ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41869

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის აგვისტოში თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი დუშეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს საგუბერნიო ადმინისტრაციის განკარგულებით შეიქმნა განსაკუთრებული კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი.

1901

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერ-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოგრაფიის გამგე ტარასი მომცემლიძე გეგმავდა 1901 წლის სექტემბერში სასწავლებლად გამგზავრებას ქალაქ მიუნხენის უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოგრაფიის გამგე ტარასი მომცემლიძემ სწავლის გაგრძელების სურვილის გამო ფოტოგრაფიას თავი დაანება.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ვასილ თუმანიშვილმა ქართველი სტუდენტებისათვის კიევში 105 მანეთი და 50 კაპ. გაგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად თანხა გაიღეს კონსტანტინე პავლეს ძე თუმანიშვილმა და დავით ხელთუფლიშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სახალხო მწერალ-მომღერალნი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იუზა ზარდალიშვილის ლექსი „ჩემი ნატვრა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის პიესის „ცხოვრება“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. საყვარელიძის სტატიის „კომპოზიტორ დ. არაყიშვილის თხზულებანი“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „შემოდგომა თბილისში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილი „ილია ჭავჭავაძე“.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წელს ლადო აღნიაშვილი მიხეილის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში დააწვინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ცირეკიძის თხზულება „აგარაკზე“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის აგვისტოში ლადო აღნიაშვილი სპარსეთში გაემგზავრა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სათეატრო შენიშვნები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის სტატიის „ლადო აღნიაშვილი“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის უსათაურო ლექსი „მყუდროების შავს ტალღებზე შავის ნავით მივცურავდი...“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის თხზულება „ჩემო სამშობლოვ“ (მელიტონ გობეჩიას ხსოვნას).

1904

ტიპი: გარდაცვალება

1904 წლის აპრილში მიხეილის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში 4 წლის გატარების შემდეგ ლადო აღნიაშვილი გარდაიცვალა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ VII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის უსათაურო ლექსი „ჩაჰქრა ლამპარი!“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ეფემია მესხის, ალექსანდრე იმედაშვილის, ნინო ჩხეიძის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, პლატონ კორიშელის, ნინო თოიძის, არეთა ლოლუას, ანა შოთაძისა და სხვათა მონაწილეობით სცენაზე დასადგმელად მზადდებოდა დ’ანუნციოს ტრაგედია „იორიოს ასული“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1915 წლების სეზონზე ვალერიან შალიკაშვილი ქუთაისის დასის რეჟისორი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის სექტემბერში, ახალ სეზონზე, ქუთაისის დასში თამაშობდნენ ტასო აბაშიძე, ნინო დავითაშვილი, ბაბო ასათიანი, მარო მდივანი, მარგარიტა ქილარჯიშვილი და ელენე ციმაკურიძე.