ღონისძიება [ 1896 წელი ]
-
1896 წლის 4 დეკემბერს ნატო გაბუნია-ცაგარლის პატივსაცემად ქართულმა დრამატულმა საზოგადოების დასმა სპექტაკლი „ორი ობოლი“ დადგა.
-
1896 წელს ნინო ბეჟანის ასული ყიფიანისამ სურამის სახალხო სამკითხველოს 16 მანეთი შესწირა.
-
ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ მაქსიმე შარაძის სტამბაში იბეჭდებოდა.
-
1896 წელს დეკანოზი გაბრიელ ცაგარეიშვილი ქუთაისის პროგიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.
-
1896 წელს მღვდელი ალექსანდრე გიორგაძე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში საღვთო რჯულს ასწავლიდა.
-
1896 წელს ეკატერინე გიორგის ასულ ერისთავის თაოსნობით ბიბლიოთეკა დაარსდა მეჯვრისხევში.
-
1896 წელს პავლე ყუშიტაშვილის თაოსნობით პატარძეულში ბიბლიოთეკა გაიხსნა.
-
1896 წელს ა. ციცაგიშვილის გამგეობით მთავრობის ნებართვის გარეშე ამუშავდა ალის ბიბლიოთეკა.
-
1896 წელს მასწავლებელმა ბ. მგელაძემ შემოქმედში დააარსა ბიბლიოთეკა.
-
1896 წლის 3 თებერვალს გაბრიელ ეპისკოპოსისთვის გადახდილი პანაშვიდისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მამა სოლომონს მადლობა გადაუხადეს.
-
1896 წლის 3 თებერვალს ქუთაისში გამართულ გაბრიელ ეპისკოპოსის პანაშვიდს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და სამღვდელოება დაესწრო.
-
1896 წლის 22 მარტს გიორგი ქართველიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ აჩუქა.
-
1896 წლის 19 მარტს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს 10 თუმანი სთხოვა.
-
1896 წლის 18 ივნისს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხვედურეთის წყლებზე წასასვლელად ერთთვიანი შვე...
-
1896 წლის 3 თებერვალს დავით კარიჭაშვილმა გაბრიელ ეპისკოპოსის პანაშვიდის გადახდისთვის სასულიერო პირებს მადლობა გადაუხადა.
-
1896 წელს თომა მთავრიშვილმა დავით მთავრიშვილს შეატყობინა, რომ ცენზორმა მამია გურიელის თხზულებების დაბეჭდვის ნებართვა გასცა. წიგნისთვის საჭირო სურათები ლაიფციგში დაბეჭდეს.
-
1896 წელს კონსტანტინე ყიფიანმა სურამის სახალხო სამკითხველოს თავისი შედგენილი რუსულ-ქართული ლექსიკონი შესწირა.
-
1896 წლის საქართველოს კალენდარში ნიკოლოზ ლომოურის ფოტო გამოქვეყნდა.
-
1896 წლის საქართველოს კალენდარში ვაჟა-ფშაველას, რაფიელ ერისთავისა და პეტრე უმიკაშვილის ფოტოები გამოქვეყნდა.
-
1896 წლის საქართველოს კალენდარში ზაქარია ჭიჭინაძის ფოტო გამოქვეყნდა.
-
1896 წლის საქართველოს კალენდარში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის, გრიგოლ დადიანის ფოტო გამოქვეყნდა.
-
1896 წლის საქართველოს კალენდარში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის პორტრეტი დაიბეჭდა.
-
1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ აჭარაში მოგზაურობისას გაიცნო მაჰმადიანი ქართველები, რომლებსაც ქართული წერა-კითხვა შეასწავლა.
-
1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძე აგროვებდა ძველ ქართულ ხელნაწერ წიგნებს, რომლებიც იმ დროს თბილისის ბაზრობაზე გასახვევ ქაღალდებად გამოიყენებოდა.მან 500-ზე მეტი წიგნი მოაგროვა.
-
1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძეს დიაკვანმა გიორგი ზალიკანაშვილმა ქაშუეთის სამრევლო სკოლაში ანბანი ასწავლა.
