილი და სამსონ მომცელიძე ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელმა ვანო ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილით ბოდიში მოუხადა, რომ ვერ აღრიცხეს სასწავლო წიგნები და ნივთები, რადგან მოულოდნელად მიიღეს და არ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. შემდეგში დეტალურად ჩაიწერდნენ სპეციალურ რვეულში.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელმა ვანო ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, სასწავლო წლის დასაწყისში მიიღო წიგნები გამგეობისგან და სოფელში დაურიგა მოსწავლეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვინც კითხვა იცოდა. მას არ აღურიცხავს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების რაოდენობა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 2 მარტს იროდიონ რუსლანის ძე ქორქია, იაკობ გიგოს ძე ფირცხალავა და ალექსი სოლომონის ძე გულუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1894
ტიპი: ღონისძიება
ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის ანგარიშის მიხედვით, 1894 წელს კავკავის სკოლის შენობისთვის 2118. 36 მანეთი შევიდა.