ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52118

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 მარტის „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე ფიზიკურად გაუსწორდა თბილისის სემინარიის რექტორს, მტარვალს, გამარუსებელი პოლიტიკის გამტარებელს, რომელმაც ქართულ ენას შეურაცხყოფა მიაყენა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს, საქართველოს მუშათა მოძრაობის მორონიერების შემდეგ, სილიბისტრო ჯიბლაძე პეტერბურგს გაემგზავრა, წაიღო ამ მოძრაობის ბროშურები, და საქართველოს მუშათა ბრძოლა რუსეთისას დაუკავშირა, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა გახდა რუსეთის მოძრაობის შტო. მას რუსეთიდან ჩამოჰყვნენ რევოლიციონერები კურნატოვსკი და ფრანჩესკო საქართველოში სამუშაოდ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ ნოემბერს სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა სხდომა საუწყებათშორისი კომისიისა, რომელსაც, დამფუძნებელი კრების მიერ 8 ივლისს მიღებული დეკრეტის თანახმად, დავალებული ჰქონდა ორი მილიონი თანხის განაწილების წესის შემუშავება და შემდეგ ქართველი ახლგაზრდების გაგზავნა საზღვარგარეთ სპეციალური სწავლა-განათლების მისაღებად ან ცოდნის შესაძენად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ ნოემბერს სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათშორისი კომისიის სხდომაზე გამოიტანეს დადგენილება, სავალდებულო ყველა სახელმწიფო სტიპენდიატისთვის: საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა დაუბრკოლებლად შეუძლიათ მათ, ვისაც სამხედრო ბეგარა მოხდილი აქვს; ან ვინც წარმოადგენს საბუთს, რომ სამხედრო ბეგარის მოხდა უწევთ, მაგრამ ვერ წარმოადგენენ განთავისუფლების მოწმობას, და ირიცხებიან კანდიდატთა სიაში, ისინი საზღვარგარეთ გაიგზავნებიან სამხედრო ბეგარის მოხდის შემდეგ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ ნოემბერს სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს მცირე კომისიისაგან შემუშავებული სია საზღვარგარეთ სასწავლებლად გასაგზავნი ღირსეული კანდიდატებისა და ამ სიის მიხედვით დაამტკიცეს და სტიპენდია დაუნიშნეს სხვადასხვა სამინისტროს კანდიდატებს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ქუთაისში ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძესთან შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14 მანეთი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ჩოხატაურშია სამოელ თავართქილაძის წიგნის მაღაზიაში შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14 მანეთი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ოზურგეთში მოსე სოლომონის ძე თალაკვაძესთან შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ხიდისთავში ნესტორ კონსტანტინეს ძე კობიძესთან შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14 მანეთი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ფოთში სიმონ დიმიტრის ძე ორაგველიძესთან შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 ოქტომბრის „თავისუფალი საქართველოში“ (N12) დაბეჭდილ წერილში „ერთა ლიგაში“, აღნიშნულია, რომ ერთა ლიგის ყრილობამ ჟენევაში მიიღო რეზოლუცია დამშეული რუსეთის, ასევე დამშეული საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სასარგებლოდ. ყრილობაზე კონსტანტინე საბახტარაშვილი ორჯერ შეხვდა ბრიტანეთის წარმომადგენელ ფიშერს, რომელმაც ინიციატივა აიღო საქართველოს დასახმარებლად, აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების მდგომარეობა გაუარესდა ბოლშევიკური რუსეთის ხანგრძლივი ოკუპაციის გამო, შვეიცარიის წარმომადგენელი ბ. მოტაც შეეხო პოლიტიკურ საკითხს, საქართველოზე გაკვრით ილაპარაკეს ბელგიელმა ანრი ლაფონტენმა და ფინელმა ენკელმა.