რეგისტრირებული ფაქტები51866
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ანდრია ღულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო, 9 მანეთი, შესწირეს ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძემ, ზაქარია (შაქრო) მიხეილის ძე გულისაშვილმა, დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილმა, მარიამ ზაქარიას ასულმა გაბაშვილმა, რაჟდენ ბართლომეს ძე გვამიჩავამ, გიორგი ივანეს ძე გრძელიშვილმა, ირაკლი ალექსანდრეს ძე გუნცაძემ და ვალერიან ლევანის ძე გუნიამ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ მუშისთვის 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა რთული იყო, რადგან მას თვეში 25-35 მანეთი ჰქონდა შემოსავალი, რომლითაც ცოლ-შვილიც უნდა ერჩინა და სხვა დაწესებულებაშიც შეეტანა თანხა მონაწილეობის მისაღებად, რასაც ყველა ვერ ახერხებდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: პავლე ლუკას ძე ამაშუკელი, ბარბარე ანდრონიკაშვილი, იოსებ დიმიტრის ძე ავალიშვილი, ლევან (ლელო) აბელის ძე ანდრონიკაშვილი და ივანე სოლომონის ძე ანდრონიკაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო, 9 მანეთი, შესწირეს პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუამ, ისაკ ოქროპირის ძე ბახტაძემ, ნინო იოსების ასულმა ბაქრაძე-ბოცვაძემ, ალექსანდრე ელიზბარის ძე გუნდიაშვილმა, იონა გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა, ნესტორ გიორგის ძე გელოვანმა და პლატონ ივანეს ძე გვერდწითელმა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განსვენებული ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის ხსოვნის აღსანიშნად გამგეობის მიერ 9 დეკემბერს გამართულ საგანგებო კრებაზე გამოტანილი რეზოლუცია გააცნო, რომელშიც ეწერა, რომ გარდაცვლილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის თავმჯდომარე იყო დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძის წინადადება პედაგოგიური კურსების გახსნის შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წინადადება ხონში საქალებო სკოლის გახსნისა და ყოველწლიურად 450 მანეთით დახმარების შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გორის სამოსწავლო სემინარიის დირექტორის თხოვნა სტიპენდიით ხუთასი მოსწავლის მიღების შესახებ. თითოეულ მოსწავლეს წელიწადში მხოლოდ ცამეტი თუმანი უნდა გადაეხადა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის წინადადება მეორე მომგებიანი სესხის ბილეთის ყიდვის შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა. სხდომის თავმჯდომარე დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი იყო, თავმჯდომარის მოადგილე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, წევრები კი იყვნენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილი და ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.
1926
ტიპი: ავტორობა
1926 წლის 9 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას წერილობით უხდის მადლობას მიღებული დადგენილებისთვის, რომლის მიხედვითაც ყოფილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმი უნივერსიტეტს უნდა გადასცემოდა. ხელს აწერს პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ვლადიმერ გიორგის ძე ახმეტელაშვილი, ფილიმონ ფარნაოზის ძე ბერძენიშვილი და გიორგი გრიგოლის ძე ბეჟიაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნინო აკოფოვი, ვარდენ ალექსანდრეს ძე ავალიშვილი, გიორგი მინას ძე აბაშიძე და ანდრია მაქსიმეს ძე ანჯაფარიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს განყოფილების ახალი წევრები იუსტინა კობახიძისა, ივანე იულონის ძე ოსიძე და აპოლინარია იოსების ასული მაკალათია.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: შალვა არჩილის ძე ასათიანი, ივანე გიორგის ძე აროშიძე, ცავრინა დარისპანის ასული ახვლედიანი, პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძე და ვასილ გიორგის ძე აბდუშელიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.