ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51284

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება მეჯვრისხევის სასოფლო სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფ. მეჯვრისხევის სასწავლებლის პედაგოგ თეოფილე კანდელაკს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო, 9 მანეთი, შესწირეს კონსტანტინე (კოტე) ზაქარიას ძე მაყაშვილმა, ვერა დავითის ასულმა მიქაბერიძემ, ივანე ნიკოლოზის ძე მაჭავარიანმა, იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ, სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა, სოლომონ ბესარიონის ძე მდინარაძემ, ვასილ მიხეილის ძე მანსვეტაშვილმა, რევაზ გიორგის ძე მაყაშვილმა, სალომე გიორგის ასულმა მაღალაშვილმა, გიორგი ანდრიას ძე ლაზარაშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ გამგეობას შესთავაზა წინადადება, რომ შესაბამის ორგანოებთან აღეძრა შუამდგომლობა საწევრო გადასახადის შემცირების შესახებ წესდების მეათე მუხლის შესაცვლელად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირების საკითხი საკმაოდ გარკვეული იყო, კამათი საჭირო აღარ იყო და საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად სჯობდა კენჭისყრა დროულად დაეწყოთ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გეგეჭკორმა განაცხადა, რომ საწევრო მანეთამდე უნდა შეემცირებინათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხალხი უნდა დაეინტერესებინათ საზოგადოების საქმეებით და ეს დაწესებულება დაეკავშირებინათ ხალხთან.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 ნოემბერს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1881 წლის 29 აპრილს სკოლამ მიიღო „ბუნების კარი“ – 5, „დედა ენა“ – 25, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“ – 10, ა. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 29.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვლადიმერ ამირანის ძე ბერაძე, გაბრიელ სვიმონის ძე ბურჭულაძე, ილიკო კიმოთეს ძე ბოჭორიშვილი და სერაფიონ ბოლქვაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი ბერუაშვილი, კოსტა ივანეს ძე ბარქანაძე, ივანე სოლომონის ძე ბაქრაძე, ბარბარე ივანეს ასული ბერიშვილი და ეკატერინე ივანეს ასული ბასიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივანე გიორგის ძე ბექაური, გიორგი იოსების ძე ბეშკენაშვილი, ილია ბესარიონის ძე ბახტაძე და ლავრენტი სპირიდონის ძე ბოჭორიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ ის მას როგორც კარგ ნაცნობს ისე სწერდა და დარიგებას სთხოვდა მას საზოგადოების ზუდიდის განყოფილების მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სვიმონ ბალავაძე, სერაპიონ ბოჭორიშვილი, დარჩო ბერიაშვილი, არჩილ ფილიპეს ძე ბედენაშვილი და ნინო ალექსის ასული ბადიაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ეკატერინე (კატო) პავლეს ასული ბუაძე, მიხეილ ილიას ძე ბიძინაშვილი, დიმიტრი ნიკოლოზის ძე ბაქრაძე და ლევან პავლეს ძე ბუაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 ინვისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებამ განყოფილებათა რწმუნებულების კანდიდატებად ანა სოლოღაშვილი, სოფრომ ტარუაშვილი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი, იროდიონ სონღულაშვილი და იუსტინე აბულაძე დაამტკიცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხალხი კი არ უნდა დაეფრთხოთ, არამედ პირიქით, უნდა დაეახლოვებინათ საზოგადოებასთან.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მუშათა კავშირებსა და სხვა პროფესიულ ორგანიზაციებში საწევრო გადასახადი მინიმუმიდან იწყებოდა და როცა საჭიროდ ჩათვლიდნენ წევრები, მაშინ ცვლიდნენ წესდებას და ზრდიდნენ გადასახადს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საწევრო გადასახადი მანეთი უნდა ყოფილიყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განუცხადა, რომ თუ საზოგადოების განვითარება სურდათ, მაშინ ფართო მასა უნდა დაეინტერესებინათ, ხალხის სურვილებისთვის ემსახურათ და საწევრო გადასახდი შეემცირებინათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საზოგადოება კულტურული დაწესებულება იყო და არა საქველმოქმედო. ეს ყველას კარგად უნდა სცოდნოდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო, 9 მანეთი, შესწირეს ანტონ მაქსიმეს ძე თოთიბაძემ, ალექსანდრე ლევანის ძე თოიძემ, გაბრიელ ივანეს ძე თულაშვილმა, კონდრატე დავითის ძე თათარაშვილმა, ზაქარია დავითის ძე თოიძემ, ელისაბედ ნიკოლოზის ასულმა თულაშვილმა, მიხეილ პეტრეს ძე ისარლიშვილმა და იაკობ პეტრეს ძე ისარლიშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, წინა კრებაზე საწევრო გადასახადის შემცირების მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ ხალხი მზად არ იყო საზოგადოების საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად და ამიტომ არ უნდა შეემცირებინათ იგი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, წინა კრებაზე საწევრო გადასახადის შემცირების მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ თუ საწევრო გადასახადს შეამცირებდნენ საზოგადოებას დახურავდნენ.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 3 აპრილს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება სწერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობას, რომ საზოგადოება უნივერსიტეტს უფლებას აძლევს (საჭიროებისდა მიხედვით) ზოგიერთი ეთნოგრაფიული ნივთი გადასცეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.