-
1896 წელს მარჯორი უორდროპმა სვიმონ წერეთელს წყალდიდობისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად 100 მანეთი გაუგზავნა.
-
1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლა გაიხსნა. სკოლა 800 მანეთად ღირებულ საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული, რომელიც 5 ოთახისგან შედგებოდ...
-
1896 წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების სკოლაში გამართულ არისტო ქუთათელაძის გაკვეთილს ილია ჭავჭავაძე და ვანო მაჩაბელი დაესწრნენ.
-
1896 წელს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკში მუშაობას თავი დაანება.
-
1896 წლის ოქტომბერში დადგმულ სპექტაკლში „მბჟუტავნი ცეცხლნი“ ბარბარე ავალიშვილისა ლიდიას როლს ასრულებდა, ხოლო ბარამიძე – აკულინას.
-
1896 წლის 13 იანვარს მარჯორი უორდროპმა ალექსანდრე ხახანაშვილს მისწერა, რომ მოსკოვში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა მას თბილისში საინტერესო ცნობები გამოუგზავნეს.
-
1896 წლის 13 იანვარს მარჯორი უორდროპმა ალექსანდრე ხახანაშვილს მისწერა, რომ ოლივერ უორდროპთან ერთად ინგლისურ ენაზე გადათარგმნა „წმინდა ნინოს ცხოვრება“. უორდროპები მათ მიერ ნათარგმნი...
-
1896 წელს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკში მუშაობას თავი დაანება.
-
1896 წლის შემოდგომაზე ბათუმში დურმიშხან ჟურულის სახლი დაიწვა.
-
1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მიერ ზემო იმერეთში ჩაწერილი გარსია ღონღაძის ნაამბობი ზეპირი გადმოცემანი.
-
მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე სოფელ თონეთის სკოლის წლიურ ანგარიშში იუწყება, რომ სწავლა დაიწყო 1896 წლის 20 სექტემბერს, მაგრამ 20 ოქტომბრამდე დადიოდა მხოლოდ 10-15 ბავშვი. იმ სასწავლო წ...
-
1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალის“ ცნობით 20 ივნისიდან კბილის ექიმი ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძე პაციენტებს ნიკოლოზის ქუჩაზე (№21), „ივერიის“ რედაქციის შენობაში მიიღებდა.
-
1896 წელს ქუთაისში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ვარლამ ჭილაძისა და ვასილ ბეჟანეიშვილის წიგნის მაღაზიებსა და მიტროფანე ლაღიძესთან ზელტერის წყლის ქარხანაში.
-
1896 წელს საჩხერეში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს ყარამან ჩხეიძესთან შეეძლოთ.
-
1896 წელს თელავში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს მიხეილ ცისკარიშვილთან შეეძლოთ.
-
1896 წელს საჩხერეში ჟურნალ „ჯეჯილის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ყარამან ჩხეიძესთან, თონეთში – ივანე ჩიბალაშვილთან, ყვირილაში – ალექსანდრე არაბიძის წიგნის მაღაზიაში, ხაშურში კი – ი...
-
1896 წელს გაზეთ „კვალის“ გამომწერებს საჩუქრად დაურიგდათ გიორგი წერეთლის რომანი „გულქან“.
-
1896 წელს ახალ სენაკსა და ოზურგეთში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს კონსტანტინე თავართქილაძესთან შეეძლოთ.
-
1896 წელს ხაშურში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს იოსებ ფანცულაიასთან შეეძლოთ.
-
1896 წელს ბათუმში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს მათე ნიკოლაძესთან და პავილიონში გერ. კალანდაძესთან შეეძლოთ.
-
1896 წელს ჭიათურაში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს თევდორე კიკვაძესთან შეეძლოთ.
-
1896 წელს ქუთაისში ჟურნალ „ჯეჯილის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ვასილ ბეჟანეიშვილთან და თომა მთავრიშვილთან, გორში – არსენ კალანდაძესთან, ბათუმში – მათე ნიკოლაძესთან და პავილიონში გ...
