რეგისტრირებული ფაქტები51284
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ დავით ნესტორის ძე ახვლედიანი, ელენე ქაიხოსროს ასული ანტონოვსკი, კოსტა იაკობის ძე არველაძე და პელაგია ვარდენის ასული ახალაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მასწავლებელმა ივანე გომელაურმა თავისი წიგნების ჰონორარიდან 100 000 მანეთი სთხოვა. იმ დროისთვის გომელაურს მიღებული ჰქონდა 350 000 მანეთი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 1-ელ ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კანცელარიისა და მაღაზიის მომსახურეთა განცხადება მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობის შესახებ. გამგეობამ პრეზიდიუმს ამ საკითხზე მსჯელობა და მოსაზრების წარდგენა დაავალა. ოქმს ხელი მოაწერეს შიო დედაბრიშვილმა, თევდორე კიკვაძემ და იოსებ გიორგობიანმა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ ივლისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მოხსენება საზოგადოების მთავარი გამგეობის მუშაობის შესახებ. გამგეობამ სარევიზიო კომისიისთვის პასუხის გაცემა პრეზიდიუმს დაავალა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო, 9 მანეთი, შესწირეს ვლადიმერ ალექსანდრეს ძე რატიშვილმა, ალექსანდრე გრიგოლის ძე სოლოღაშვილმა, ივანე ზაალის ძე სვანიშვილმა, ალექსანდრე გაბრიელის ძე ქართველიშვილმა, ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილმა, ევგენი (გენო) დავითის ძე ქობულაშვილმა, ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ივანე ალექსის ძე ბუქურაული, ნინო ვლადიმირის ასული ბაქრაძე და ვლას მელიტონის ძე ბოხოხაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე სახალხო უნივერსიტეტში მუშაობდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ეფრემ მიხეილის ძე ბილანაშვილი, ნატალია ბეროზაშვილი და ალექსანდრე დიმიტრის ძე ბზიავა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სვიმონ გრიგოლის ძე ბუკია, ვანო ეგნატეს ძე ბერაძე, მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი, ივანე ესტატეს ძე ბედოშვილი და ელენე მიხეილის ასული ბილანაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: აკაკი არტემის ძე ბუაჩიძე, ნიკო ილიას ძე ბერეჟიანი, ივანე ერასტის ძე ბერძენიშვილი, მოსე მარიკოს ძე ბიბინეიშვილი და გიორგი (გიგო) ბერელაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იაკობ ბახია, ნიკიფორე ილარიონის ძე ბურჭულაძე, თებრონე ერმილეს ასული ბურჭულაძე, სერაპიონ იოსების ძე ბურჭულაძე და მიხეილ დავითის ძე ბარნაბიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო – 30 მანეთის ოდენობით შესწირეს ბარბარე გიორგის ასულმა ბარათაშვილმა, თამარ დავითის ასულმა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა და გიორგი ივანეს ძე მუსხელიშვილმა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ქალაქის თვითმმართველობის სკოლების გამგე-კოლეგიამ მონტესორის სახელმძღვანელოს გამოცემა სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, მონტესორის ბროშურა სარეცენზიოდ სასწავლო კომიტეტისთვის გადაეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დიმიტრი უზნაძემ წიგნების ჰონორარის მომატებული ფასების მიხედვით გადახდა სთხოვა. გამგეობამ უზნაძისთვის გაყიდული წიგნების 20%-იდან თანხის მომატებული ფასების მიხედვით მიცემა გადაწყვიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თ. კიკვაძის მოხსენება დ. კარიჭაშვილის განმარტებასთან დაკავშირებით. მოხსენების განხილვა გადაიდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობას დიმიტრი უზნაძემ 100 ცალი წიგნის, „ანრი ბერგსონის“ ნაღდი ფულით შეძენა სთხოვა. გამგეობამ უზნაძის თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ილიას ძეგლის ადგილის შესაკეთებლად თანხის გადადების საკითხი განიხილეს. გამგეობამ ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება და მოსაზრებების გამგეობისთვის წარდგენა ნინო ნაკაშიძესა და ქრისტინე შარაშიძეს დაავალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საისტორიო საზოგადოების გამგეობამ წიგნების ანგარიშიდან ავანსად 40 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.