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 აგვისტოს ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N5) დაბეჭდილ წერილში „კომისრების გაქურდვა“ ნათქვამია, რომ ბოლშევიკების ჩამოსვლის შემდეგ ქურდობა-ყაჩაღობამ მოიცვა მთელი მხარე, ბოლშევიკების მეთაურებსაც არ ერიდებიან, თბილისში გაქურდეს სერგო ქავთარაძე, მე-11 არმიის ჩეკას თავმჯდომარე პანკრატოვი და ქართული ჩეკას თავმჯდომარე კოტე ცინცაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 ივნისს ნოე ჟორდანია ჩავიდა ბრიუსელში. მას სადგურზე დახვდა სოციალისტური პარტიის დელეგაცია: ვან-როს ბრეკი, კამილ ჰიუსმანსი, ეკელერი და გაზეთ „პუპელის“ თანამშრომლები.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 ივნისს ნოე ჟორდანია ბრიუსელში ჩავიდა. ემილ ვანდერველდემ თავისი წარმომადგენელი გაუგზავნა, რადგან თვითონ მთავრობის საგანგებო სხდომაზე იმყოფებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ივნისს ნოე ჟორდანია ბრიუსელში სოციალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო. მისი მისვლისას სხდომა შეწყვიტეს და ოვაციებით შეხვდნენ. მისასალმებელი სიტყვით მიმართა ემილ ვანდერველდემ, რომელმაც გაიხსენა საქართველოში მოგზაურობა და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო სამართლიანად გაიმარჯვებს და მალე შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ივლისი ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაიბეჭდა წერილი ნოე ჟორდანიას ბელგიის უმთავრეს ქალაქებში მოგზაურობის შესახებ. ბრიუსელის როგორც სოციალისტურმა, ისე არასოციალისტურმა გაზეთებმა დაბეჭდეს მისი ფოტო და წერილები საქართველოს დემოკრატიისა და მისი ბელადის შესახებ.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ სოციალისტურმა ორგანიზაციამ ნოე ჟორდანია ბრიუსელიდან ანტვერპენში მიიწვია. მუშათა ორგანიზაციამ იგი დიდებულად მიიღო. სტუმარს ახლდნენ კამილ ჰიუსმანსი, ლუი დე ბრიუკერი, ეკელერი და სხვ. იგი წარადგინა ეკელერმა და მოკლედ დაახასიათა ბელგიისა და საქართველოს ბედის მსგავსება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ ბელგიიდან ნოე ჟორდანია გაემგზავრა ინგლისში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ ნოე ჟორდანია ანტვერპენში შეხვდა მუშათა ორგანიზაციას. შეხვედრაზე დე ბრიუკერმა ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული წყობის თავისებურებებზე, თანაგრძნობა გამოხატეს მუშებმაც, საგანგებოდ მოწვეულმა ფ. ლასალის სახ. გუნდმა შეასრულა რევოლუციური სიმღერები და საქართველოს ჰიმნი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, გურიაში დაიჭირეს სიო ჭანტურიშვილი, კალე ქავთარაძე და სხვ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბოლშევიკებმა, გამოცხადებული „ამნისტიის“ მიუხედავად, პირველი დღიდანვე დაიწყეს სოციალ-დემოკრატთა დაჭერა. ცეკა რევკომს რეპრესიების გაძლიერებას სთხოვდა. სტალინი თბილისში რომ ჩამოვიდა, ფილიპე მახარაძე, როგორც „რბილი“ მმართველი, გადააყენეს. მის ადგილას დანიშნეს ბუდუ მდივანი და დაიწყო ბოლშევიკების გაძლიერებული ძებნა და დაჭერა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბოლშევიკები თუ აქამდე სისხლის სამართლის დამნაშავეებსა და წითელარმიელებს ხვრეტდნენ, ახლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მისდგნენ. ეძებდნენ დავით შარაშიძეს, რომელიც უკვე საზღვარგარეთ იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართულ თეატრში წარმოადგინეს შირვანზადეს „ნამუსისთვის“ და ვოდევილი „გულმა იგრძნო“, რომელშიც ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, გედევან გედევანოვი და ნიკოლოზ გვარაძე მონაწილეობდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი ნეკროლოგის მიხედვით, სტეფანე ახმეტელაშვილის სანაპირო ჯარების ხელმძღვანელობის დროს კახეთს მიადგა კომუნისტების ლაშქარი, რომელსაც იგი მცირე ჯარით დიდხანს უმკლავდებოდა და მხოლოდ თბილისის დაცემის შემდეგ ჩაუვარდა ხელში წითელ ჯარებს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ ივლისს ბერლინის ერთ-ერთ დარბაზში გაიმართა დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატების კონფერენცია, რომელზეც მიიწვიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წარმომადგენლები: კარლო ჩხეიძე და ნოე რამიშვილი.