-
1896 წელს გურიაში ჩამოყალიბდა სავაჭრო ამხანაგობა „შუამავალი“, 1897 წელს ასეთივე ამხანაგობა გიორგი ჩიჩუას თაოსნობით სამეგრელოშიც დაარსდა.
-
1896 წელს ფოთმა, ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის მოურავობის დროს, ნავსადგურის ასაშენებლად სესხის აღების ნებართვა მიიღო.
-
1896 წელს ნ. ბ. ერისთავი, ივანე გიორგის ძე ბარათაშვილი, დ. ნ. ჭავჭავაძე, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და მაკ. ჭავჭავაძე კავკასიის და შავი ზღვის ნავთის მრეწველობის საზოგადოების თავმჯდო...
-
1896 წლის 20 ოქტომბერს ქუთაისის ინტელიგენციამ სხდომა გამართა ქართული გაზეთის დაარსების შესახებ. კრების გადაწყვეტილებით, გაზეთისთვის „შრომა“ უნდა დაერქმიათ, რედაქტორი პავლე ალექსანდ...
-
1896 წლის ოქტომბერში კალაძისა და ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა მამია გურიელის თხზულებები ავტორის სურათითურთ.
-
1896 წელს იოსებ იმედაშვილმა და სპირიდონ ჭელიძემ გამოცეს იროდიონ ევდოშვილის „ლექსები და პოემები“ და შიო მღვიმელის „ნატვრა“.
-
1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში იყიდებოდა მოსე ჯანაშვილის გამოცემული შემდეგი წიგნები: „შოთა რუსთაველი“, „ფარსადან გორგიჯანიძე და მისნი...
-
1896 წლის 30 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ნატო გაბუნია-ცაგარლისას და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით სპექტაკლი „დროებითი სიყვარული“ დადგა.
-
1896 წლის 30 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა სპექტაკლი „მე მინდა კნეინა გავხდე“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვიქტორ...
-
1896 წელს მიხეილ ნასიძე მოსწავლეებს მიხეილის ქუჩაზე ანდერსონის სახლის №149-ში ამზადებდა.
-
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესებში – „სამშობლო“, „ხათაბალა“, „ჟან-ბოდრი“ – მონაწილეობდნენ ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ბარბა...
-
1896 წელს ნატო გაბუნია-ცაგარლისა ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „მე მინდა კნეინა გავხდე“ ბარბარე თულუხჩოვის როლს ასრულებდა.
-
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული პიესების – „სამშობლო“, „ხათაბალა“ და „ჟან-ბოდრი“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი,...
-
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესებში – „სამშობლო“, „ხათაბალა“ და „ჟან-ბოდრი“ – მონაწილეობდნენ ვასო აბაშიძე, კოტე ყიფიანი,...
-
1896 წელს ზაქარია ჩხიკვაძის მიერ ნოტებზე ჩაწერილი სახალხო სიმღერების კრებული „სალამური“ დაიბეჭდა.
-
1896 წელს მიხეილ ნასიძე ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტში შესასვლელად მოსწავლეებს ამზადებდა. მათ დამთავრებული უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო სასწავლებელი.
-
1896 წლის ოქტომბრიდან წმინდა სინოდის დადგენილებით ქუთაისის ეკლესიების ბლაღოჩინის, ნესტორ ყუბანეიშვილის, წიგნი „სახელმძღვანელო საღვთო სჯულის შესასწავლად“ საქართველოს საეგზარქოსო ერთ...
-
1896 წელს სპირიდონ ჭელიძემ და იოსებ იმედაშვილმა იაკობ ცინცაძის არაკი „რას იცინი?“ გამოსცეს.
-
1896 წლის ოქტომბერში სპირიდონ ჭელიძე და იოსებ იმედაშვილი ოლღა ბეჟანიშვილის მიერ თარგმნილ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხს“ გამოსაცემად ამზადებდნენ.
-
1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების „ციმბირელი“ და „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“ რეჟისორი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იყო, ადმინისტრატორი...
