ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე და ნიკოლოზ ტიმოთეს ძე ფირცხალაიშვილი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს იოსებ დიმიტრის ძე ავალიშვილმა სასტიპენდიო ვალი 350 მანეთი გადაიხადა, ელენე ჩიჯავაძემ – 500, იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილმა – 100.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძემ მთავარგამგეობას გაუგზავნა ბორჯომის განყოფილების 1915 წლის შემოსავლისა და გასავლის ანგარიში.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მარიამ ღიბრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წერაქვის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ვარლამ სოლომონის ძე ახვლედიანმა 76. 02 მანეთი შესწირა, ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანმა – 15, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა – 50, ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძემ კი – 1. 71 მანეთი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას იოსებ გიორგის ძე ივანიძემ 3. 40 მანეთი შესწირა, კიკნაძის წიგნის მაღაზიამ – 10. 06 მანეთი, ვ. ს. ურუშაძემ – 3, გ. სარ. ამირაჯიბმა – 15.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გუსეინ კაფი-ოღლიმ 3 მანეთი შესწირა, აღაშარაფ საღარაძემ – 10 და ასქარ ბეგი-ოღლიმ – 3 მანეთი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია შოშიაშვილმა 8. 08 მანეთი შესწირა, გიორგი პავლეს ძე თუმანიშვილმა – 4, ალექსანდრე წივწივაძემ – 4.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლამდე კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ბოლოს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა, რომ ილიას გარდაცვალების ადგილზე ჯვარი უნდა აღემართათ. ამ საქმეს 300 მანეთი უნდა მოხმარებოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ბოლოს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა, რომ საზოგადოების საქმეთა მწარმოებელს ჰყოლოდა მოადგილე, რომლის წლიური ანაზღაურებაც 1500 მანეთი იქნებოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ბოლოს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა, ბიბლიოთეკის გამგეს ჰყოლოდა მოადგილე, რომლის წლიური ანაზღაურებაც 480 მანეთი იქნებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილება ფლობდა სამკითხველოებს: ხარაგაულის, ძირულის, ღორეშის, რაჭის, მუხურის, ჩხარის, საზანის, წევისა და ყვირილის. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებისთვის თეატრის აღდგენა არა მხოლოდ კულტურული თვალსაზრისით იყო კარგი, არამედ მის მატერიალურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას დაბა ყვირილაში ჰქონდა ერთი წიგნსაცავ-სამკითხველო და 9 სამკითხველო – ხარაგაულში, საქარში, ჩხარში, თერჯოლაში, წევაში, ამაშუკეთსა და მუხურაში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე ალექსანდრე იასონის ძე ყაველაშვილი იყო, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ბოლოს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1917 წელს საზოგადოების ბიუჯეტში სავარაუდოდ 61820. 84 მანეთი უნდა შესულიყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს პლატონ სვიმონის ძე ხუციშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს თამარ კურტანიძისა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ნიკოლოზ პავლეს ძე კიკნაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ვლადიმერ სვიმონის ძე ხუციშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს მარიამ კუპრაძისა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ალექსი ბეჟანის ძე კუპრაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.