რეგისტრირებული ფაქტები51860
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე რუსეთის სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ცენტრალი საბჭოს წევრად აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას ვასილ ქორქაშვილმა ოსმალეთის ფრონტზე მოკლული შვილის, კოწიას ხსოვნის აღსანიშნავად შესწირა სოფ. გეგუთში მდებარე 10 ქცევა სახნავ-სათესი მიწა, 500 მანეთი და ხე-ტყის მასალა. შემომწირველი ითხოვდა, განყოფილებას იმ ადგილზე დაბალი ტიპის საპროფესიო სასწავლებელი გაეხსნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით სასკოლო და ხელოვნების კომისიის გამგედ დაინიშნა ალექსანდრე ლომთათიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ჭიათურის მრეწველთა საბჭომ და საზოგადოება „ჩემომ" ალექსანდრა დარახველიძის ხელით თბილისის უნივერსიტეტს სამჯერ გადასცა 100 გირვანქა სტერლინგი მოწყობილობების საზღვარგარეთ შესაძენად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ქართული უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით შექმნილ საინიციატივო ჯგუფში შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის დასაარსებლად ალექსანდრა დარახველიძემ გადასცა ჭიათურიდან ჩამოტანილი ძვირფასი ქიმიური ლაბორატორია.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის ნოემბერში სოციალ-დემოკრატიულ და ეროვნულ-დემოკრატიულ სტუდენტურმა ფრაქციამ წერილი გაუგზავნა ქართულ ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ სტუდენტთა ორგანიზაციის კრებაზე არჩეული დელეგატები არ იყვნენ მთლიანი სტუდენტობის წარმომადგენლები, რადგან მათ არჩევნებში სოციალ-დემოკრატებსა და ეროვნულ-დემოკრატებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ხელს აწერს მიხეილ ხერხეულიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის რევოლუციამ პარმენ ჭიჭინაძეს როსტოვში მოუსწრო და იქ ჩაება მუშაობაში. ამხანაგებმა რევოლუციის პირველ დღეებშივე მიმართეს, სამშობლოში დაბრუნებულიყო, მაგრამ 1919 წლამდე ეს ვერ მოახერხა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის იანვარში გაზეთ „სამშობლოს" დამაარსებელმა და რედაქტორმა იაკობ ცინცაძემ (ია ეკალაძე) გამომცემლობის რედაქციაში შეიტანა განცხადება პირადი პრობლემების გამო რედაქტორობისაგან გათავისუფლების თხოვნით. გამგეობამ მადლობა გადაუხადა შრომისთვის, გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან და გაზეთის მუდმივ თანამშრომლად და სარედაქციო კოლეგიის წევრად დარჩენა სთხოვა. სარედაქციო კოლეგიამ „სამშობლოს" რედაქტორად ერთხმად აირჩია ცნობილი ბელეტრისტი ნიკოლოზ ლორთქიფანიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლიდან ზაქარია მდივანი სხვა ქართველ სამხედრო მოღვაწეებთან (კონსტანტინე აფხაზი, ზაქარია ბაქრაძე, გიორგი კვინიტაძე, გიორგი მაზნიაშვილი, ვასილ გაბაშვილი და სხვ.) ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი არჯევანიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს დიმიტრი თოფურია რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ 27-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაურად დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით მაჭავარიანი 1917 წელს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ივნისში კონსტანტინე აფხაზი საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ იოსებ გედევანიშვილი ამიერკავკასიის ნაციონალური არმიისა და ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლიდან იოსებ გედევანიშვილი პირველი ფორმაციის ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის აღმასკომის წევრი და სოციალისტ ფედერალისტთა ბათუმის ე.წ. „პარტიზანული რაზმის” მეთაური იყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი 692 მანეთსა და 18 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 670 მანეთსა და 54 კაპიკს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების შემოსავალი 650 მანეთსა და 47 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 642 მანეთსა და 74 კაპიკს. განყოფილებამ წლის განმავლობაში გამართა 19 სხდომა, განიხილეს 12 საქმე.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მიხეილ როსტომის ძე ჩხატარაშვილი, ონ. ან. ჩოლოყავა, კ. ს. ჩინჩალაძე, გ. მ. ჩარექაშვილი, კ. ვ. შენგელია და დ. ზ. ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 27 დეკემბერს გამართულ საზოგადო კრებაზე კონსტანტინე პეტრეს ძე უგულავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრად აირჩიეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების (თავმჯდომარე – მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე) შემოსავალი 539 მანეთსა და 52 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 145 მანეთსა და 58 კაპიკს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სამკითხველოს 20 მკითხველი ჰყავდა.(თავმჯდომარე – მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე).
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სამკითხველოს 104 ცალი პოლიტიკური ხასიათის წიგნი ჰქონდა. სამკითხველოს გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი ხელმძღვანელობდა.