ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50855

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო რაჟდენ გლახუას ძე დუმბაძე, მოადგილე – იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, მდივანი და ხაზინადარი – მოსე ივლიანეს ძე სულუხია.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გამგეობის მიერ სამეცნიერო აკადემიაში გაგზავნილი 35. 10 მანეთის ღირებულების წიგნებისა: 8 ცალი ვახუშტი ბატონიშვილის „გეოგრაფია“, 3 დიმიტრი ბაქრაძის „მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ და 3 ალექსანდრე ცაგარლის „ქართველ მეფეთა მიმოწერა“. ოქმს ხელი მოაწერა გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის სექტემბერში ანა კოლიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა, დაენიშნათ მასწავლებლად საზოგადოების რომელიმე სკოლაში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა დავით პავლიაშვილის, ნიკოლოზ კურდღელაშვილისა და თომა უსეინაშვილის თხოვნები კავკავის სკოლაში მასწავლებლის თანამდებობის დაკავების შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გომარეთის სკოლის მასწავლებლის, იოსებ ფორაქაშვილისთვის მიეცათ საგზაო ფული – 20 მანეთი და სექტემბერ-ოქტომბრის ხელფასი – 60 მანეთი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ მთვარელიშვილმა წაიკითხა მოხსენება ბათუმის სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, ნიკოლოზ მთვარელიშვილის მოხსენება ბათუმის სკოლის მდგომარეობის შესახებ განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად სკოლების კომისიისთვის გადაეცა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე „დედა ენის“ შემსწორებელი კომისიის წევრებმა გამგეობას გაწეული სამსახურისთვის ავანსი – 70 000 000 მანეთი – სთხოვეს. გამგეობამ კომისიის თხოვნა დააკმაყოფილა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 5 ოქტომბრამდე საზოგადოების შემოსავალი იყო 525. 53 მანეთი, გასავალი – 52. 5 ოქტომბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 18923. 17 მანეთი, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის – 104. 90 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც დავით კარიჭაშვილს დიდუბის ეკლესიისთვის გადასაცემად მისცეს ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის წირვის სანთლების თანხა – 8. 15 მანეთი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების აგვისტოს შემოსავალ-გასავალი. პირველ ბიბლიოთეკას ჰქონდა 39. 69 მანეთი, II ბიბლიოთეკას – 10. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ძმებ კ. და ს. თავართქილაძეების თხოვნა სამასი მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. მდივან ალექსანდრე მიქაბერიძეს დაევალა, ცნობაში მიეთითებინა საზოგადოების ანგარიში თავართქილაძეებთან დაკავშირებით.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე რაჟდენ კანდელაკმა გამგეობას მისგან „მერანის“ კლიშეების შეძენა შესთავაზა. გამგეობამ უსახსრობის გამო უარი უთხრა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მდივან ალექსანდრე მიქაბერიძის მოხსენების საფუძველზე დაადგინა, ალექსანდრე როინაშვილის ბიძაშვილების – დავით და ვასილ როინაშვილებისთვის სათავადაზნაურო სკოლის გადასახადისთვის ათი თვის განმავლობაში 10-10 მანეთი მიეცათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 თებერვალს ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ კონცერტს უხელმძღვანელა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილსა და ნიკოლოზ ცხვედაძეს ია კარგარეთელის სახალხო სიმღერების კრებულის წინასიტყვაობის განხილვა დაევალათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს განსვენებული იაკობ გოგებაშვილის ნაანდერძევი თანხა 17 009 მანეთსა და 78 კაპიკს შეადგენდა. ანდერძის თანახმად, სახელმძღვანელო წიგნების ყოველწლიური შემოსავლით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მის მშობლიურ სოფ. ვარიანში პირველდაწყებითი სამაგალითო სკოლა უნდა დაეარსებინა.(დაარსდა 1914 წელს).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ მთვარელიშვილმა წაიკითხა მოხსენება ძველი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის სექტემბერში საზოგადოების აგენტი ხარლამპ პეტრეს ძე ღლონტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, უფასოდ მიეცათ ქართული წიგნები ნოვოროსიაში მცხოვრებ ღარიბ ქართველთათვის დასარიგებლად.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის სექტემბერში ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თანახმა იყო ძველი სენაკის სკოლის მასწავლებლებად დაენიშნათ არსენ წითლიძე, პოლიკარპე ლორთქიფანიძე და ნიკოლოზ ჯანაშია.