ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47295

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს თბილისის გიმნაზიის გამგედ დაინიშნა კომერციული სასწავლებლის პედაგოგი ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნოე კონსტანტინეს ძე გოშაძე, გიორგი პავლეს ძე გორდეზიანი, მიხეილ ფრიდონის ძე გაჩეჩილაძე, ნესტორ გაბრიელის ძე გვამიჩავა და იოსებ იულონის ძე დადიანი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, პეტრე ქურხული, გედევან ქუთათელაძე, მიხეილ ქიმერიძე, დავით ქადაგიძე, მეთოდე ქათამაძე, დავით ქარუმიძე, ვახტანგ ღამბაშიძე, დავით ღოღობერიძე, ანდრია ღულაძე, კონსტანტინე ყაზახაშვილი – ყოველწლიურად 3 მანეთ საწევრო გადასახადს იხდიდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება დაიხურა დღის 4 საათზე. შემდეგი კრება კი დაინიშნა 21 დეკემბერს, კვირა დღეს, დილის 11 საათზე. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ 39 სხდომა გამართა. თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი პეტერბურგში ყოფნის გამო მხოლოდ 25 სხდომას დაესწრო, თავმჯდომარის ამხნაგი იოსებ ოცხელი – 28-ს, იაზონ ბაქრაძე კი – 39-ს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალიდან (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას სთხოვეს, დაებრუნებინა წინა წლის აპრილის საორგანიზაციო კრების ოქმი და დამსწრე წევრთა სია (დედანი ან ასლი), რადგან ფილიალისთვის ორივე ძალიან საჭირო დოკუმენტი იყო.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილების“ 2400 ეგზემპლარი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლას (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) 43 მოსწავლე ჰყავდა. მათგან I კლასში 22 ბავშვი იყო, II-ში – 10, III-ში – 4 და IV-ში – 8.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა სალომე მაღალაშვილის „მამის ერთგული“ და „სვიის გვირგვინი“, „მტრედი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს სასკოლო სექციამ, რომლის თავმჯდომარე იყო ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, წერაქვში (ბორჩალოს მაზრა), მოდინახესა (ზუგდიდის მაზრა) და გუდაუთაში სკოლები გახსნა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ნიკო ლომოურის „ალის“ 725 ეგზემპლარი.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს გიორგი მიხეილის ძე ღოღობერიძე ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის“ 5000 ეგზემპლარი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს სასკოლო სექციამ (თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე) გალში (სამურზაყანო) სკოლის დაარსების ნებართვა მიიღო. მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას უნდა ეზრუნა, მაგრამ ომით გამოწვეული მიზეზების გამო მან დაპირების შესრულებაზე უარი განაცხადა და სკოლის გახსნის პროცესი დროებით შეაჩერა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ 4985 ეგზემპლარი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ზაქარია ჩხიკვაძის „სალამურის“ 305 ეგზემპლარი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ილია ჭავჭავაძის „აჩრდილის“ 2400 ეგზემპლარი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა იაკობ გოგებაშვილის „ასპინძის ომის“ 1695 ეგზემპლარი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ოქტომბერს განათლების მინისტრის N49 ბრძანებით მარიამ ჩიჯავაძე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში ხატვის პედაგოგად დაინიშნა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ონოფრე კალანდაძე, ივანე მიხეილის ძე კალანდაძე, მიხეილ კილასონია, ალმასხან კალანდაძე და ამბაკო გერასიმეს ძე კაციტაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ 5000 ეგზემპლარი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გრიგოლ დადიანი გურია-სამეგრელოს ეპარქიის უფროსი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

გაბრიელ ეპისკოპოსი იყო იმერეთის ეპარქიის უფროსი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ვახტანგ ორბელიანის ლექსები 573 ეგზემპლარად.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ 6013 ეგზემპლარად.