რეგისტრირებული ფაქტები51092
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ჰაიდელბერგში გამართული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მორიგი წლიური ყრილობის თავმჯდომარემ, ოტო ველსმა ისაუბრა საქართველოს ხალხის ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რასაც მოსკოვის ოკუპანტების მისამართით მოჰყვა უკმაყოფილების გამოძახილი.
1925
ტიპი: ავტორობა
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაიბეჭდა ლადო ახმეტელაშვილის, შვარცის ფსევდონიმით, „ჰეიდელბერგის „პარტეიტაგის“ გამო“ (წერილი გერმანიიდან) სექტემბრის შუა რიცხვებში ჰაიდელბერგში გამართული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წლიური ყრილობის, „პარტეიტაგის“ შესახებ, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის 350 დელეგატთან ერთად საქართველოს ორგანიზაციის წარმომადგენელიც დაესწრო.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „ისევ სოლოვეცის კუნძულები“ მიხედვით, ბოლშევიკებმა აფთონ წულაძე თეთრ ზღვაზე მდებარე სოლოვეცის კუნძულზე საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. კუნძული ზღვის გაყინვის გამო 9 თვე მოწყვეტილია სამყაროს. ბანაკში გამეფებულმა სიმხეცემ და პოლიტიკური ტუსაღების წამებამ ევროპის საზოგადოება ააღელვა და მოსკოვის კომისრები იძულებული გახადა, ბანაკი გაუქმებულად გამოეცხადებინათ, გადასახლებულები კი წამოეყვანათ. ჩანს, ისევ განუახლებიათო, აღნიშნულია წერილის ბოლოს.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლიდან, გასაბჭოების პირველი დღიდანვე, ვასო კაპანაძე ენერგიულად იბრძოდა დამპყრობელთა და კომკავშირელთა წინააღმდეგ. რამდენჯერმე დაატუსაღეს, მაგრამ ყოველთვის მალე დააღწია თავი ჩეკას და განაგრძო მუშაობა.
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვასო კაპანაძე იყო ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის თბილისის მეორე რაიონის კოლექტივის წევრი, დაუზარელი მუშაკი, კარგად ცნობილი აღმოსავლეთ საქართველოს ახალგაზრდობაში და მათი შემაკავშირებელი ორგანიზაციის ირგვლივ.
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვანო ფხალაძე იყო მარქსისტთა ორგანიზაციის ადგილობრივი კომიტეტის წევრი, ენერგიული, მტკიცე ახალგაზრდა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
ამბროსი ჭელიძე, საშინელი დევნის მიუხედავად მხოლოდ ერთხელ, 1924 წლის გაზაფხულის ბოლოს, ჩაუვარდა ჩეკას ხელში. საშინლად ნაწამები რამდენიმე დღის გადაყვანილი იყო მეტეხში, როდესაც აჯანყება მოხდა და ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აჯანყების დროს კოწია სამყურაშვილი ამხანაგებთან და მოხუც მამასთან ერთად იბრძოდა. ორივე ტყვედ ჩავარდა და ზესტაფონში გაგზავნეს იმ საშინელ ვაგონებში, სადაც 200 სხვა ტყვესთან ერთად დახოცეს.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ ცნობით, საქართველოს დაპყრობის პირველ წლებში კოწია სამყურაშვილი თბილისში მუშაობდა როგორც ახალგაზრდებს შორის, ისე მუშათა წრეებში. დევნა დაუწყეს და ჭიათურის მაღაროს მუშებთან წავიდა სამუშაოდ და ორი წელი არალეგალურად ცხოვრობდა, რადგან ჩეკა დასაჭერად ეძებდა.
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კოწია სამყურაშვილი იყო ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის აქტიური წევრი, პარტიულ მუშაობაში გაწვრთნილი ახალგაზრდა.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კოწია სამყურაშვილი იყო ჭიათურის მაღაროს მუშის, ძველი სოციალ-დემოკრატის შვილი.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კოწია სამყურაშვილი იყო 26 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, პავლე სვანიძე მუშაობდა ჯერ ქუთაისში, შემდეგ – თბილისში როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ისე სხვადასხვა მუშათა რაიონში. ბოლოს იყო ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე და ცეკასთან დაახლოებული პირი. რამდენჯერმე დაატუსაღეს, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა მალე გათავისუფლებას.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აჯანყებამ პავლე სვანიძეს ციხეში მოუსწრო და ბოლშევიკი ჯალათების მსხვერპლი გახდა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
პავლე სვანიძე უკანასკნელად 1924 წლის თებერვალში დაატუსაღეს, მაშინ უკვე არალეგალურად ცხოვრობდა. შემდეგ ხან ჩეკაში იყო, ხან – ციხეში.
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, პავლე სვანიძე იყო 24 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ქუთაისის ახალგაზრდობაში ცნობილი, როგორც ახალგაზრდა მარქსისტთა წრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის იანვარში იუსტინე (ნიკო) შარაშიძე ამხანაგებთან ერთად პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მან გამოსვლისთანავე დაიწყო მუშაობა ჯერ თბილისში, შემდეგ – ჭიათურაში.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის შემოდგომის ბოლოს იუსტინე (ნიკო) შარაშიძე დაატუსაღეს და საშინლად აწამეს გატეხის მიზნით, მაგრამ მტკიცედ დახვდა ჩეკას ჯალათებს. წამებიდან რომ არაფერი გამოუვიდათ, 3 თვე საკანში ჰყავდათ პროვოკატორ სომეხთან ერთად, რომელიც ცდილობდა, რამე დაეტყუა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კარგა ხანი ჰყავდათ ჩეკაში, ბოლოს დაავადმყოფებული საგუბერნიო ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქიდან კი – მეტეხში.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის შემოდგომიდან იუსტინე (ნიკო) შარაშიძე კვლავ უნივერსიტეტში ბრუნდება და აგრონომიული დარგის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამეულის წევრად ირჩევენ. მალე მთელი დარგის სტუდენტობის შეკავშირებას ახერხებს.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის შემოდგომიდან იუსტინე (ნიკო) შარაშიძემ სიღარიბის გამო უნივერსიტეტი დატოვა და მასწავლებლად მუშაობდა ზემო სურებში. აქაც განაგრძობდა პარტიულ მუშაობას, სხვა ამხანაგებთან ერთად ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მარქისიტთა ორგანიზაციებს მთელ აღმოსავლეთ გურიაში.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, იუსტინე (ნიკო) შარაშიძე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჯარში მსახურობდა და რესპუბლიკის თითქმის ყველა ომში მონაწილეობდა, სიმამაცეს იჩენდა, განსაკუთრებით – ბოლშევიკებთან ომში.