-
1896 წელს ა. ტერ-აკოფოვის სკოლა პანსიონში მოსწავლეებს 6 წლიდან იღებდნენ და მეხუთე კლასამდე ამზადებდნენ გიმნაზიებში, რეალურ სასწავლებლებში, კადეტთა კორპუსსა და სხვა სასწავლებლებში ს...
-
1896 წელს ექიმი ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანი პაციენტებს მიხეილის ქუჩის №16-ში იღებდა.
-
1896 წელს კუხის მეაბრეშუმეთა პირველი ამხანაგობის მეთაური ნესტორ წერეთელი იოსებ კაკაბაძის დახმარებით თავიანთი წარმოებული აბრეშუმის ექსპორტირებას ცდილობდა.
-
1896 წლის 2 ნოემბერს თბილისის კლუბში არმენ ტიგრანის ძე ტიგრანიანის კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობას ივანე სარაჯიშვილი და ვიქტორ ვილშაუც იღებდნენ.
-
1896 წელს ჩხაიძემ ზემო აკეთში სკოლა და სამკითხველო დააარსა.
-
1896 წელს თევდორე ჟორდანიამ სოხუმის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 3. 55 მანეთის წიგნები შესწირა.
-
1896 წელს ივანე მაჩაბელმა სოხუმის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 1. 60 მანეთის წიგნები შესწირა.
-
1896 წელს გიორგი ქართველიშვილმა სოხუმის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 13. 60 მანეთის წიგნები შესწირა, ვალერიან გუნიამ – 4. 50-ის, ივანე როსტომაშვილმა – 2. 90-ის, არჩილ დარეჯანაშვილმა – 6...
-
1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების – „ბედნიერი დღე“ და „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლ...
-
1896 წლის 13 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა მაკო საფაროვა-აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, გამყრელიძის, ივანიძის, ვასილ აბაშიძის, სიმონიძის, ვიქტორ გამყრელიძის, გედ...
-
1896 წლის 14 ნოემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ა. ს. ფირალოვმა ამიერკავკასიაში ქსოვითი საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ მოხსენება გააკეთა.
-
1896 წლის ოქტომბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლის „მბჟუტავნი ცეცხლნი“ რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი...
-
1896 წელს მიხეილ ნასიძემ პიესა „მბჟუტავნი ცეცხლნი“ თარგმნა.
-
1896 წლის 23 ოქტომბერს კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონმა სათავადაზნაურო სკოლის მმართველ კომიტეტთან ერთად სკოლისთვის პანსიონის ასაშენებლად განკუთვნილი ადგილი დაათვალიერა.
-
1896 წლის 23 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ბარბარე ავალიშვილის, კოტე ყიფიანის, ალექსანდრა კარგარეთელის, ბარამიძის, გედევან გედევანოვის, კოტე მარჯანიშვილის, კანდელა...
-
1896 წლის 17 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა მაკო საფაროვის, ეფემია მესხის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, კოტე ყიფიანის, ვასო აბაშიძის და კოტე მესხის მონაწილეობით დადგა სპე...
-
1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების – „პოეტი და კაროლი“, „პირველი ბუზი“ და „ადვოკატთან“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხ...
-
1896 წელს ქვთიმე თაყაიშვილმა და მოსე ჯანაშვილმა გამოიკვლიეს XVII საუკუნის ქართული ასოებით ჩაწერილი იტალიურ-ოსმალური ლექსიკონი.
-
1896 წლის შემოდგომაზე ფოთის მოურავმა, ნიკოლოზ ნიკოლაძემ კავკასიის საფილოქსერო კომიტეტს სამაგალითო ვენახის გაშენებაში დახმარება სთხოვა. კომიტეტმა ფოთში ნიადაგის შესწავლა და იქ ვენახ...
-
1896 წელს მოსე ჯანაშვილის მიერ გამოცემული წიგნები – „შოთა რუსთაველი“, „ფარსადან გორგიჯანიძე და მისნი შრომანი“, „მ. ხონელი და მისი ამირანდარეჯანიანი“, „ისტორია მართმადიდებელი ეკლესი...
-
1896 წლის 24 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა სპექტაკლი „ურიელ აკოსტა“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბარბარე ავალიშვილისა, თამარა ივანიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი...
