ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51284

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე რუბენ ლუარსაბის ძე ყიფიანმა მოითხოვა საწევრო გადასახადის ერთ მანეთამდე შემცირების საკითხი ღია კენჭისყრით გადაეწყვიტათ.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს შიო არაგვისპირელის პატივსაცემად გაწეული ხარჯი: გვირგვინისთვის ათი მანეთი, ლენტისთვის ექვსი მანეთი, განცხადებისთვის ათი მანეთი, წარწერისთვის სამი მანეთი. სულ ოცდაცხრა მანეთი. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება კ. აბაშიძის ეტიუდის „შიო არაგვისპირელის ნაწერების კრიტიკული მიმოხილვის“ გამოცემის შესახებ. საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ეტიუდის გამოცემა გადაედოთ. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებმა – დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ლომთათიძემ, პროკოფი ჯაფარიძემ, პავლე საყვარელიძემ, ა. ცინცაძემ, რევაზ გაბაშვილმა, ილია ნაკაშიძემ, გრიგოლ ბურჭულაძემ, გ. ცინცაძემ, თევდორე კიკვაძემ, პეტრე გელეიშვილმა, ირაკლი ამირეჯიბმა, მიხეილ სარაჯიშვილმა, დიმიტრი დუმბაძემ, ფილიპე გოგიჩაიშვილმა, რუბენ ყიფიანმა, არჩილ ჯაჯანაშვილმა, გრიგოლ რცხილაძემ და ვარლამ ბურჯანაძემ – საწევროს ერთ მანეთამდე შემცირების საკითხი ფარული კენჭისყრით გადაწყვიტეს.

პირები
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ალექსანდრე (სანდრო) სპირიდონის ძე ლომთათიძე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძე პავლე დავითის ძე საყვარელიძე (ნ. საქარელი) ა. ცინცაძე რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი (რ. გ., რაე, ღამურა) ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე გ. ცინცაძე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი (ირონარი, ლაცრიმოსუსი, ყარიბი) ირაკლი ამირაჯიბი მიხეილ პეტრეს ძე სარაჯიშვილი დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი (უგვარო, ფ. პატრიშვილი) რუბენ ლუარსაბის ძე ყიფიანი (ლეჩხუმელი, რალფი) არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე
წყარო

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 8 სექტემბერს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის 1889-1890 სასწავლო წლის მოკლე ანგარიში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი იყო, თავის სკოლას მესამე განყოფილება მიამატა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ანდრია ღულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო, 9 მანეთი, შესწირეს ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძემ, ზაქარია (შაქრო) მიხეილის ძე გულისაშვილმა, დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილმა, მარიამ ზაქარიას ასულმა გაბაშვილმა, რაჟდენ ბართლომეს ძე გვამიჩავამ, გიორგი ივანეს ძე გრძელიშვილმა, ირაკლი ალექსანდრეს ძე გუნცაძემ და ვალერიან ლევანის ძე გუნიამ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო საწევრო გადასახადის შემცირება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ თავად მუშები და გლეხები მოითხოვდნენ საწევრო გადასახადის შემცირებას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირება ხელს შეუწყობდა საზოგადოების განყოფილებების გამრავლებას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ ლიხაურის, ბათუმის, სოხუმისა და სხვა ქალაქის საზოგადოების განყოფილებები მოითხოვდნენ საწევრო გადასახადის შემცირებას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ არამარტო მუშებისთვის, გლეხებისთვისაც რთული იყო 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ მუშისთვის 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა რთული იყო, რადგან მას თვეში 25-35 მანეთი ჰქონდა შემოსავალი, რომლითაც ცოლ-შვილიც უნდა ერჩინა და სხვა დაწესებულებაშიც შეეტანა თანხა მონაწილეობის მისაღებად, რასაც ყველა ვერ ახერხებდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: პავლე ლუკას ძე ამაშუკელი, ბარბარე ანდრონიკაშვილი, იოსებ დიმიტრის ძე ავალიშვილი, ლევან (ლელო) აბელის ძე ანდრონიკაშვილი და ივანე სოლომონის ძე ანდრონიკაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ ხალხისთვის საშუალება უნდა მიეცათ გაწევრიანებულიყვნენ და ემუშავათ საზოგადოებაში.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო, 9 მანეთი, შესწირეს პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუამ, ისაკ ოქროპირის ძე ბახტაძემ, ნინო იოსების ასულმა ბაქრაძე-ბოცვაძემ, ალექსანდრე ელიზბარის ძე გუნდიაშვილმა, იონა გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა, ნესტორ გიორგის ძე გელოვანმა და პლატონ ივანეს ძე გვერდწითელმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განსვენებული ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის ხსოვნის აღსანიშნად გამგეობის მიერ 9 დეკემბერს გამართულ საგანგებო კრებაზე გამოტანილი რეზოლუცია გააცნო, რომელშიც ეწერა, რომ გარდაცვლილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის თავმჯდომარე იყო დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძის წინადადება პედაგოგიური კურსების გახსნის შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წინადადება ხონში საქალებო სკოლის გახსნისა და ყოველწლიურად 450 მანეთით დახმარების შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გორის სამოსწავლო სემინარიის დირექტორის თხოვნა სტიპენდიით ხუთასი მოსწავლის მიღების შესახებ. თითოეულ მოსწავლეს წელიწადში მხოლოდ ცამეტი თუმანი უნდა გადაეხადა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის წინადადება მეორე მომგებიანი სესხის ბილეთის ყიდვის შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანის თხოვნა, რომ გამგეობას მისთვის „საზოგადო ისტორიის“ ქართულ ენაზე გამოსაცემად ერთი წლით ხუთასი მანეთი ესესხებინა.