რეგისტრირებული ფაქტები51276
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი ელბაქიძე, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ანასტასია გიორგის ასული ერისთავი, ნინო ნიკოლოზის ასული ერისთავი და თამარ ნიკოლოზის ასული ერისთავი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იასონ ისიდორეს ძე ესებუა, დავით მიხეილის ძე ელისაშვილი და ვლადიმერ მათეს (მეთოდეს) ძე ენუქიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ნოემბერს პირველი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულ პედაგოგიურ საბჭოსთან არსებულ საბავშვო წიგნების გამომცემელ კომისიას ქართული საბავშვო ლიტერატურის შეგროვება, ევროპულის თარგმნა, მაღალ დონეზე დასურათება და გამოცემა ევალებოდა. წიგნები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტამბაში უნდა დაებეჭდათ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: კონსტანტინე დავითის ძე ვაშაკიძე, ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძე, ალექსი სპირიდონის ძე ზედგინიძე და გიორგი ფელიქსეს ძე ზდანოვიჩი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 მაისს არჩილ ბაირამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამეურნეო ინსტიტუტში სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა. იგი საზოგადოებას სწავლის დასრულების შემდეგ თანხის დაბრუნებას შეჰპირდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალთა კომისიის განცხადება ეკატერინე გაბაშვილის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს თავმჯდომარის, გიორგი ყაზბეგის განცხადება მასწავლებელთა კრებისა და კურსების შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 აპრილს მარიამ აბიათარის ასულმა იაკობაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ფილიპე გოგიჩაიშვილი ხაზინადრად აირჩიეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა პირველ თებერვლამდე სალაროში სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მიერ წარდგენილი წესებით ეხელმძღვანელათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის არჩეულ საგანმანათლებლო სექციის სხდომას დაესწრო სახალხო და უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლების მასწავლებელთა კორპორაციის 4 წევრი, ქალაქის თვითმმართველობის ორგანოს სასკოლო კომისიისა და საშუალო სასწავლებლების მასწავლებელთა წრის – 3-3, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 2 წევრი, ასევე ქართველ ხელოვანთა, ქალთა საზოგადოებისა და გუბერნიის სკოლების წარმომადგენლები.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 4 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ეკატერინე მესხის წინადადება „ჯეჯილის“ 20 წლის საიუბილეო დღესასწაულში გამგეობის მონაწილეობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს თბილისის რეალური სასწავლებლის შენობაში სრულიად საქართველოს ყველა ტიპისა და საფეხურის სკოლის მასწავლებელთა დელეგატების პირველი ყრილობა გაიხსნა. ყრილობის პრეზიდიუმში იყვნენ: თავმჯდომარე ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, მოადგილეები – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და ივანე ბესარიონის ძე იმნაძე, მდივნები – კონსტანტინე იოსების ძე მიქაბერიძე, ევგენი ნიკოს ძე ოდიშარია და გიორგი გიორგობიანი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 25 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია აბრამის ძე ზარაფიშვილის ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მისი თელავის სახლი საზოგადოების საკუთრებაში გადადიოდა. გამგეობის გადაწყვეტილებით, ანდერძის პირი უნდა გაეგზავნათ საზოგადოების თელავის განყოფილებაში, ვექილ ვლადიმერ გრიგოლის ძე კანდელაკისთვის კი ეკითხათ, რა ზომები უნდა მიეღოთ ანდერძთან დაკავშირებით.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სიმონ ნიკოლოზის ძე ედილაშვილი, ბარბარე იოსების ასული ეგნატაშვილი და იაკობ გიორგის ძე ელიაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება საზოგადოების სალაროში ფულის შენახვისა და ხარჯების გაწევის ახალი წესების შემოღების შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მარტს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გააკეთა მოხსენება შორაპნის მაზრაში აღმოჩენილი ძველი საფლავებისა და იქ ნაპოვნი ისტორიული ნივთების შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად საზოგადოებამ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას შორაპნის მაზრაში აღმოჩენილი საფლავებისა და ისტორიული ნივთების გამოსაკვლევად დახმარება სთხოვა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მარტს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გაკეთების შესახებ მოხსენება გააკეთა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე გრიგოლის ძე მამრაძის თხოვნა ავლაბარში ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის სექტემბერში თომა უსეინაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა კავკავის სკოლაში მასწავლებლის თანამდებობის დაკავებას.