-
1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლის „ურიელ აკოსტა“ რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
-
1896 წელს ნახიჩევანის სასწავლებლის მასწავლებელ არსენ მამულაიშვილს „ტიტულიარნი სოვეტნიკის“ წოდება ებოძა.
-
1896 წელს ნახიჩევანის სასწავლებლის მასწავლებელს, არსენ მამულაიშვილს ტიტულოვანი მრჩევლის წოდება ებოძა.
-
1896 წელს მოზდოკის სასწავლებლის პედაგოგ ბაქრაძესა და ბათუმის ოთხკლასიანი სასწავლებლის პედაგოგ ნიკო ჯაყელს „ნადვორნი სოვეტნიკის“ წოდება ებოძათ.
-
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის საოსტატო სემინარიის პედაგოგ გიორგი უთურგაულს „სტატსკი სოვეტნიკის“ წოდება ებოძა.
-
1896 წელs პედაგოგ მარიამ ლიონიძეს ტიტულოვანი მრჩევლის წოდება უბოძეს.
-
1896 წელს ქართულმა დრამატულმა თეატრმა მომღერალთა გუნდი შექმნა, რომლის ხელმძღვანელად და ლოტბარად მუსიკოსი ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი მიიწვიეს. მას განათლება პეტერბურგისა და ვარშა...
-
1896 წლის დეკემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლის „ორი ობოლი“ რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
-
1896 წელს თბილისის პროგიმნაზიის პედაგოგ ჯვარიშეიშვილს კოლეგიის მდივნის წოდება უბოძეს.
-
1896 წელს იოსებ ქუთათელაძემ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ვაჭარი დაბა ხონში უვარგის აბრეშუმის თესლსს ჰყიდდა. ქუთათელაძემ მოსპო 200 კოლოფი უვარგისი თესლი. როგორც აღმოჩნდა, 1897 წლისთვის ა...
-
1896 წლის დეკემბერში გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქციამ ქუთაისის წიგნების გამომცემელი ამხანაგობისგან სილოვან ხუნდაძის მიერ თარგმნილი სულხან ბარათაშვილის „საქართველოს საშუალო საუკუნეთ...
-
1896 წლის დეკემბერში მიხეილ სვიმონის ძე ანდრონიკაშვილისა და ნ. გ. თუმანიშვილის ინიციატივით სიღნაღში რამდენიმე სპექტაკლი დაიდგა.
-
1896 წლის 2 დეკემბერს ქუთაისის ქალაქის საბჭომ განიხილა პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილის წინადადება ქუთაისის სახელმწიფო გადასახადის შემცირების შესახებ და 18 ხმით 9-ის წინააღმდეგ თუ...
-
1896 წლის დეკემბერში სიღნაღში ვალერიან გუნიას ვოდევილი „ჩაყოლას ჩათრევა სჯობია“ დაიდგა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ნ. ძიძიკაშვილი, ვ. მაისურაძისა, ო. ტერ-ასტვაცატუროვისა და ელენე ან...
-
1896 წლის დეკემბერში თბილისის ოლქის სასამართლომ გაზეთ „კავკაზის“ თანამშრომლებისა და ნაფიცი მსაჯულის თანაშემწე გვაზავას საქმე განიხილა. გვაზავა „კავკაზის“ თანამშრომლებს – მილუტინსა...
-
1896 წელს ისტორიკოს პლატონ იოსელიანის მეუღლემ, ანა იოსელიანისამ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკას ქმრის ბიბლიოთეკიდან „ჟინვანის აღწერილობა“ და „...
-
1896 წელს ბარბარე ჯორჯაძის შვილმა, მიხეილ ზაქარიას ძე ჯორჯაძემ დედისა და იოსებ დავითაშვილის საფლავებზე ძეგლების დასადგმელად 5 თუმანი გაიღო.
-
1896 წლის 4 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ორი ობოლი“ მონაწილეობდნენ მარიამ საფაროვა-აბაშიძისა, ბარბარე ავალიშვილისა, თამარა ივანიძე, საყვა...
