რეგისტრირებული ფაქტები51276
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება თბილისის ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკები 6 თვის განმავლობაში მიიღებდნენ: „განათლებას“, „დროებას“, „მომავალს“, „ნაკადულს“, „ჯეჯილსა“ და „საქართველოს მოამბეს“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვაჟა-ფშაველას თხოვნა აკაკი წერეთლის ფონდიდან დახმარების შესახებ. გამგეობამ 5 თუმნის მიცემა გადაწყვიტა.
1916
ტიპი: მფლობელობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი იყო, სკოლა, სამკითხველო და წიგნის მაღაზია ჰქონდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს აკაკი წერეთლის თხოვნა აპრილის, მაისისა და ივნისის პენსიის წინასწარ მიცემის შესახებ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალექსანდრე ვლადიმერის ძე ვაჩნაძე, გიორგი ილიას ძე ვარძელაშვილი, ეკატერინე გიგას ასული ვაშალომიძე, კოსტა ზურაბის ძე ვაშაკიძე და მიტროფანე გიორგის ძე ვაშაყმაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე სურგულაძის წინადადება საზოგადოების კანცელარიაში მარჯორი უორდროპის სურათის დაკიდების შესახებ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალექსანდრე გრიგოლის ძე თულაშვილი, გიორგი პავლეს ძე თუმანიშვილი, ანტონ თარხანის ძე თხელიძე, გიორგი ევგენის ძე თედორაშვილი და ლაზარე ქიტესას ძე თედიაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და წევრები – ალექსანდრე ყიფშიძე, ალექსანდრე მდივანი, პეტრე სურგულაძე, ტერეზა ხმიადაშვილი, ივანე ჭავჭავაძე, ლუარსაბ ბოცვაძე და დავით კარიჭაშვილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: პეტრე ივანეს ძე თოფურია, ალექსი თავდგირიძე, ნეოფიტე ივანეს ძე თაბუკაშვილი, სპირიდონ თოდრია, ფილიპე თავაძე და სიმონ თაყაიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ქრისტესია ნიკოლოზის ძე თხინვალელი, ვასილ ზაქარიას ძე თვალიაშვილი, ლევან გაბრიელის ძე თავაძე, ანა ნიკოლოზის ასული თიკანაძისა და მიხეილ დიმიტრის ძე თოფურია. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 1-ლ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და წევრები – ალექსანდრე ყიფშიძე, გიორგი ლასხიშვილი, პეტრე სურგულაძე და დავით კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას განათლების კომისარიატთან არსებულმა ხელოვნების კომისიამ ქაღალდზე დაბეჭდილი ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“ სთხოვა. გამგეობამ კომისიის თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები, რომლებსაც საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი იყვნენ: იოსებ გრიგოლის ძე ზუბალაშვილი, ვასილ ნიკოლოზის ძე ზურაბიშვილი, ივანე ივანეს ძე ზურაბიშილი, ბესარიონ კონსტანტინეს ძე თალაკვაძე და ვასილ პავლეს ძე თუმანიშვილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, მდივანი დავით კარიჭაშვილი და წევრები – პეტრე სურგულაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე და ივანე ჭავჭავაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს გიორგი დიმიტრის ძე დაფქვიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების გამგეობის 9 სხდომიდან 9-ს დაესწრო, ზაქარია ლუკას ძე მოსულიშვილი – 2-ს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით „ჯეჯილის“ 20 წლის საიუბილეო დღესასწაულს საზოგადოების წარმომადგენელი ლუარსაბ ბოცვაძე უნდა დასწრებოდა.