რეგისტრირებული ფაქტები50348
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ილარიონ დიმიტრის ძე ყუფარაძე, სამსონ ლუკას ძე ყაზაიშვილი, გიორგი ილარიონის ძე ყენია, ამბაკო ლევანის ძე ყუფარაძე, სერგო ყუფარაძე, კონსტანტინე ივანეს ძე ყაზაიშვილი, ლავრენტი ალექსის ძე ფირცხალავა და ივანე ივანეს ძე ფანცულაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს პორფილე საბას ძე ქემხაძე, ლეონიდე სიმონის ძე ქიქოძე, ნინო დავითის ასული ქიქოძისა, მიხეილ ოქროპირის ძე ქემოკლიძე, გალაქტიონ ოქროპირის ძე ქემოკლიძე, ოლღა ივანეს ასული ქემოკლიძისა, ეფემია მიხეილის ასული ქემოკლიძე და იულია მიხეილის ასული ქემოკლიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 24 მარტს სოფლის სკოლის დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრთა წლიური კრება, რომელიც დილის 11 საათზე გახსნა გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე ნინიკაშვილმა. მონაწილეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს დიდებული მგოსნის, აკაკი წერეთლისა და თავდადებული საზოგადო მოღვაწის, ვარლამ გელოვანის ხსოვნას.
1915
ტიპი: განათლება
1915 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ შემდეგი შესწორებები შეიტანა წლის ხარჯთაღრიცხვაში: სასწავლო წიგნებისა და ნივთების საწყობისათვის გადაიდოს 200 მანეთი, ქვემო მაჩხაანის ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის – 160 მან., ჯუგაანის სამკითხველოსთვის – 80 მან., ზემო მაჩხაანისთვის – 70 მან. (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
1915
ტიპი: განათლება
1915 წლის 24 მარტს გამართულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებამ წლის ხარჯთაღრიცხვაში 80 მანეთის სახალხო და საბავშვო წიგნაკები გაითვალისწინა იმ სოფლებისთვის, სადაც არ ჰქონდათ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები, სახელდობრ – მირზაანში, ტიბაანში, არბოშიკში, ოზაანსა და ასანურში სოფლის მასწავლებელთა პასუხისმგებლობით დარიგდებოდა აღნიშნული ლიტერატურა (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი ეგნატე ნინიკაშვილი, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ წარმოდგენა-სეირნობათა გასამართავი კომისიის წევრებად აირჩია შემდეგი პირები: ოლღა ნატროშვილი, ელენე ბოსტაშვილი, ივლიტა მენთეშაშვილი, ალექსანდრე ნადირაშვილი, ვასო ალუღიშვილი, ზაქარია სარალიძე, ალექსანდრე ჯანყარაშვილი; თავის მხრივ, კომისიამ აირჩია ხაზინადარი (ალ. ჯანყარაშვილი) და მისი თანაშემწე (ელენე ბოსტაშვილი). კრებამ კომისიას მოქმედების თავისუფლება მიანიჭა, მხოლოდ მატერიალური საკითხები უნდა შეეთანხმებინათ გამგეობის წევრებთან.
1915
ტიპი: სტატუსი
1915 წლის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობა იძულებული შეიქნა საგანგებო საპატიო პირები აერჩია, რომლებიც საწევროების ასაკრეფად ივლიდნენ სოფლებში, სახელდობრ: ტიბაანში – ალექსანდრე თათარაშვილი და ზურაბ ნაცვლიშვილი; ჯუგაანში – ილია შანშიაშვილი, რაჟდენ კიკილაშვილი, ფიფო ალადაშვილი, ილიკო მენთეშაშვილი; ქვემო მაჩხაანში – ვასილ ნადირაშვილი, სოლომონ კურცხალია, ეგნატე მენთეშაშვილი, ბოქაული შაქრო გურამიშვილი; ზემო მაჩხაანში – ბლაღოჩინი კირილე ღვთისავრიშვილი, ელენე ბოსტაშვილი, გიო ბოსტაშვილი, გიორგი ბერიაშვილი; მირზაანში – გიგო ლაპიაშვილი, ილია ალადაშვილი, შაქრო პოპიაშვილი, შაქრო სარალიძე. აღნიშნულ პირთაგან მხოლოდ ზ. ნაცვლიშვილმა და ალ. თათარაშვილმა შეძლეს დავალების შესრულება.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წლიური ანგარიშის თანახმად, განყოფილებას საანგარიშო წელს გამოაკლდა ოცდათორმეტი წევრი, შეემატა – ცხრა. 1915 წლის 1-ლი იანვრისთვის ფილიალს ორმოცდაერთი წევრი ჰყავდა. ანგარიშს ხელი მოაწერეს გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა და ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი და მეთოდე კაკაბაძე თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 მარტს გაიმართა ქალაქ პეტროვსკის (მაჰაჩყალა) ქართველთა საზოგადოების კრება, სადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გახსნა გადაწყდა. კრებას მიხეილ ილიას ძე ჯავაშვილი ხელმძღვანელობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 29 მარტს მიხეილ ილიას ძე ჯავაშვილი, დავით მაკარის ძე გაჩეჩილაძე, კონსტანტინე გიორგის ძე გეგელიძე, ილია დიმიტრის ძე დანელია, დ. ი. ეგორაშვილი და კ. ბ. ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჰაჩყალის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1915
