რეგისტრირებული ფაქტები51860
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად სახალხო სკოლების დირექტორისთვის უნდა წარედგინათ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში ივანე გიუნაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში იოსებ ფორაქოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე რატიშვილის მოხსენება ხელთუბნის სკოლის შესახებ და დაადგინეს, მოხსენება დასკვნების გასაკეთებლად სასკოლო კომისიისთვის გადაეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ივანე რატიშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის შესახებ და დაადგინა, რომ მოხსენება დასკვნის წარსადგენად სასკოლო კომისიისთვის გადაეცათ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვასილ გადელიამ გამგეობას გასაყიდი ნივთებიდან ყვითელი კარადა და ორკეცი დაზგა სთხოვა. ამ ნივთებში ის გამგეობას 3 მილიონ მანეთს სთავაზობდა, რომელსაც 3 კვირის მანძილზე დაფარავდა. გამგეობა დათანხმდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის – 40 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 30 აგვისტომდე საზოგადოების შემოსავალი იყო 1129. 65 მანეთი, ხარჯი – 1658. 77 მან. 30 აგვისტოსთვის საზოგადოებას ჰქონდა 17248. 54 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერა ალექსანდრე ჭყონიამ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს ალექსანდრე ჭყონიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გიორგი იოსელიანი და დავით კარიჭაშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა თომა მთავრიშვილის განცხადება ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორობაზე უარის შესახებ და ინსტრუქციის მე-12 მუხლის თანახმად დაადგინა, ახალი კანდიდატის დასახელება სამზრუნველო კომიტეტისთვის ეთხოვათ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში თომა მთავრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უარი განუცხადა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორობაზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 24 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე ოლღა ბეჟანოვის მიერ წარდგენილ N146 ყულაბაში აღმოჩნდა 2. 16 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარმოადგინეს ოლღა ნიკოლოზის ასული ბეჟანოვის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N 146.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების ივლისის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. პირველ ბიბლიოთეკას ჰქონდა 1. 97 მანეთი, მეორეს – 10. ოქმს ხელი მოაწერა საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების ივნისის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. 1-ელი ივლისისთვის I ბიბლიოთეკას ჰქონდა 16. 77 მანეთი, II-ს – 10. ოქმს ხელი მოაწერა საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 24 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და ვლადიმერ ლორთქიფანიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ვასილ ედილაშვილისთვის ვაჟა-ფშაველასა და პუშკინის თხზულებების 59 თაბახის გადასაწერად 11. 80 მანეთი უნდა მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც შიო ქუჩუკაშვილისთვის უნდა მიეცათ გასული წლის მოგების წილი – 178. 40 მანეთი.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში წიგნსაცავისთვის ნაყიდი წიგნების, მათ შორის სახარების ძველი გამოცემის თანხის (2. 60 მანეთის) გაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.