-
1896 წლის 4 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის დადგმულ სპექტაკლში „ორი ობოლი“ მონაწილეობდნენ კონსტანტინე ყიფიანი, სვიმონ სვიმონიძე, გედევან გედევანოვი, ვიქტორ გამყრელიძ...
-
1896 წელს ქართული დრამატული საზოგადოების დადგმულ სპექტაკლებში არ მონაწილეობდნენ დასის წევრები ეფემია სიმონის ასული მესხი და კოტე სიმონის ძე მესხი.
-
1896 წლის ოქტომბერში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობაში ბანკის ოპოზიციის წევრებმა საჩივარი შეიტანეს. ისინი საგანგებო კრების მოწვევას და ილია ჭავჭავაძის, პეტრე გრუზინსკისა და...
-
1896 წლის 21 ოქტომბერს მთავარმართებლის თანაშემწე, გრაფი ტატიშჩევი, კავკასიის არმიის კორპუსის მეთაური ივანე ამილახვარი და სხვ. სიონის ტაძარში ნიკოლოზ II-ის გამეფების თარიღის აღსანიშ...
-
1896 წლის ოქტომბერში მოსე ათანასეს ძე ქიქოძე და კალისტრატე ჩიკვაიძე 1895 წელს ურიების წინააღმდეგ აჯანყებულების საქმის განხილვისას დაზარალებულ მხარეს იცავდნენ.
-
1896 წლის შემოდგომაზე ნაძალადევში, გრიგოლ ჩარკვიანის სახლში, მოყვარული მსახიობები წარმოდგენებს მართავდნენ. წარმოდგენებზე დასასწრები ბილეთები იაფი ღირდა და მაყურებელი ბევრი ჰყავდა.
-
1896 წლის ოქტომბერში დადგმულ სპექტაკლში „მბჟუტავნი ცეცხლნი“ კონსტანტინე ყიფიანი დიკოვსკის როლს ასრულებდა, კოტე მარჯანიშვილი – ხოლმინისას, გედევან გედევანოვი თამაშობდა მოხუცებულ კნი...
-
1896 წლის 30 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა სპექტაკლი „ორ ცეცხლ შუა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატალია გაბუნია-ცაგარლისა,ბარბარე ავალიშვილისა, ვასო აბაშიძე, კო...
-
1896 წლის შემოდგომაზე ქუთაისის საზოგადოება პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილის თავმჯდომარეობით პეტერბურგში დეპუტაციის გაგზავნას გეგმავდა. დეპუტაციას უნდა გაემართა მოლაპარაკება, რომ რ...
-
1896 წლის შემოდგომაზე ექიმი ტიტე სვიმონის ძე ქიქოძე ქვემო ქიზიყის დეპოს დარბაზში მამასახლისებსა და მოქალაქეებს შეხვდა ქიზიყში სამკურნალო „პრიომნი პაკოის“ დაარსების საკითხის განსახი...
-
1896 წლის ოქტომბერში ქალაქის განათების საკითხის გადასაჭრელად ხმოსან ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვის წინადადებით შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის გადაწყვეტილებით თბილისის...
-
1896 წელს დიაკვანმა გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორმა მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის ფული და წიგნები შეაგროვა.
-
1896 წელს მსაჯულმა პეტრე იასინსკიმ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 10 მანეთი შესწირა, კონსტანტინე დგებუაძემ და თადეოზ გიორგის ძე კეშილავამ 5-5 მანეთი გადასცეს.
-
1896 წელს თევდორე დავითის ძე ჟორდანიამ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 70 წიგნი შესწირა, ვალერიან გუნიამ – 55, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძემ – 38 წიგნი.
-
1896 წელს სილიბისტრო ჟორდანიამ, პავლე ქაცარავამ, სამსონ სილაგავამ, ტარას ნამჩეიშვილმა, ვალერიან გეგეჭკორმა, არისტოტელე აბაშიძემ და ალექსი ნიკოლოზის ძე ბერიძემ მარტვილის უფასო ბიბლი...
