ღონისძიება [ 1936 წელი ]
- 1936 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს რუსთაველის საიუბილეო გამოფენის მოსაწყობად. მას რუსთაველის ვრცელი ბიბლიოგრაფიის შედგენა ევალებოდა.
- 1936 წელს სამსონ ფირცხალავამ ელენე ტუსენ-შარაშიძეს ქრისტინე შარაშიძის წერილი გადაუთარგმნა.
- 1936 წელს ელენე ტუსენ-შარაშიძეს უნდოდა შეესრულებინა დავით შარაშიძის ანდერძი და შვილები საფრანგეთიდან საქართველოში წაეყვანა.
- 1936 წლის 8 ივნისს სამსონ ფირცხალავამ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ მის ძმიშვილს, გოგი შარაშიძეს, საფრანგეთში „დედა ენას“ აკითხებდა და წერას ასწავლიდა.