რეგისტრირებული ფაქტები50135
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, წინარეხის სკოლისთვის გაეგზავნათ 31. 40 მანეთის ნივთები: 20 სამელნე, 10 ცალი საშლელი, ცარცი, 10 ცალი კალამი, 2 ყუთი მელნის ფხვნილი და სხვა ნივთები.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იოსებ იულონის ძე დადიანი ელენე იულონის ასულ დადიანი-წულუკიძის ძმა იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 28-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 28-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლისთვის 100 თუმნის სესხება სთხოვა.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 14 დეკემბერს ბათუმში მყოფმა სერგი ირაკლის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსების მიერ წართმეული ზღვისპირა შენობის კომპენსაციის ასაღებად დახმარებას ითხოვდნენ. მათ აღებული თანხის გადაცემა სურდათ საზოგადოებისთვის სკოლის ასაშენებლად.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს პავლე ლუკიანეს ძე მჭედლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა, 1901 წელს კი – ბათუმის განყოფილების წევრი.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წელს ოლღა გაბრიელის ასული მჭედლიშვილისა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს მიხეილ ივანეს ძე მდივანი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გრიგოლ ზაქარიას ძე ჯიღაური, ალექსანდრე გიორგის ძე ჯიბაშვილი, გიორგი ექვთიმეს ძე ჯვარშეიშვილი, ერმილე გრიგოლის ძე ჯავროვი და კონსტანტინე ჯიბლაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ექვთიმე ხელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 237. 09 მანეთის წიგნები შესწირა: 260 ცალი „ნატვრისთვალი“, 440 — „იუდას“, 240 ეგზემპლარი „ჩვენს ქალებს“, 200 — „საერო დღესასწაულს“ და 10 — „ირაკლი მეორეს“.
1909
ტიპი: მფლობელობა
1909 წელს ზედაზნის მონასტრის წინამძღოლმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის მამულებიდან მონასტრისთვის მიწის მიყიდვა სთხოვა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მანუილ მელიტონის ძე ჯაში, მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი, ირაკლი ისოტირეს ძე ჯანელიძე, ნადია დავითის ასული ჯუღელი და ივანე აბრამის ძე ჯავახიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს დომინიკა ერისთავის თხოვნა, სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთის სესხად მიცემის შესახებ.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წელს მიხეილ მალაქიას ძე მენაღარაშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წელს იოსებ ანდროს ძე მერკვილაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ალექსანდრე გიორგის ძე მეზვრიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარის მაგივრობა შეასრულა დავით კარიჭაშვილმა, მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, კრებას დაესწრნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, პეტრე სურგულაძე და ალექსანდრე მდივანი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე სამსონ ფირცხალავას თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებათა კრების შესახებ ცნობების შეგროვება დაევალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პირველმა ეროვნულმა ყრილობამ ნოე რამიშვილის მონაწილეობით საჭიროდ ცნო, დაუყოვნებლივ გამოექვეყნებინა საკანონმდებლო დეკრეტი ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ სკოლების სრული ნაციონალიზციის შესახებ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, დავით ძაძამიძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დაენიშნათ.