ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51000

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის მოხსენება „დღევანდელი საერთაშორისო ვითარება და მისი გამომწვევი მიზეზები“, რომელშიც ის საუბრობს მოსკოვისა და დასავლეთის ურთიერთობის სიძნელეებზე, მე-2 მსოფლიო ომზე, აზიაში გამძვინვარებულ სტიქიაზე და ამ პირობებში, ქართველ ხალხს ისევ მოუწოდებს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 26 ნოემბერს ვლადიმერ ახმეტელმა ბერლინიდან, წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის აწვდიდა ინფორმაციას შალვა ქარუმიძის საქმის გამოძიების შესახებ. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, საქმე მსვლელობაში იყო. ქარუმიძემ წერილით მიმართა მიუნხენის კრიმინალურ სასამართლოს, სადაც იგი აღიარებდა ბოლშევიკების აგენტის სტატუსს და მოითხოვდა, რომ არ დაეკავებინათ საზღვარზე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს ევგენი გეგეჭკორმა გააკეთა განცხადება გაზეთში „მანჩესტერ გარდიან“ გამოქვეყნებულ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ ლიტვინოვის წერილზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ რუსულ და ფრანგულ ენებზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლებში გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი „მცირე შენიშვნები დღევანდელი მდგომარეობის შესახებ“, რომელშიც ის საუბრობდა 1921 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების სარგებელზე და იმ შეცდომებზე, რაც მას მერე დაუშვა ქართველმა ერმა. მისი აზრით, თავისუფლებისათვის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ერთობა იყო და არა ის გარე ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა გააკეთა ჩანაწერები ფინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე „ორი თვე ბალტიის ქვეყნებში“, სადაც ის საუბრობდა ჭირვარამგამოვლილი ფინეთის შესახებ, რომელიც მალევე იქცა ევროპულ ქვეყნად. მისი მოგზაურობის მისია კი, ფინეთისათვის საქართველოს წარსული ისტორიის, იმჟამინდელი მდგომარეობის და სამომავლო გეგმების გაცნობა იყო.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა გააკეთა ჩანაწერები ფინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე „ორი თვე ბალტიის ქვეყნებში“. იგი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ 1909 წელს რუსეთისგან ფინეთზე თავდასხმისას, მთელი ფინეთი ერთ მუჭად შეიკრა და თავდაუზოგავად იბრძოდა თავისუფლებისათვის.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა, განიხილეს თუ ვის უნდა გამოეცა დეკრეტი მობილიზაციის შესახებ, მხოლოდ კომისარიატს, კომისარიატს ეროვნულ საბჭოსთან ერთად, თუ დეკრეტში უნდა ყოფილიყო აღნიშნული, რომ ის გაცემულია ეროვნულ საბჭოსთან შეთანხმებით. გამოირკვა, რომ დეკრეტში არავითარი მოწოდება არ იქნებოდა აღნიშნული. გამოქვეყნდებოდა დამატებითი მოხსენება, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ მობილიზაცია ხდება ეროვნულ საბჭოსთან შეთანხემბით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 დეკემბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს თავადაზნაურობის დაწესებულებებში მოსამსახურეთა ნივთიერი დაკმაყოფილება ამ დაწესებულებათა ლიკვიდაციის გამო და გადაწყვიტეს ქონების ჩაბარების და საქმეთა გადაცემის დროს, ეროვნულ საბჭოს გადაეცეს მოსამსახურეთა სია, რომელშიც აღნიშნული იქნება მათი თანამდებობა, განვლილი სამსახურის ვადა და ხელფასის ოდენობა, რათა ამ ცნობებით იხელმძღვანელოს იმ ორგანომ, რომელსაც მათი დაკმაყოფილება დაევალება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 ივნისს, კონსტანტინოპოლში, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა გრიგოლ რცხილაძემ წერილი გაუგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრს, ევგენი გეგეჭკორს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების, ახალი წარმომადგენლის მოძიებისა და წარმომადგენლობის მუშაობის გასაძლიერებლად რიგ ღონისძიებათა გატარების შესახებ. კერძოდ, მისი აზრით, აუცილებელი იყო თბილისსა და კონსტანტინიპოლს შორის სატელეგრაფო კავშირის გაუმჯობესება (რაც გულისხმობდა საქართველოს რადიო-სადგურის მოწყობას კონსტანტინოპოლში); ცნობათა ბიუროს შექმნა (რაც გულისხმობდა ნაციონალისტთა მოძრაობის თვალყურის მიდევნებას); მუსლიმი ქართველების ორგანიზაციის შექმნა და სხვა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი „საქართველოს დაპყრობის ისტორიიდან“ – საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის 30 წელთან დაკავშირებით, რომელშიც ის საუბრობს, რომ 1921 წლის 4 იანვარს პოლიტბიუროს სხდომაზე საქართველოს იარაღით დაპყრობის საკითხი წამოჭრა სერგო ორჯონიკიძემ, რომელსაც მხარი დაუჭირა სტალინმა და ფილიპე მახარაძემ, თუმცა ლენინმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სხდომა გაგრძელდა მეორე დღეს, სადაც საიდუმლოდ ითათბირეს ტროცკი-სტალინმა და გზა დაულოცეს ორჯონიკიძეს დაგეგმილ მზაკვრულ გეგმაში.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა გააკეთა ჩანაწერები ფინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე „ორი თვე ბალტიის ქვეყნებში“, რომელშიც ის საუბრობს როგორ შეხვდა ფინეთი საქართველოს ტრაგედიას. მიუხედავად თავიანთი ტრაგიკული ისტორიისა, ფინეთი მაინც თავისუფალ ქვეყნად იქნა აღიარებული, რომელიც მუდამ გვერდში ედგა საქართველოს და საკუთარ მაგალითზე, ბრძოლისკენ მოუწოდებდა ჩვენს ქვეყანას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 აგვისტოს ვარშავაში, რუსეთის საევაკუაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ბ.ა.სავინკოვმა მიმართა ევგენი გეგეჭკორს პარიზში საქართველოს სახელმწიფოებრიობის ცნობის შესახებ. მისივე წერილის ამონაწერში ნათლად ჩანს ვაშინგტონში, რუსეთის ელჩისადმი ბ.ა.ბახმეტიევისადმი ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად „მწვანეთა“ სამხედრო რაზმების ჩამოყალიბების მოთხოვნა (რუსულ ენაზე).