ტიპი: სტატუსი
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალში 41 წევრი ირიცხებოდა, მათ შორის: მღვდელი დავით ნაცვლიშვილი, მღვდელი ივანე მენთეშაშვილი, მინა მალაქიას ძე მარუაშვილი, ელენე ილიას ასული შანშიაშვილი, სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია (ხაზინადარი), ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, მოსე ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, ივლიტა მიხეილის ასული მენთეშაშვილი, ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი, ნადეჟდა გრიგოლის ასული ჯანყარაშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი, ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი, ზაქარია ილიას ძე ფაშალიშვილი, რაჟდენ ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, ილია იოსების ძე მენთეშაშვილი, თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 4 აპრილს მოსე ივლიანეს ძე სულუხია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გროზნოს განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ) აირჩიეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 4 აპრილს ვ. ვ. გიგინეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გროზნოს განყოფილების მდივნად აირჩიეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს მალაქია პეტრეს ძე ნაჭყებია, გიორგი პავლეს ძე ნიკიტინი, სამსონ სიმონის ძე ნიკურაძე, ანდრია გრიგოლის ძე ნადირაძე, ირაკლი ანდრიას ძე მეგრელიძე, პავლე ვასილის ძე მანჯგალაძე და დავით ბესარიონის ძე მანჯგალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ალისო ბესარიონის ძე მიქაშვილი, პავლე ლუკიანეს ძე მჭედლიშვილი, კაროლინა ქრისტეფორეს ასული მჭედლიშვილი, სილოვან ბესარიონის ძე მიქაძე, დომენტი ივანეს ძე მჟავანაძე, მემედ მექნიოღლი, ეფემია მირზას ასული მახარაძისა და მიხეილ მანჯგალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ ქალთა საზოგადოების თხოვნა ახლად გახსნილი ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის საზოგადოების გამოცემებიდან თითო ეგზემპლარის მიცემის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს იროდი ალექსანდრეს ძე ქაჯაია, ანა ქაჯაიასი, ალექსანდრე ლუკას ძე ქაცარავა, ფარნაოზ თეიმურაზის ძე ქანთარია, ანტონ ივანეს ძე ქარცივაძე, ნოე ლუკას ძე ქაცარავა, ირაკლი ფოკას ძე ქანდარია და ნინო პავლეს ასული ქაცარავასი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ისაკი თევდორეს ძე ფირცხალავა, თომა დარისპანის ძე ფირცხალავა, იაკობ სიმონის ძე ფილიპოვი, ბახვა გოჯოს ძე ფიფია, ათანია ნიკოლოზის ასული ფიფიასი, გიორგი ბახვას ძე ფიფია, მელიტონ მიხეილის ძე ფარეიშვილი და ლავრენტი დარისპანის ძე ფირცხალავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ყიფიანის თხოვნა წიგნის აკინძვის ფასის მომატების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს იონა უშვერიძე, ილია ოქროპირის ძე უგულავა, ივანე თეიმურაზის ძე უგრეხელიძე, ილარიონ საყვარელის ძე ურუშაძე, კასიანე კიმოთეს ძე ურუშაძე, ივანე ოქროპირის ძე უჯმაჯურიძე, დომენტი უჩანეიშვილი, ნიკოლოზ იოაკიმეს ძე უსტიაშვილი და იოსებ ურუშაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ბიუროს თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს კონსტანტინე ანტონის ძე მაჭარაძე, მილია ალექსის ასული მაჭარაძისა, ტრიფონ სიმონის ძე მელიქაძე, ყარამან ქაიხოსროს ძე მგელაძე, ანასტასია სპირიდონის ასული მგელაძე, ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე, დიმიტრი სერგის ძე მგელაძე და ბესარიონ თედორეს ძე მგელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს პეტრე ივანეს ძე კოპალეიშვილი, რაჟდენ ივანეს ძე კახიანი, ევგენი მიხეილის ძე კრინიცკი, პარმენ მათეს ძე კიკაჩეიშვილი, პავლე ტარასის ძე კოპალეიშვილი, ჰუსეინ მემედის ძე კობალაძე, რაჟდენ კონსტანტინეს ძე კაჭკაჭიშვილი და დავით იაგორის ძე კუნჭულია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს პარმენ ივანეს ძე კაკაბაძე, ალექსანდრე ივანეს ძე კაკაბაძე, ალექსანდრე ივანეს ძე კოზმავა, გერასიმე ლუკას ძე კვერღელიძე, გიორგი კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი, სიმონ კაციას ძე კუკულაძე, გერასიმე ზურაბის ძე კუხიანიძე და გიორგი კონსტანტინეს ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.