რეგისტრირებული ფაქტები46545
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 9 თებერვალს გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორ დ. სემინოვის რეკომენდაციისა და ნიკო ცხვედაძის მოხსენების საფუძველზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატებად მიიღეს: ო. კვიჟინაძე, ე. ოდიშელიძე, დ. კერესელიძე, დომენტი ფირცხალავა, ბესარიონ ჭილაძე. მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მათ სემინარიის დასრულების შემდეგ 6 წელი საზოგადოების სკოლებში უნდა ემუშავათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 მარტს პეტრე ივანეს ძე ზაჩინიაევი, ალექსი ტროფიმეს ძე სობჩაკი, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ანოხინი, ნიკოლოზ მიხეილის ძე ეგოროვი, მანუელ ალექსანდრეს ძე პოტიომკინი, ალექსანდრე ანდრიას ძე სკალევოი, ვლადიმერ მიხეილის ძე ვიაზმინი, ალექსანდრე ტიმოთეს ძე პიკალოვი, ივანე ქრისტეფორეს ძე რეილი, ოლგა ივანეს ასული გაბულოვა ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდნენ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუჭუა აფაქიძის თხოვნა, რომ გამგეობა დახმარებოდა მას ეწერში, სამეგრელოში მის მიერ დაარსებული სამრევლო სკოლის მასწავლებლისათვის ხელფასის, 10 მანეთის დანიშვნით. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ილარიონ შენგელია, მარინე შოშიაშვილი და ვალერიან შარაშიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დომენტი შუკაკიძე, დავით შალამბერიძე, ოსიკო შარიფაშვილი, ივანე პავლეს ძე შალამბერიძე და მოსე შობიტაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: პაშა შოთაძე, ამბროსი შანშიაშვილი, ვერა შანშიაშვილი, ილია შოშიაშვილი და ქსენია შოშიაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძე იშუამდგომლა განათლების სამინისტროს წინაშე, რათა ანა გეგელაშვილი დაემტკიცებინათ გიმნაზიის ხელსაქმის შტატის მასწავლებლად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი იანვრიდან ანა მიხეილის ასული გეგელაშვილი დამტკიცდა ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის ხელსაქმის შტატის მასწავლებლად.
1886
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქვითარი №75 ადასტურებს, რომ ხაზინადარმა გიორგი ქართველიშვილმა 1886 წლის 22 ნოემბერს ნიკო მთვარელიშვილისგან ჩაიბარა ბანკიდან ჩეკით გამოტანილი 1886 წლის საწევრო ფული – 400 მანეთი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან თამარ გაჩეჩილაძე დამტკიცდა ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებლად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან თამარ ნიკოლოზის ასული გაჩეჩილაზე ასრულებდა ხელსაქმის მასწავლებლის მოვალეობას ზესტაფონის ქალთა გიმნაზიაში.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ – ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გადაწყდა, საზოგადოებას გაეხსნა მთავრობის ტიპის პირველდაწყებითი სკოლები, თუ კანონის თანახმად მასწავლებლის არჩევა და დამტკიცება მის ხელთ იქნებოდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა აღნიშნა, რომ დიღომში სკოლის გასახსნელად საზოგადოების უფლების დათმობა არ არის საჭირო, რადგან მისი გახსნა თავისი სახელით შეუძლია იმ პირს, ვისი ხარჯითაც სკოლის გახსნას საზოგადოება აპირებს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ექვთიმე თაყაიშვილს ძველი ხმლის შესაძენად – 10 მანეთი, ხოლო ლაშა-გიორგის დროინდელი ფულის შესაძენად 20 მანეთი გადასცეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე არ მიემხრო აკაკი წერეთლის მოსაზრებას. მისი აზრით, როდესაც სოფლის სკოლა ვერ აღწევდა დასახულ მიზანს, მასწავლებელი იყო დამნაშავე. თუ პედაგოგი კარგი იყო, როგორი პროგრამაც უნდა ყოფილიყო, სწავლება ნაყოფიერი იქნებოდა. ჭიჭინაძის აზრით, თუ მასწავლებელს საზოგადოება აირჩევდა, სახალხო სკოლების გახსნა სასარგებლო იქნებოდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ, ნიკოლოზ ზებედეს ზე ცხვედაძემ და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ აღნიშნეს, რომ საზოგადოების უფლების დასაცავად საჩივრის დაწერა იმ დროს არ იყო გამართლებული, უმჯობესი იყო დროებით ისეთი ტიპის სკოლების გახსნა, როგორის ნებასაც აძლევდა სახალხო მზრუნველი, იმ პირობით, თუ მასწავლებლების არჩევის უფლება საზოგადოებას ექნებოდა.