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს ევგენი გეგეჭკორმა გამოაქვეყნა საპროტესტო წერილი გაზეთის „Русская мысль“ რედაქტორისადმი ე.წ „პარიზის ბლოკის“ მიერ ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამერიკული კომიტეტისათვის წარსადგენი მემორანდუმის (რომელსაც ხელს აწერს ევგენი გეგეჭკორი) გადაკეთებული სახით დაბეჭვდის გამო (რუსულ ენაზე).

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ელიავა, ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, დავით ჩიქოვანი, დავით ონიაშილი, ევგენი როგავა, ანდრია ჭიაბერაშილი, კონსტანტინე მაყაშვილი, გიორგი ჟურული, პეტრე ქავთარაძე, მიხეილ მაჩაბელი, მალაქია ტოროშელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, შალვა ამირეჯიბი, გრიგოლ რცხილაძე, გერონტი ქიქოძე, გიორგი ლასხიშვილი, დიმიტრი უზნაძე, მიხეილ კლიმიაშილი, კონსტანტინე მესხი, იოსებ დადიანი, ივანე გობეჩია, კოტე აფხაზი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, რაჟდენ ნიჟარაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, მემედ აბაშიძე, იოსებ გედევანიშვილი, იესე ბარათაშვილი, კონსტანტინე საბახტარაშვილი, ნიკოლოზ ქარცივაძე, ნოე რამიშვილი, სიმონ მდივანი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ნათაძე.

