რეგისტრირებული ფაქტები45313
სორტირება თარიღი მზარდობით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის განსახილველად 22 ოქტომბერს დაგეგმილი საზოგადო კრება, რომლის ჩატარებაც ვერ მოხერხდა, დეკემბრის დასაწყისში გმართულიყო. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ კანცელარიის ბინის შეკეთების საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, ბინის შესაკეთებლად 2 მილიონი მანეთი გადაედო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ წიგნის მაღაზიაში ჩეკების სისტემის აღდგენის შესახებ მოხსენება წაიკითხა. გამგეობამ დაადგინა, დროებით დარჩენილიყო არსებული წესი – ყველა გაყიდული წიგნი ცალკე დავთარში ჩაეწერათ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ საზოგადოებისთვის გამოუსადეგარი ნივთების სიის შესადგენად და გასაყიდად კომისიის შექმნის საკითხი დასვა. გამგეობამ ბურჯანაძეს დაეთანხმა და დაადგინა, შექმნილიყო კომისია, რომლის წევრებიც იქნებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საქმეთა მმართველის მოწვევის საკითხი დასვეს. მას უნდა ემუშავა საზოგადოების კანცელარიაში, ეხელმძღვანელა საგამომცემლო და კულტურული საქმიანობისთვის, ეწარმოებინა მიწერ-მოწერა, მოეწვია კრებები და სხვ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა მომდევნო კრებისთვის გადადო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს I ნაწილის გამოცემის საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, მის გამოსაცემად შესაბამისი ზომები მიეღოთ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სახელმწიფო ბანკმა გამგეობას 110 მილიონ მანეთად დაგირავებული საქონლის გამოსყიდვა შესთავაზა. გამგეობამ დაადგინა, ბანკის ხაზინაში შეეტანა 60 მილიონი მანეთი საბეჭდი ქაღალდის დასახსნელად.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი პავლეს ძე ჯაკობიამ გამგეობას წიგნსაცავ-მუზეუმიდან წიგნებისა და ხელნაწერების სახლში წაღების ნებართვა სთხოვა. მას თავდებში პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე ედგა. გამგეობამ ჯაკობიას უარი უთხრა..
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის განსახილველად საზოგადო კრების ჩატარებამდე დაეწყოთ მუზეუმში სარევიზიო კომისიის მიერ დასახელებული ნაკლის გამოსწორება. გამგეობის დადგენილებით, დავით კარიჭაშვილს დაევალა წიგნსაცავ-მუზეუმის საქმეთა გაუმჯობესებისა და მოწესრიგების შესახებ მოხსენების მომზადება.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ დავით კარიჭაშვილისთვის 26 წელი საზოგადოების სამსახურში დაუღალავი მუშაობისთვის პირველი სექტემბრიდან ყოველთვიურად პენსიის – 2. 5 მილიონი მანეთის – დანიშვნის საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, პირველი ოქტომბრიდან კარიჭაშვილისთვის მიეცა ამ ოდენობის პენსია.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ობჩის ბიბლიოთეკა-სამკითხველომ გამგეობას საზოგადოების გამოცემული წიგნები სთხოვა. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ ბანკისგან გამოსყიდული 4/6 ზომა ქაღალდით 5 000 „დედა ენის“ I ნაწილის გამოცემის საკითხი დასვა. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის გაზეთების გაერთიანებულმა გამომცემლობამ გამგეობას საზოგადოების გამოცემულ ქართულ წიგნებზე ფასდაკლება სთხოვა. მათ სურდათ, ეს წიგნები აჭარაში გაევრცელებინათ. გამგეობამ უარი უთხრა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ვარლამ ბურჯანაძე და ივანე ელიაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს I ნაწილის შემსწორებელმა კომისიამ (ხელმძღვანელი პავლე მეტრეველი), გამგეობას შესთავაზა, შესწორებული „Русское слово“ 10 000 ცალი დაებეჭდა. გამგეობა კომისიას დაეთანხმა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“ს I ნაწილის შემსწორებელმა კომისიამ, რომლის ხელმძღვანელი იყო პავლე მეტრეველი, გამგეობას გაწეული შრომის საფასურად წიგნის ნომინალური ფასის 20%, ხოლო ავანსად 40 მილიონი მანეთი სთხოვა. გამგეობამ კომისიის თხოვნა დააკმაყოფილა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას აცნობა, რომ ზაფხულის დასაწყისში დაბეჭდილი 5 000 ცალი „დედა ენის“ I ნაწილის მარაგი იწურებოდა, მოთხოვნა კი დიდი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, სანდო და გავლენიანი პირებისგან შეექმნა კომისია, რომლის წევრებსაც დაურიგდებოდათ ქვითრების წიგნაკები და საწევროსა და შემოწირულობების შეგროვება დაევალებოდათ. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის დადგენილებით, პირველი ნოემბრიდან თამარ ჯარიაშვილს ხელფასი თვეში 3 მილიონი მანეთი გაუხდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 23 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი, შოთა პლატონის ძე დადიანი და ივანე მიხეილის ძე გომელაური.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 23 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ქართველ მოღვაწეთა პანთეონის საქმის მოწესრიგების საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, არჩეულიყო კომისია, რომელიც გადახედავდა ძველს და შეიმუშავებდა დაკრძალვის ახალ ინსტრუქციებს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ქართველ მოღვაწეთა პანთეონის მართვა-გამგებლობის საქმის მომწესრიგებელი კომისიის წევრებად აირჩიეს: დავით კარიჭაშვილი, შოთა დადიანი, ვარლამ ბურჯანაძე და იროდიონ სონღულაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 ნოემბერს ვარლამ ბურჯანაძემ და ნინო ნაკაშიძემ ინჟინერ ერმოლენკოს კანტორიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 65 ფუთი ქაღალდი 2 თვით წამოიღეს. საზოგადოებას ვალი 15 იანვრამდე უნდა დაეფარა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ვარლამ ბურჯანაძე, შალვა გოგებაშვილი და იროდიონ სონღულაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხელოვანთა კავშირის კომიტეტის წინადადება – კავშირი საზოგადოებას მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის 25 წლის შემოქმედების აღსანიშნავად დაგეგმილ იუბილეში მონაწილეობას სთავაზობდა.