რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 თებერვალს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის მაღაზიას გომარეთის სკოლისთვის გაგზავნილი რვეულების საფასური 5.40 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 თებერვალს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლაზარევს წიგნების ანგარიშში 3.95 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს 300 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის თებერვალში ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი კავკავის სკოლის მზრუნველთა საბჭოს წევრი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის პირველ სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის თებრვალში 25.46 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მეორე სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის თებერვალში 29.50 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სულ 14389.3 მანეთი ჰქონდა. ფაქტი ხელმოწერით ალექსანდრე ჭყონიამ დაადასტურა.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წლის თებერვლის ბოლოს ილია ჭავჭავაძე აღმოსავლეთ ქვეყნების შემსწავლელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრად აირჩიეს. ორგანიზაციის მიზანი იყო რუსეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების დაკავშირება ვაჭრობა-მრეწველობის დარგში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ იოსებ ოცხელი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ დაამტკიცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც, პირველიდან ოცდაათ იანვრამდე ბიუჯეტში შევიდა 1294.87 მანეთი, დაიხარჯა 748.15 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. პირველიდან ოცდაათ იანვრამდე საზოგადოებას ნაღდი ფულით — 3715.79 მანეთი, ქაღალდებით კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის 10359.18 მანეთი ჰქონდა განსაზღვრული, სათადარიგოდ – 8855.95 მანეთი, წიგნებისთვის კი – 1555.18 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დავით კლდიაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 8 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ კოწია თავართქილაძეს წიგნების ანგარიშში 100.60 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს წიგნების ანგარიშში 87 მანეთი და 65 კაპიკი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხარაგაულის მოსახლეობასა და მასწავლებლებს მისწერა, რომ თუ გამგეობა ადგილს გამოყოფდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სამკითხველოს გახსნაში დაეხმარებოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გიორგი გუნდიევს სურათებისთვის, მაუდისა და ქიშმირისთვის 4.75 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დიმიტრი ნაკაშიძის გარდაცვალების გამო ტელეგრაფით გაგზავნილ ცნობაში 1.70 მანეთი გადაიხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ლაბაურს 42 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძეს 40 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ივანე მერაბიშვილმა საზოგადოების წევრებს სთხოვა, უდის სამკითხველოსთვის 48 მანეთი შეეწირათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს დიმიტრი ამაშუკელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, სოფელ ამაშუკეთის სამკითხველოსთვის წიგნები ყოველწლიურად გაეგზავნათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მამა ბენედიქტეს წიგნების ანგარიშში 5.70 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძის ინიციატივით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გადაწყვიტეს, სოფელ ამაშუკეთის სამკითხველოსთვის ყოველწლიურად გაეგზავნათ საზოგადოების სტამბაში დაბეჭდილი წიგნების თითო ეგზემპლარი. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: ვლადიმერ ლორთქიფანიძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ივანე რატიშვილმა და სხვა წევრებმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით უდის სკოლას 48 მანეთი გადასცა.