პირები
აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა (ნ.-ვა, ნ.-კა, შავწყალა) ბენიამინ (ბენია) გრიგოლის (გიგოს) ძე ჩხიკვიშვილი დავით გიორგის ძე ჩიქოვანი დავით ეფრემის ძე ონიაშვილი ევგენი როგავა ანდრია იაკობის ძე ჭიაბერაშვილი (ჭაბროვი) კონსტანტინე (კოტე) ზაქარიას ძე მაყაშვილი გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული პეტრე პავლეს ძე ქავთარაძე მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი (მ. თბილისელი) მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე ივანე ლევანის ძე ჩერქეზიშვილი გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე გერასიმე (გერონტი) დიმიტრის ძე ქიქოძე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი სიმონ (სოსიკო) გურგენის ძე მდივანი სილიბისტრო (სილვა) ბესარიონის ძე ჯიბლაძე გრიგოლ (გიგო) იასონის ძე ნათაძე
წყარო

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ელიავა, ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, დავით ჩიქოვანი, დავით ონიაშილი, ევგენი როგავა, ანდრია ჭიაბერაშილი, კონსტანტინე მაყაშვილი, გიორგი ჟურული, პეტრე ქავთარაძე, მიხეილ მაჩაბელი, მალაქია ტოროშელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, შალვა ამირეჯიბი, გრიგოლ რცხილაძე, გერონტი ქიქოძე, გიორგი ლასხიშვილი, დიმიტრი უზნაძე, მიხეილ კლიმიაშილი, კონსტანტინე მესხი, იოსებ დადიანი, ივანე გობეჩია, კოტე აფხაზი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, რაჟდენ ნიჟარაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, მემედ აბაშიძე, იოსებ გედევანიშვილი, იესე ბარათაშვილი, კონსტანტინე საბახტარაშვილი, ნიკოლოზ ქარცივაძე, ნოე რამიშვილი, სიმონ მდივანი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ნათაძე.

პირები
მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძე დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე კოტე (კონსტანტინე) ნიკოლოზის ძე აფხაზი გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა კონსტანტინე (კოწია) იაგორის ძე გვარჯალაძე იოსებ იულონის ძე დადიანი ალექსანდრე (სანდრო) სპირიდონის ძე ლომთათიძე კონსტანტინე ბეჟანის (ბეჟუკის) ძე საბახტარაშვილი მიხეილ იოსების ძე კლიმიაშვილი ივანე პავლეს ძე გობეჩია ნიკოლოზ (კოლია) იოთამის ძე ქარცივაძე გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე (ვეშაპელი) რაჟდენ ფარნაოზის ძე ნიჟარაძე იესე (იოსებ, ოსიკო) ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი კონსტანტინე დავითის ძე მესხი იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გე-ვა-ლი)
წყარო

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, იოსებ გედევანიშილი, შალვა მესხიშვილი,კოტე მაყაშვილი, კოტე აფხაზი, ნიკოლოზ ქარცივაძე, კონსტანტინე მესხი,იესე ბარათაშვილი, დავით ვაჩნაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, მიხეილ მაჩაბელი,ივანე გობეჩია, რევაზ გაბაშვილი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი,გიორგი გვაზავა, ვლადიმერ გობეჩია, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე ინგოროყვა.

პირები
პავლე დავითის ძე საყვარელიძე (ნ. საქარელი) იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გე-ვა-ლი) შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი კონსტანტინე (კოტე) ზაქარიას ძე მაყაშვილი კოტე (კონსტანტინე) ნიკოლოზის ძე აფხაზი ნიკოლოზ (კოლია) იოთამის ძე ქარცივაძე კონსტანტინე დავითის ძე მესხი იესე (იოსებ, ოსიკო) ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე (დ. კახელი, ეკალი) ალექსანდრე (სანდრო) სპირიდონის ძე ლომთათიძე მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი (მ. თბილისელი) ივანე პავლეს ძე გობეჩია რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი (რ. გ., რაე, ღამურა) ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილი გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი პავლე იესეს ძე ინგოროყვა
წყარო

