ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51276

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს სასკოლო სექციამ (თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე) გალში (სამურზაყანო) სკოლის დაარსების ნებართვა მიიღო. მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას უნდა ეზრუნა, მაგრამ ომით გამოწვეული მიზეზების გამო მან დაპირების შესრულებაზე უარი განაცხადა და სკოლის გახსნის პროცესი დროებით შეაჩერა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ 4985 ეგზემპლარი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ზაქარია ჩხიკვაძის „სალამურის“ 305 ეგზემპლარი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ილია ჭავჭავაძის „აჩრდილის“ 2400 ეგზემპლარი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა იაკობ გოგებაშვილის „ასპინძის ომის“ 1695 ეგზემპლარი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ოქტომბერს განათლების მინისტრის N49 ბრძანებით მარიამ ჩიჯავაძე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში ხატვის პედაგოგად დაინიშნა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ონოფრე კალანდაძე, ივანე მიხეილის ძე კალანდაძე, მიხეილ კილასონია, ალმასხან კალანდაძე და ამბაკო გერასიმეს ძე კაციტაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ 5000 ეგზემპლარი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გრიგოლ დადიანი გურია-სამეგრელოს ეპარქიის უფროსი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

გაბრიელ ეპისკოპოსი იყო იმერეთის ეპარქიის უფროსი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ვახტანგ ორბელიანის ლექსები 573 ეგზემპლარად.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ 6013 ეგზემპლარად.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ივანე გომელაურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ორი ხელნაწერი გადასცა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პირველი ნაწილის 35778 ეგზემპლარი, მეორისა კი – 25797.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა დავით კლდიაშვილის მოთხრობების 531 ეგზემპლარი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 10 დეკემბერს სოფელ ხოტევის სკოლის მასწავლებელმა კონსტანტინე ნატროშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა სკოლის შესახებ 1881 წლის 25 ოქტომბრიდან 10 დეკემბრის მდგომარეობით.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს პირველი ნაწილის 8480 ეგზემპლარი, მეორისა – 9406.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 2400 ეგზემპლარად გამოსცა ილია ჭავჭავაძის „უცნაური ამბავი“.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 2400 ეგზემპლარად გამოსცა ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი, კონსტანტინე იესეს ძე ტყავაძე და გიორგი ალექსანდრეს ძე ჭანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების გამგეობის 9 სხდომიდან 8-ს დაესწრნენ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას განცხადება გარდაცვლილი მარიამ ივანეს ასული დემურია-ივანიშვილის ნაცვლად ნაძალადევის ბიბლიოთეკაში სხვა პასუხისმგებელი პირის წარდგენის შესახებ. გადაწყდა, რომ ტერეზა დიმიტრის ასული ხმიადაშვილი გაეგზავნათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს სოფელ ნოსირის სკოლის მასწავლებელმა ს. თოფურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად ჯერჯერობით არ გამოგზავნილიყო წიგნები და სასწავლო ნივთები.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება ნაძალადევის ბიბლიოთეკაში მარიამ ივანეს ასული დემურია-ივანიშვილის სურათის დაკიდების შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი იყო, საზოგადო კრება გამართა. კრებაზე 1915 წლის ანგარიში განიხილეს და 1916 წლის ხარჯთაღრიცხვა შეადგინეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით ალექსანდრე მდივანს ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის საბუთების შემოწმება დაევალა.