ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51866

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირებით წევრთა რიცხვი გაიზრდებოდა, მაგრამ სანაცვლოდ შემოსავალი შემცირდებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირების წინააღმდეგი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სამსონ პლატონის ძე დადიანმა განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირების შემდეგ ხალხი შეძლებდა საზოგადოებაში გაწევრიანებას და იქ მუშაობას, რაც ძალიან კარგი იქნებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ადამიანი წერა-კითხვის საშუალებით სწავლობდა საკუთარ და სხვის უფლებებს, თანასწორობის ცნებას და სწორედ ამიტომ იყო წერა-კითხვის ცოდნა ღირებული.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ივანე ალექსის ძე ბუქურაული, ნინო ვლადიმირის ასული ბაქრაძე და ვლას მელიტონის ძე ბოხოხაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ დაუშვებელი იყო დემოკრატიულ ხანაში ადამიანებისთვის სოციალური სტატუსის მიხედვით განესაზღვრათ უფლება-მოვალეობები.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე სახალხო უნივერსიტეტში მუშაობდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ეფრემ მიხეილის ძე ბილანაშვილი, ნატალია ბეროზაშვილი და ალექსანდრე დიმიტრის ძე ბზიავა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სვიმონ გრიგოლის ძე ბუკია, ვანო ეგნატეს ძე ბერაძე, მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი, ივანე ესტატეს ძე ბედოშვილი და ელენე მიხეილის ასული ბილანაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: აკაკი არტემის ძე ბუაჩიძე, ნიკო ილიას ძე ბერეჟიანი, ივანე ერასტის ძე ბერძენიშვილი, მოსე მარიკოს ძე ბიბინეიშვილი და გიორგი (გიგო) ბერელაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ მუშაობდა სახალხო უნივერსიტეტში, სადაც ურთიერთობა მუშებთან ჰქონდა, სიამოვნებით უსმენდა მათ საუბარს და კარგი შთაბეჭდილებებით დაამახსოვრდა ისინი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იაკობ ბახია, ნიკიფორე ილარიონის ძე ბურჭულაძე, თებრონე ერმილეს ასული ბურჭულაძე, სერაპიონ იოსების ძე ბურჭულაძე და მიხეილ დავითის ძე ბარნაბიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო – 30 მანეთის ოდენობით შესწირეს ბარბარე გიორგის ასულმა ბარათაშვილმა, თამარ დავითის ასულმა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა და გიორგი ივანეს ძე მუსხელიშვილმა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ქალაქის თვითმმართველობის სკოლების გამგე-კოლეგიამ მონტესორის სახელმძღვანელოს გამოცემა სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, მონტესორის ბროშურა სარეცენზიოდ სასწავლო კომიტეტისთვის გადაეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დიმიტრი უზნაძემ წიგნების ჰონორარის მომატებული ფასების მიხედვით გადახდა სთხოვა. გამგეობამ უზნაძისთვის გაყიდული წიგნების 20%-იდან თანხის მომატებული ფასების მიხედვით მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თ. კიკვაძის მოხსენება დ. კარიჭაშვილის განმარტებასთან დაკავშირებით. მოხსენების განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობას დიმიტრი უზნაძემ 100 ცალი წიგნის, „ანრი ბერგსონის“ ნაღდი ფულით შეძენა სთხოვა. გამგეობამ უზნაძის თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ილიას ძეგლის ადგილის შესაკეთებლად თანხის გადადების საკითხი განიხილეს. გამგეობამ ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება და მოსაზრებების გამგეობისთვის წარდგენა ნინო ნაკაშიძესა და ქრისტინე შარაშიძეს დაავალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საისტორიო საზოგადოების გამგეობამ წიგნების ანგარიშიდან ავანსად 40 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ელისაბედ (ლიზა) პეტრეს ასული მესხიშვილი, იაგორ ასამბაძე, ალექსი ისაკის ძე აკოფაშვილი და მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 1238 ცალი „ქართული სახალხო სიმღერები“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 949 ცალი „ქართული სიტყვის ისტორია“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ორი წლის საწევრო, 6 მანეთი, შესწირეს დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანმა, გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძემ, სერგეი გრიგოლის ძე წერეთელმა, ნინო გიორგის ასულმა მაჭავარიანმა, კონსტანტინე დავითს ძე მესხმა, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილმა, ნინო ნიკოლოზის ასულმა მაჭუტაძემ, სვიმონ დავითის ძე ნატროშვილმა, დავით გიორგის ძე ხართიშვილმა და იოსებ იაკობის ძე ჩიჯავაძემ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირება ხელს შეუწყობდა საზოგადოების საქმეების გამოცოცხლებას.