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით მოწვეული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, სადაც ისაუბრეს სახელმწიფო კონტროლიორის კანონ-პროექტზე. ასევე განიხილეს დროებითი შტატებისა და რევიზიის წესდების ფინანსური და იურიდიული კომისიებისთვის გადაცემის საკითხიც.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით მოწვეული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, სადაც ისაუბრეს დაშნაკცუთიუნის ფრაქციის დაარსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით მოწვეული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, სადაც გაიმართა მსჯელობა დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ. მნიშვნელოვანი საკითხები: 1. კანონპროექტი სახალხო სკოლების მასწავლებელთა ნივთიერ მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ – მომხსენებელი ნოე ცინცაძე 2. კანონპროექტი ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის ქსელების გავრცელების შესახებ – მომხსენებელი დიომიდე თოფურიძე 3. კანონპროექტი ახალი სამკითხველოების გახსნის შესახებ – მომხსენებელი ლეო ნათაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო სექციის კასის ჩაბარების აქტი, სადაც აღნიშნული იყო შემოსავლები. კერძო პირები – 5600 მანეთი, კოოპერატივი "ამხანაგობა" – 2939 მანეთი, მევენახეობა "კახეთი" – 3491. სესხები: ამიერკავკასიის ბანკი – 49250, ქონების სექცია – 5900, თბილისის ბანკი – 5000, ილია ზურაბიშვილი – 2500.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო სასწრაფოდ მისაღები ზომები: 1. მე-3 პოლკი მანგლისიდან წალკაში გადაყვანა; 2. პოლკიდან პრაპორშიკ აკრიტოვის დათხოვნა; 3. მღვდელი გარიბოვისთვის გაფრთხილების მიცემა, რომელიც მხილებული იყო პროვოკაციული ატმოსფეროს შექმნაში; 4. პოლკოვნიკი ევანგულიდის გასამართლება; 5. ადგილობრივი ბატალიონისთვის სახელის შეცვლა; 6. სხვადასხვა სოფლების მომარაგება სურსათით; 7. მიწის კანონის დაჩქარებით მიღება; 8. რაიონის მცხოვრებთა მიერ მთაში საქონლის გარეკვის უზრუნველყოფა მოსალოდნელი თავდასხმების შემთხვევაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კუპრიანოფის თაოსნობით შეიქმნა რუსული ბატალიონი, რომელიც ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული. საჭირო იყო ბატალიონის ფორმირების შეჩერება და ამასთანავე, სახელის გადაკეთება „ქართულ“ ბატალიონად, რადგან „რუსული“ არ შეეფერებოდა ბატალიონის ეროვნულ შემადგენლობას.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 28 მარტს საქართველოს ნაციონალურ პარლამენტს წერილი გაუგზავნა ქ. ცარიცინის ქართულო ნაციონალური საზოგადოების გამგეობამ, ქალაქში შემდგარი საქართველოს საზოგადოების (127 წევრი) შესახებ. საზოგადოებამ შეიმუშავა დრეოებითი წესდება, აირჩია თავმდჯომარე, გამგეობა და კომისიის წევრები, რომლებიც განაგებენ ადმინისტრაციულ საქმეებს. 23 მარტს კრების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ წესდების დამტკიცების შემდეგ, ისინი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში. გარდა ამისა, მჭიდრო კავშირი უნდა იქონიონ ქართულ პარლამენტთან და ყველა საჭირო ინფორმაციას დროულად მიღება უნდა შეეძლოთ. ხელს აწერს თავმჯდომარე – პორფელ ნიკოლაშვილი, წევრები: ილია ყორანაშვილი, ვალოდია ქურდავანიძე, ლ. დუმბაძე.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 18 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ქორქიამ, რომელმაც საბჭოს გააცნო კომიტეტის წევრები: ზურაბ ავალიშვილი, აპოლონ ურუშაძე, ალექსანდრე ჩერქეზიშვილი, კონსტანტინე მიქელაძე, გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ჩოჩია, ვალერიან გიორგაძე, ალექსანდრე კვინიხიძე, თავმჯდომარე – ალექსანდრე ქორქია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმეთა მმართველს, პავლე საყვარელიძეს წერილი გაუგზავნა ბათუმის ოლქის ქართველ მუსლიმთა კომიტეტმა, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მიერ, პროკოფი დოლიძეზე მიყიდული ვარშანიძეების მემკვიდრეთა კუთვნილი სახლის უკან დაბრუნების შესახებ.