რეგისტრირებული ფაქტები51276
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი იყო ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მანთაშევმა პოლიტექნიკუმს 700 000 მანეთი შესწირა. ამ თანხიდან 600 000 მანეთი შენობის ასაგებად უნდა მოეხმარათ, ხოლო 100 000 მან. 50 სტიპენდიატისთვის გაენაწილებინათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ გიორგი იოსელიანის მოხსენების ანგარიში განსახილველად სამოსწავლო ან სასკოლო კომისიისთვის გადაეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის ბილეთების შესანახი თანხის – 3 მან. 50 კაპ. გაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სარევიზიო კომისიის მოხსენება 1898 წლის საზოგადოების საქმიანობის წლიური ანგარიშის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ინფორმაცია მხედველობაში მიეღო და საზოგადო კრებისთვის მოეხსენებინა. ოქმს ხელი მოაწერა ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ანასტასია წერეთლისთვის წიგნების თანხის – 12 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მიხეილ ნასიძისთვის წიგნების თანხის – 24. 40 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ნიკოლოზ მთვარელიშვილისთვის სენაკისა და ბათუმის სკოლებში სარევიზიოდ წასასვლელად 40 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში გიორგი იოსელიანისთვის კავკავის სკოლაში სარევიზიოდ წასასვლელად 15. 60 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. მაისის შემოსავალი იყო 2501. 47 მანეთი, ხარჯი – 2549. 62. 1-ლი ივნისისთვის საზოგადოებას ჰქონდა 18424. 69 მანეთი, ვალი – 203. 33 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომს დაესწრნენ მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი და გიორგი იოსელიანი.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების აპრილის შემოსავალ-გასავალი. I ბიბლიოთეკას ჰქონდა 41. 60 მანეთი, II-ს – 10. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა, ავადმყოფობის გამო მოვალეობის შესრულება დროებით დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს დაავალა.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ირაკლი რამიშვილი, გიორგი სალარიძე, დავით საგირაშვილი, სარდიონ სანიკიძე, მიხეილ სესიაშვილი, ივანე სვანიშვილი, ნიკოლოზ საყვარელიძე, გრიგოლ ტყემალაძე, სოფრომ ტარუაშვილი, ნინო უგრელიძე ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლის (მასწავლებელი ივლიტა კოტეტიშვილი) 24 მოსწავლე 10 წლამდე იყო, 19 კი – 15 წლამდე.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლის (მასწავლებელი ივლიტა კოტეტიშვილი) 39 მოსწავლე მართლმადიდებელი ქართველი იყო, 4 – გრიგორიანელი სომეხი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლის მასწავლებელ ივლიტა კოტეტიშვილის წლიური ხელფასი 720 მანეთი იყო, ბინის ქირის ფულს ის თავად იხდიდა.