ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51276

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 12 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დამტკიცებული ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ ბანკის მსახურის საახალწლო საჩუქარისთვის 6 მანეთი გასცა, ფოტოგრაფიის სამრეწველო ხარჯისთვის – 14. 40. ოქმს ხელი მოაწერა გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ლუკა და ზაქარია ჯავახიშვილები ყოველწლიურად 3 მანეთ საწევროს იხდიდნენ.

1894

ტიპი: განათლება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის სასწავლებელში ექვსი წლის განმავლობაში სულ 111-მა მოსწავლემ ისწავლა, ხოლო კურსი – 17-მა დაასრულა.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, სერგო, ალექსი და ვარლამ ჭიჭინაძეები ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო, 3 მანეთი, ეხადათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 3 დეკემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, დავით, ნიკოლოზ და ილია ჩიქოვანები ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთს იხდიდნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების (თავმჯდომარე – ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი) წიგნის მაღაზიას შემოსავალი 8 957. 61 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 8 928. 23.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: სამსონ პლატონის ძე დადიანი, სვიმონ გრიგოლის ძე ბუკია, ივანე დავითის ძე ქარსელაძე, პლატონ ივანეს ძე ხუციშვილი და ქეთევან კირილეს ასული ხარაძე.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, პავლე და სამსონ ფირცხალავები ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლიდან განათლების სამინისტრომ დაიწყო საყოველთაო სავალდებულო სწავლების განხორციელება. ამისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 156 ახალი პირველდაწყებითი სკოლის პირველი განყოფილება გაიხსნა.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები – რაჟდენ, პარმენ და ერასტი ჯაფარიძეები – ყოველწლიურად იხდიდნენ საწევროს, 3 მანეთს.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, გრიგოლ და კალისტატე ცინცაძეები ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთს იხდიდნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 თებერვალს ეფრემ ალექსანდრე ძე ჩახუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სიღარიბის გამო სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, კირილე ჯაჭვაძე, ილია ჯიშკარიანი, თეოფანე ჯაყელი, დავით ჯორჯაძე ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთს იხდიდნენ.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს იოსებ პავლეს ძე კაკაბაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, სარდიონ, ილია და ივანე ჭელიძეები ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთს იხდიდნენ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ტრიფონ კაჭარავას ცნობით, 1881 წლის 21 დეკემბრისთვის ბოდბისხევის სასოფლო სკოლაში სწავლობდა 60 მოსწავლე ვაჟი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად სკოლამ წიგნები ნამდვილად მიიღო მისი წინამორბედის დროს, მაგრამ არ იყო დაფიქსირებული რამდენჯერ და როდის.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, გიორგი უსეინაშვილი, ნოე უზნაძე, პორფილე ფანჯავიძე, არჩილ ფარესიშვილი, სტეპანე ფარქოსაძე, იაკობ ფხაკაძე, ზაქარია ფორაქიშვილი, შიო ქუჩუკაშვილი, გრიგოლ ქურდიანი, ვერა ქართველიშვილი – ყოველწლიურად იხდიდნენ საწევრო 3 მანეთს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ იასონ დავითის ძე ასათიანი, ილია ალიბარაშვილი და ისიდორე აბულაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ტარიელ ანტონის ძე ბორჩხაძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, გრიგოლ იაკობის ძე ბაკურია და ივანე ბეჟანის ძე ბოლქვაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ტერეზა ხმიადაშვილი, ნოე ხომერიკი, ილია ხუციშვილი, პეტრე ხუმარაძე, ლუკა ჯავახიშვილი, ალექსანდრე ჯაბადარი, თამარა ჯიჯავაძე, ეპიფანე ჯაოშვილი, ათანასე ჯვარიშეიშვილი, იოსებ ჯანგველაძე ყოველწლიურად იხდიდნენ საწევრო 3 მანეთს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დავით საველის ძე მაჭავარიანი, ევგენი (ტიტიკო) აპოლონის ძე მიქელაძე, ნიკოლოზ იოსების ძე მოსულიშვილი, ლადო პ.-ს ძე მარსაგიშვილი და კონდრატე იესეს ძე მჟავია. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.