-
1896 წელს დავით თოდუამ, ვასილ ახალაიამ, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავამ, თომა გაბისონიამ, გრიგოლ ოდიშარიამ, გრიგოლ შავდიამ და სპირიდონ კვარაცხელიამ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველ...
-
1896 წელს გიორგი ივანეს ძე ივანოვმა და ვასილ კახიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 3-3 მანეთი შესწირეს, პარასკევა ჭალაგანიძისამ, ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანმა და იაკობ ს...
-
1896 წელს გრიგოლ ანჯაფარიძემ, თომა ელიავამ, გრიგოლ ჩაჩიბაიამ, თეიმურაზ გეგეჭკორმა, გიორგი კონსტანტინეს ძე გვათუამ, პავლე გვახარიამ, მიხეილ თურქიმ და ბესარიონ წოწორიამ მარტვილის უფა...
-
1896 წელს სოფიო ჭალაგანიძისამ, ქრისტინა გეგეჭკორისამ, ანეტა დგებუაძისამ, მარო კიკნაველიძემ, ნინო ჯამბაკურ-ორბელიანისამ, გიორგი ჩაგუნავამ და ლაზარე ჭალაგანიძემ მარტვილის უფასო ბიბლი...
-
1896 წელს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა, ვანო ნიკოლოზის ძე ზედგინიძემ და ოლღა გიორგის ასულ ბერიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 5-5 წიგნი შესწირეს, ნინო ჯამბაკურ-ორბელია...
-
1896 წელს მიხეილ თურქიამ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 4 წიგნი შესწირა, ლადო შაბათავამ – ერთი.
-
1896 წელს კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძემ, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა, ვასილ ფირალოვმა, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილმა და იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთე...
-
1896 წელს ელიზბარ ჩახავამ და მღვდელმა დავით იოსების ძე კავკასიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 25-25 წიგნი შესწირეს, ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანმა, ალექსანდრე ჟორდანიამ...
-
1896 წლის ნოემბერში ეგაძემ, გიგინაშვილმა, ლაბენსკიმ და ს. ქურდოვანიძემ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მოსართავად 40-40 კაპიკი გაიღეს.
-
1896 წლის ნოემბერში ივანე გულისაშვილმა და თომა მხეიძემ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მოსართავად ფული შეაგროვეს.
-
1896 წლის ნოემბერში ამიროვმა ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მოსართავად ერთი მანეთი გაიღო, ს. საგინაშვილმა, ვ. გულისაშვილმა, ყაზახიშვილმა, ვ. მჭედლიშვილმა, ვასილ ციმაკურიძ...
-
1896 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის სტამბაში დაიბეჭდა შემდეგი წიგნები: „მეთევზის შვილი“, „შრომა და სიმდიდრე“, „გმირი როლანდი“, „დროა გონს მოვიდეთ“, „ფუტკრის გონიერი მოვლა-მოშენ...
-
1896 წლის ნოემბერში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მოსართავად რატიანმა, ალ. პაპოვმა, კუბიცკიმ და სიკორსკიმ 30-30 კაპიკი გაიღეს, გარდანოვმა და ბუხრაძემ – 15-15 კაპიკი.
-
1896 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა გამოსცა იოსებ ცისკარიშვილის მიერ რუსულიდან ნათარგმნი წიგნი „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“ საქონლის ჭირის განადგურების მეთოდებზე.
-
1896 წლის შემოდგომაზე დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძემ მეჯვრისხევის ბიბლიოთეკას 48 წიგნი და „მწყემსის“ რამდენიმე ნომერი შესწირა, დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილმა – 3 მანეთი, ილ. რუხიშ...
-
1896 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა გამოსცა „აღზრდა შვილისა“ – ალ. ნათიძის მიერ ნათარგმნი ერნესტ ბემესის პედაგოგიური წერილები დედასთან.
-
1896 წლის ნოემბერში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მორთვისათვის ეზეკიანმა 25 კაპიკი, სამადაშვილმა, გ. ბიაშვილმა, ცაგალოვმა და დ. ლევანიძემ 20-20 კაპიკი გაიღეს.