ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51284

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა. სხდომის თავმჯდომარე დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი იყო, თავმჯდომარის მოადგილე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, წევრები კი იყვნენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილი და ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 9 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას წერილობით უხდის მადლობას მიღებული დადგენილებისთვის, რომლის მიხედვითაც ყოფილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმი უნივერსიტეტს უნდა გადასცემოდა. ხელს აწერს პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ვლადიმერ გიორგის ძე ახმეტელაშვილი, ფილიმონ ფარნაოზის ძე ბერძენიშვილი და გიორგი გრიგოლის ძე ბეჟიაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნინო აკოფოვი, ვარდენ ალექსანდრეს ძე ავალიშვილი, გიორგი მინას ძე აბაშიძე და ანდრია მაქსიმეს ძე ანჯაფარიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს განყოფილების ახალი წევრები იუსტინა კობახიძისა, ივანე იულონის ძე ოსიძე და აპოლინარია იოსების ასული მაკალათია.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: შალვა არჩილის ძე ასათიანი, ივანე გიორგის ძე აროშიძე, ცავრინა დარისპანის ასული ახვლედიანი, პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძე და ვასილ გიორგის ძე აბდუშელიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო, 9 მანეთი, შესწირეს სევასტი მიხეილის ძე გაჩეჩილაძემ, ანა დიმიტრის ასული გვარამაძემ, შიო ედიშერის ძე დავითაშვილმა, დავით ანტონის ძე დაფქვიაშვილმა, ზაქარია ალექსის ძე დავითაშვილმა, დავით ალექსის ძე დავითაშვილმა და დავით ივანეს ძე დათოშვილმა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის რწმუნებულის, ლავრენტი სანაძის განცხადება. სანაძეს გიორგი ყაზბეგის ნივთები უნდა ჩაებარებინა. ნივთები, რომელთა გადმოტანა ნახევარი მილიონი მანეთი დაჯდებოდა, ყაზბეგის ერთ-ერთი ნათესავისთვის უნდა ჩაებარებინათ. ამ საქმის მოსაგვარებლად გამგეობამ 100 000 მანეთი გამოყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე შიო დედაბრიშვილის მონაწილეობით განიხილეს თხოვნა მომსახურე პირებისა, რომელთაც რვა დღის განმავლობაში არ ჰქონდათ მიღებული პურის რაციონი, მიეცათ შესაბამისი თანხა ბაზრის ფასების მიხედვით. გამგეობამ დაადგინა, რვა დღის პურისთვის საჭირო თანხა – 20000 მანეთი გაეცა მათზე. ანგარიში საზოგადო წესების მიხედვით უნდა გაესწორებინათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრი თევდორე კიკვაძე და თავმჯდომარე შიო დედაბრიშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს არქივის დირექტორის, ვუკოლ ბერიძის თხოვნა არქივისთვის ქართველიშვილის გამოცემული ვეფხისტყაოსნის ერთი ეგზემპლარის უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ ბერიძის თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა კოოპერატიული ბიბლიოთეკისთვის „ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეული გამოცემის 50 000 მანეთად დათმობის შესახებ. გამგეობამ ერთი ეგზემპლარის 100 000 მანეთად მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას პავლე საყვარელიძემ „ქილილა და დამანას“ ერთი ეგზემპლარი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა საყვარელიძისთვის წიგნის 10 000 მანეთად მიეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მომსახურე პირებმა პურის რაციონისთვის განკუთვნილი თანხის გადახდა სთხოვეს. მუშებს პურით მომარაგება 20 ივნისიდან შეუწყვიტეს. საკითხის განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე რვეულების ფასის მომატების საკითხი განიხილეს. პრეზიდიუმის აზრით, ფასი 10 000 მანეთამდე უნდა გაეზარდათ. გამგეობამ ფასის 800 მანეთამდე გაზრდა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გიორგი ყაზბეგის ნივთების ჩაბარების საკითხი განიხილეს. ამ საკითხის მოგვარება მეთოდე კაკაბაძის ნაცვლად არჩეულ გამგეობის ახალ წარმომადგენელს, ლავრენტი სანაძეს დაავალეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას შიო მღვიმელმა თავისი წიგნების ჰონორარიდან 50 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, 25 000 მანეთი მიეცა.

1900

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, პეტრე მირიანაშვილმა საზოგადოების გამგეობას გადასცა ქართველ მეფეთა სია ქართულ და რუსულ ენებზე.

1900

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, თამარა მიქაბერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სპილენძის მონეტა გადასცა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო, 9 მანეთი, შესწირეს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ, პელაგია ანტონის ასულმა დაფქვიაშვილმა, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დიასამიძემ, ილია გლახას ძე დურგლიშვილმა, ივანე მიხეილის ძე დაკიშევმა, გიორგი დიმიტრის ძე დაფქვიაშვილმა, ვასილ გიორგის ძე ენუქიძემ, ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილმა, ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილმა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს მასწავლებელი ნ. ჯაჯანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებს, რომ სოფელ ნორიოს სკოლა საჭიროებს შემდეგ წიგნებს: რაფიელ ერისთავის „იგავ-არაკნი“, ი. გოგებაშვილის „პატარა ბიბლიოთეკა“, „ამბები სოფლის ცხოვრებიდან“ (გადმოკეთებული ანთ. ჯუღელისგან), დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“, „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“, წმინდა სახარება მხედრულზე, ალ. ორბელიანის ოთხმოქმედებიანი ტრაგედია „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“, პლატონ იოსელიანის „ქართული გრამატიკა“, ანტონ ფურცელაძის თხზულება „ავაზაკნი“, გრ. რჩეულოვის „ანუკა ბატონიშვილი, ისტორიული მოთხრობა“, ილია ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ და „დიმიტრი თავდადებული“, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“, ი. დავითაშვილის ლექსები „სტვირი“ და ივანე კერესელიძის ლექსები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყა, რომ 6 თებერვალს სოფელ მეჯვრისხევის სასწავლებელში მიიღეს 50 წიგნი, მათ შორის 6 ეგზემპლარი „დედა ენა“, „ლოცვანი“ – 3, ჯუღელის „წერის დედანი“ – 1, ი. როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, მ. ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, ახალი აღთქმა - 1, „იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 1, „იგავ-არაკნი, გამოკრებილნი სიბრძნე-სიცრუიდგან და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 3.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 თებერვალს სოფ. მეჯვრისხევის სასწავლებლის პედაგოგმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო.