რეგისტრირებული ფაქტები51284
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ელისაბედ (ლიზა) პეტრეს ასული მესხიშვილი, იაგორ ასამბაძე, ალექსი ისაკის ძე აკოფაშვილი და მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ორი წლის საწევრო, 6 მანეთი, შესწირეს დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანმა, გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძემ, სერგეი გრიგოლის ძე წერეთელმა, ნინო გიორგის ასულმა მაჭავარიანმა, კონსტანტინე დავითს ძე მესხმა, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილმა, ნინო ნიკოლოზის ასულმა მაჭუტაძემ, სვიმონ დავითის ძე ნატროშვილმა, დავით გიორგის ძე ხართიშვილმა და იოსებ იაკობის ძე ჩიჯავაძემ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ ხალხი როცა გაიაზრებდა საზოგადოების საქმიანობის მნიშვნელობას, მაშინ მათ ნებართვა აღარ დასჭირდებოდათ გასაწევრიანებლად, ისინი გაბედულად ჩაერთვებოდნენ საქმიანობაში და იტყოდნენ, რომ თავიანთი ეროვნული საქმე თავად უნდა ემართათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ ხალხი საზოგადოების კულტურულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამდა და მათთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეთქვათ, რომ შესაბამისი განათლება არ ჰქონდათ და ამის გამო ვერ მიიღებდნენ წევრებად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, სამსონ პლატონის ძე დადიანი ცდებოდა, რადგან იგი თვლიდა, რომ ხალხისთვის საზოგადოების საქმეებში მონაწილეობის უფლება მაშინ უნდა მიეცათ, როცა ამ დაწესებულების ღირებულებას მიხვდებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გ. ცინცაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან, გამგეობის წევრს თვეში ხელფასი 150 მანეთი ჰქონდა, მუშას კი – ექვსჯერ ნაკლები, 3 მანეთი საწევრო გადასახადი ორივეს არ უნდა გადაეხადა. წესით და რიგით, გამგეობის წევრს მუშასთან შედარებით ექვსჯერ მეტი – 18 მანეთი უნდა გადაეხადა, მუშას კი – 3, მაგრამ 18 მანეთის გადახდაზე ყველა უარს იტყოდა და მაშინ განაცხადებდნენ, რომ ხალხი ვერ შეძლებდა 18 მანეთის გადახდას.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გ. ცინცაძემ განაცხადა, რომ გამგეობის წევრს თვეში 150 ლარი ჰქონდა ხელფასი და საწევროს 3 მანეთს იხდიდა, ამდენივეს ახდევინებდნენ მუშას, რომელსაც გამგეობის წევრთან შედარებით ექვსჯერ ნაკლები ხელფასი ჰქონდა. ცინცაძის აზრით, ეს დიდი უსამართლობა იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, საწევრო გადასახადის სიმცირე არ იყო გარანტია იმისა, რომ საზოგადოების წევრები საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ. გორის, ბათუმის, ჭიათურისა და თბილისის სახალხო უნივერსიტეტებში საქმეს არავინ აკეთებდა მიუხედავად იმისა, რომ 1 მანეთი იყო საწევრო გადასახადი. საქმის კეთების დროს მთავარი ადამიანების შეგნება იყო და არა მცირე საწევრო გადასახადი. სახალხო უნივერსიტეტის წევრებს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონოდათ და საქმე გაეკეთებინათ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ორი წლის საწევრო, 6 მანეთი, შესწირეს ელისაბედ ირაკლის ასულმა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ, გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძემ, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილმა, გიგო (გრიგოლ) ზაქარიას ზე ქურდიანმა, ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ და ლაზარე ალექსის ძე ტურიაშვილმა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ იროდი გლ.-ს ძე ბოლქვაძე, ვასილ ელიზბარის ძე ბერიაშვილი, ვასილ მიხეილის ძე ბებურიშვილი და არსენ ოქროპირის ძე მინაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ჟურნალ-გაზეთები და წიგნები ვრცელდებოდა ხალხში, ისინი სწავლობდნენ წერა-კითხვას, სოფლებში საზოგადოების განყოფილებები სწორედ მათი დახმარებით იხსნებოდა. აქედან გამომდინარე, უსამართლობა იყო იმის თქმა, რომ მოსახლეობა არ იყო მზად საზოგადოების საქმეებში მონაწილეობის მისაღებად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მუშასთან შედარებით მატერიალურად ბევრად კარგ მდგომარეობაში იყო, მაინც უჭირდა 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა და მუშას, რომელსაც მცირე შემოსავალი ჰქონდა უფრო მეტად გაუჭირდებოდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 1-ელ თებერვალს სოფ. ენისელის სკოლის მასწავლებელმა პ. ხატიევმა სკოლის ბიბლიოთეკისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან 28 სხვადასხვა საკითხავი წიგნი მიიღო.