ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51276

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: პეტრე მალაქიას ძე მახარაძე, ნესტორ მაჭარაშვილი, თეოფილე ფარსადანის ძე მღვდელაძე და გიორგი რომანოზის ძე მრევლიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები – ნოშრევან, ანა და სალომე მერკვილაძეები – ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად ეხადათ საწევრო – 3-3 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს იაკობ გოგებაშვილის მოხსენება „დედა ენის“ ახალი გამოცემის შესახებ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ვარლამ მგალობლიშვილი, იასონ მაყაშვილი, ალექსანდრე მითაიშვილი, ვასილ მანსვეტაშვილი, ალექსი მირიანაშვილი, ალექსანდრე მდივანი, მარიამ მეშჩერსკაია-ციციშვილი და სამსონ მომცელიძე ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელმა ვანო ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილით ბოდიში მოუხადა, რომ ვერ აღრიცხეს სასწავლო წიგნები და ნივთები, რადგან მოულოდნელად მიიღეს და არ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. შემდეგში დეტალურად ჩაიწერდნენ სპეციალურ რვეულში.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელმა ვანო ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, სასწავლო წლის დასაწყისში მიიღო წიგნები გამგეობისგან და სოფელში დაურიგა მოსწავლეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვინც კითხვა იცოდა. მას არ აღურიცხავს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების რაოდენობა.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, დავით და სიმონ მაჭავარიანები ვალდებული იყვნენ ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, გიორგი და ივანე ნინუები ვალდებულნი იყვნენ ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 2 მარტს იროდიონ რუსლანის ძე ქორქია, იაკობ გიგოს ძე ფირცხალავა და ალექსი სოლომონის ძე გულუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, თამარ და ანტონ ფალავანდიშვილები ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1894

ტიპი: ღონისძიება

ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის ანგარიშის მიხედვით, 1894 წელს კავკავის სკოლის შენობისთვის 2118. 36 მანეთი შევიდა.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით,ილია და ზაქარია ყიფშიძეები ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის სასწავლებელში სწავლა გრძელდებოდა 4 წელიწადს, სასწავლებელი შედგებოდა 4 განყოფილებისგან და ჰყავდა 2 მასწავლებელი.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი, მარიამ ორბელიანი, გიორგი ოგანეზოვი, დომენტი ოყრეშიძე, ნიკოლოზ ონანაშვილი, ნიკოლოზ ოთხმეზური, გრიგოლ პაპიტაშვილი, დიმიტრი ჟვანია, ვლადიმერ რატიშვილი და კონსტანტინე როსტომაშვილი ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადთ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ კონსტანტინე ნატროშვილის ცნობით, 1881 წლის 10 დეკემბერს სოფელ ხოტევის სკოლის მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი ღარიბი იყო, ხოლო 17 მათგანს საერთოდ არ შეეძლო საკუთარი ხარჯით სასწავლო ნივთებისა და წიგნების შეძენა.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, მიხეილ რომანოზის ძე პერესტიუკი და მიხეილ პეტრეს ძე პერესტიუკი ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1893

ტიპი: ღონისძიება

ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 1893-1894 წლებში კავკავის ქართულ სასწავლებელში სწავლობდა 69 მოსწავლე: პირველ განყოფილებაში იყო – 35 (22 ვაჟი, 13 ქალი), მეორეში – 15 (10 ვაჟი, 5 ქალი), მესამეში – 12 ვაჟი და მეოთხეში – 7 ვაჟი.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ანა, ტარას და გრიგოლ რცხილაძეები ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, მიხეილ და ალექსანდრე სარაჯიშვილები ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად ეხადათ საწევრო 3 მანეთი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მიხეილ პეტრეს ძე ისარლიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, გიორგი და ირაკლი სიხარულიძეები ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად ეხადათ საწევრო 3 მანეთი.

1893

ტიპი: ღონისძიება

ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის ანგარიშის თანახმად, 1893-1894 წლებში კავკავის ქართულ სასწავლებელში გამოცდების შედეგად პირველიდან მეორე განყოფილებაში გადაიყვანეს 32 მოსწავლე, მეორიდან მესამეში – 14 და მესამიდან მეოთხეში – 9.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ელენე ნაკაშიძე, სიმონ ნატროშვილი, ანდრია ნადირაძე, ალექსანდრე ნაცვლიშვილი, რაფიელ ნაფეტვარიძე, კირილე ნინიძე, ლუარსაბ ნიჟარაძე და ტატიანა ნიკოგოსოვა ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.